• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანი: „ვიმედოვნებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე ლევილის შატო საქართველოს გადმოეცემა“

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წულუკიანისაქართველოს იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის თაობაზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან შეხვედრაზე პარიზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან ერთად იმყოფებოდა. სხდომას პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ, რომლებსაც მინისტრმა საჩუქრად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული მაღალპოლიგრაფიული ალბომები და კალენდრები „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გადასცა. თეა წულუკიანის თქმით, ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ა. ჩხენკელის, ე. გეგეჭკორისა და ს. ფირცხალავას ოჯახებთან მუშაობა ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან ერთად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შატოს გადმოცემის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება და მე მჯერა, რომ ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოლიტიკური დევნილების შთამომავალი ოჯახების წარმომადგენლები საფრანგეთში, თავის მხრივ, ასევე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი წინაპრების სურვილი შესრულდეს და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელს ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება. ამ ოჯახებს მადლობა ეკუთვნით დღემდე გაწეული ძალისხმევისა და შატოს შენარჩუნებისათვის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ პარიტეტული კომისიის მუშაობის შედეგად გადაწყდა შატოს აღდგენა და მოწესრიგება. წინა სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლის თანახმადაც, ვერსალის შატოს არქიტექტორების, საფრანგეთში ცნობილი პეიზაჟისტებისა და მებაღეებისაგან შექმნილი ჯგუფი მუშაობას დაიწყებს და წარმოადგენს პროექტს ლევილის შატოს მომავალი ბედის შესახებ. პარიტეტული კომისიის სურვილია, რომ ლევილის შატოში ქართული აკადემია გაიხსნას ქართველი ხელოვანებისა და ისტორიკოსებისათვის, ისეთივე, როგორიც არსებობს ფრანგული აკადემიის სახით რომში ვილა მედიჩის კედლებში. ამგვარი პროექტის პროგრამირებისა და შესაბამისი ექსპერტიზების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ სექტემბერში 107.000 ევრო გამოყო. სხდომაზე განხილულ იქნა ყველა ის პროექტი, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სამინისტროების მიერ პირველი რესპუბლიკის ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა ალბომი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, სადაც თავმოყრილია ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები. დოკუმენტები პირველი რესპუბლიკის პროგრესულ იდეებსა და ისტორიას აღწერს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ალბომში შესული მასალები ამავე სახელწოდების გამოფენების სერიაში გააერთიანა, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში გამოიფინა; მომავალ თვეს კი ზუგდიდის მოსახლეობას ექნება საშუალება, 1918-21 წლების საქართველოს უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოს.

ოჯახებთან შეხვედრას, დევნილი მთავრობის შთამომავლების გარდა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და პარიტეტული კომისიის წევრი, საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პარიტეტულ კომისიაში საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

სამეცნიერო კონფერენცია – „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისათვის“ 1 დეკემბერს გაიმართება

სამეცნიერო კონფერენცია – „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისათვის“ 1 დეკემბერს გაიმართება

8 years ago

განსაკუთრებული ჟურნალი და – შეზღუდული არაფერია

9 years ago
ცხოვრება ესპანურ ქალაქში  მანქანების გარეშე

ცხოვრება ესპანურ ქალაქში  მანქანების გარეშე

8 years ago

ლიბანში ტერაქტები განხორციელდა

13 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by