• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე მაინც იყიდება – „თბილისი თაიმსის“ ექსპერიმენტი

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობამ რეალობიდან გაქცევის მრავალ უხეშ და მავნე ფორმას მიაგნო. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მათი არამიზნობრივად მიმართული უსაზღვრო ფანტაზიისა თუ ენერგიის შედეგად დღეს თბილისის ქუჩებში ბევრი აფორიაქებული ახალგაზრდა დაიარება და ჩვენც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა იმისთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ალბათ მიხვდით, რომ მხედველობაში მაქვს ის საშუალებები,  რომელთაც ახალგაზრდები (უმეტესად ბიჭები) ე.წ. ნარკოტკული თრობის  მისაღწევად იყენებენ. ბევრს არ ჩამოვთვლი და დღესდღეობით ყველაზე აქტუალურზე – ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ვისაუბრებ.

985ac46d1a.images.new_photo.regioni.guria.eqimbashi-wamlebiდარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანამდე მოვიდოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაზე მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება. თუმცა „თბილისი თაიმსის“ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ დაწესებული შეზღუდვები ყველგან და ყოველთვის სულაც არ მოქმედებს. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი უფრო დეტალურად გავეცნოთ იმას, თუ როგორ აკონტროლებს სახელმწიფო იმ მედიკამენტების რეალიზებას, რომელთაც ახალგაზრდები ასე აქტიურად იყენებენ  არა მკურნალობის, არამედ ნარკოტიკული თრობის მიღწევის მიზნით.

მედიკამენტების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ძალაში 2014 წლის პირველი სექტემბრდან შევიდა. მას შემდეგ იყო რამდენიმე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია, თუმცა, 13.03.2015-ის მდგომარეობით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მედიკამენტების სამ ჯგუფს გვთავაზობს. პირველი ჯგუფი მოიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებს – ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებს  და მათი შეძენა შესაძლებელია ფორმა #2 რეცეპტის გამოყენებით.  მეორე ჯგუფში ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ჰორმონული, ონკოლოგიური და სხვა პრეპარატებია განსაზღვრული და მათ შესაძენად ფორმა #3 რეცეპტია საჭირო, მესამე ჯგუფის პრეარატები კი ურეცეპტოდ იყიდება.

ფაქტია, რომ, განხორციელებული საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა იკრძალება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სწორედ ნარკოტკული თრობის შემცირება დაასახელა. სახეზე მართლაც უკონტროლო სიტუაცია იყო – ამ ტიპის მედიკამენტების არადანიშნულეისამებრ, არათერაპიული დოზით მოხმარება და თავისუფალი ბრუნვა დიდ საფრთხეს უქმნიდა და უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.

ახლა კი დავუბრუნდეთ ექსპერიმენტს. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მესმოდა იმის შესახებ, რომ, მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებისა, მსურველები როგორღაც მაინც ახერხებდნენ ფსიქოტროპული წამლების რეცეპტის გარეშე შეძენას. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შორიდან მოსმენილი ინფორმაცია, ნამდვილად არ დავიჯერებდი, მაგრამ იმდენად ბევრჯერ მომიწია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, რომ ძალიან დავინტერესდი. დიდი დრო და ენერგია სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ გამერკვია, კონკრეტულად რომელი აფთიაქი იყო ამდენი ახალგაზრდას ნარკოტიკული თრობის წყარო – თბილისი ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ მსგავსი რამ დაიმალოს. აღვნიშნავ, რომ თითოეული მათგანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა – თუ იმ უბნელი არ ხარ და ფარმაცევტი სახეზე არ გიცნობს, უბრალოდ არ მოგყიდის არცერთ მსგავს მედიკამენტს, თუმცა, ალბათ, ათსაც, ოცსაც და მეტსაც მიჰყიდის მას, ვინც მისი ყოველდღიური სტუმარია.

მოკლედ, არ დავჯერდი მხოლოდ სხვისგან გაგონილს და გადავწყვიტე, თავად გამერკვია ყველაფერი. ექსპერიმენტის იდეაც მოვიდა. ვიცოდი, რომ მე არავინ მომყიდდა ფსიქოტროპულ წამალს – პირველ რიგში იმიტომ, რომ სახეზე ვერავინ მიცნობდა და ვერავინ დარწმუნდებოდა ჩემს სანდოობაში. მეორე მიზეზი კი ჩემი სქესი იყო – არ ვიყავი დარწმუნებული, რომ აფთიაქში მსგავსი წინადადებით გოგოებიც შედიოდნენ. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობარი ბიჭისთვის მეთხოვა დახმარება.

საწყის ეტაპზე გავარკვიე იმ მედიკამენტის სახელი, რომლის არამიზნობრივად მოხმარებაც კანონის გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი იყო – გაბაპენტინი ტევა 600 მგ. გაბაპენტინი ანტიეპილეფსიური პრეპარატია, რომელიც მედიკამენტების პირველ ჯგუფს განეკუთვნება და რომლის გაცემაც მხოლოდ ფორმა #2 რეცეპტით არის ნებადართული.

საღამოს მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთი „საეჭვო“ აფთიაქისკენ გავემართეთ. ჩემი მეგობარი ძალიან მშვიდად შევიდა და უთხრა, რაც უნდოდა. ფარმაცევტმა კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა, დააკვირდა და არ გვაქვსო – უთხრა, მან კი მშვიდად დატოვა აფთიაქი. თან გამიხარდა, მაგრამ თან ძალიან მეწყინა იმიტომ, რომ ახლა კიდევ სხვა აფთიაქში მიწევდა წასვლა.

არ დავნებდით და ახალ სხვა აფთიაქისკენ გავემართეთ. ვიფიქრეთ, რომ წინა შემთხვევაში ზედმეტმა სიმშვიდემ და გაწონასწორებულობამ  შეგვიშალა ხელი, შესაბამისად, ვარჩიეთ, რომ ცოტა სიმკაცრე და აღელვებულობა სჯობდა.  აფთიაქი, რომელზეც არჩევანი შევაჩერეთ, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს. ჩემი მეგობარი შევიდა, მე გზის მეორე მხარეს, ზუსტად აფთიაქის წინ ველოდებოდი. მან, ახალი ტაქტიკის გათვალისწინებით, გამყიდველს 6 ლარი დახლზე დაუდო და 600-იანი გაბაპენტინი მომეცითო – უთხრა. (მეტი დამაჯერებლობისთვის მედიკამენტის ფასი წინასწარ გავარკვიეთ) ფარმაცევტი მაშინვე დაფაცურდა და მეორე ოთახიდან გაბაპენტინის ტაბლეტებით სავსე ფირფიტა გამოიტანა, ერთი მოჭრა და ჩემს მეგობარს მიაწოდა. ჩემმა მეგობარმა უსიტყვოდ დატოვა აფთიაქი და გადმოვიდა გზაზე – არანაირი რეცეპტი, არანაირი ჩეკი, არანაირი კანონი, არანაირი თანაგრძნობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგანან!

ჩემმა მეგობარმა მაშინვე მითხრა, რომ მედიკამენტი უპრობლემოდ შეიძინა, მეც უცბად გადავირბინე გზაზე და აფთიაქში შევედი – აღნიშნული ფაქტის შესახებ ფარმაცევტისთვის რამდენიმე კითხვის დასმა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, მან გადაჭრით უარყო მომხდარი – ჯერ აღნიშნა, რომ არც კი ახსოვდა,  ვინ იყო შემოსული აფთიაქში ზუსტად 2 წუთის წინ,  ვერ ხვდებოდა ვიზე ვესაუბრებოდი. მერე უცბად გაიხსენა, მაგრამ იმ ბიჭს არაფერი უყიდია, მხოლოდ რაღაც იკითხაო – მითხრა. რაც მთავარია, იგი შეუპოვრად მიდასტურებდა, რომ მათთან ფსიქოტროპული მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით იყიდება.

არ ვიცი როგორ აღვწერო ფარმაცევტების დაბნეული სახე ან ანერვიულებული ხმა, გულწრფელად შევედი მათ მდგომარეობაში და განვიცადე.  ვფიქრობ, ეს შემთხვევა კომენტარს აღარ საჭიროებს, ისედაც ყველაფერი ნათელია.

„თბილისი თაიმსმა“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების თხოვნით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა. მათგან, პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.

97176

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,   სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, პერმანენტულად, ხორციელდება ფარმაცევტულ ბაზარზე პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის კონტროლისა და ზედამხედველობის  ღონისძიებები.

რიგი საკანონმდებლო ცვლილების  და კონტროლის ინტენსიური ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ,  ფარმაცევტული ბაზარზე გამოვლენილია სამართალდარღვევის ფაქტები, როგორც პირველი, ასევე მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემასთან დაკავშირებით.

გასულ წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, შედგა 250  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის  პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევასთან დაკავშირებით – 131. პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დაფიქსირდა 102 შემთხვევაში, ხოლო მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დაფიქსირდა 82  შემთხვევაში.   ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ გამოვლენილი სამართალდარღვევის (პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევა) შედეგად, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდა 11 აფთიაქს.

2015 წელს, 1 იანვრიდან 25 მარტამდე პერიოდში შედგენილია 84 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევაზე – 26. პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დაფიქსირდა 15 შემთხვევაში, ხოლო მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დაფიქსირდა 49 შემთხვევაში.   ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ გამოვლენილი სამართალდარღვევის (პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევა)  შედეგად, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდა 4 აფთიაქს, მიმდინარეობს საქმის წარმოება 4 ავტორიზებული აფთიაქის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის პირობების დარღვევაზე, რომლებიც მოიცავს ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან, შენახვასთან, მომარაგებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას, პასუხისმგებელია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი,” – განმარტვავენ სააგენტოში.

რეგულირების სააგენტოს განცხადებით, სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომელთა საფუძველზეც ქვეყანაში განისაზღვრება (დემოგრაფიული და გეოგრაფიული პრინციპით) იმ ავტორიზებული აფთიაქების კონკრეტული რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას. აღნიშნული ცვლილება მოგვცემს საშუალებას, რომ სამართალდარღვევების საფუძველზე გაუქმებული აფთიაქების ადგილზე, ახალი ნებართვის მაძიებელ პირს ეთქვას უარი, რაც იქნება ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სააგენტოში ასევე განგვიცხადეს, რომ ნებისმიერი მოქალაქეს, რომლისთვისაც ცნობილი ხდება რაიმე ტიპის სამართალდარღვევის განხორციელების ფაქტი,  აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სამინისტროს ცხელი ხაზის (1505) საშუალებით და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, რაზეც აუცილებლად გატარდება სათანადო ღონისძიებები.

არ მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მაინც გაყიდონ აკრძალული პრეპარატები.  რის გამო? ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით? და ეს სარგებელი სხვა ადამიანებისა ჯანმრთელობის გაუარესებისა და მათი უბედურების ხარჯზე? არ მესმის…

ეს ინფორმაციაკი სწორედ ამ ადამიანებისთვის:

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის. 112-ე მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,  გამოიწვევს დაჯარიმებას 12000 ლარის ოდენობით. მეორე ჯგუფს თვისმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 1 000 ლარის ოდენობით.

ამავე კანონის 112-ე მუხლის მიხედვით პირველი ან მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ( არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შემთხვევებიც არსებობს).

მასალა მომზადა

თეა ღვინაძემ

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

8 years ago
“თითოეული ფრაგმენტი, რომელიც ჩემ მიერ ამოქარგულ სუფრებზე მაქვს დატანილი – არის უნიკალური” – თამუნა მაჭავარიანი

“თითოეული ფრაგმენტი, რომელიც ჩემ მიერ ამოქარგულ სუფრებზე მაქვს დატანილი – არის უნიკალური” – თამუნა მაჭავარიანი

4 years ago
მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ

მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

7 years ago
,,დევიდ ბოუიმ, წასულების მოსახსენიებლად, მოულოდნელად, ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა სცენიდან“

,,დევიდ ბოუიმ, წასულების მოსახსენიებლად, მოულოდნელად, ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა სცენიდან“

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by