• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან

11 years ago
in საზოგადოება
A A
საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

206133პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან.

„ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება. კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება – ე.წ.”ბზის სიდამწვრე”, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.

კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. საჯარიმო სანქციების ოდენობა მერყეობს ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით. კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

7 years ago

შვედეთის პრინცესა მადლენი ბიზნესმენზე თხოვდება

13 years ago

ბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

10 years ago
„ბარბი“ შშმ პირთა მხარდასაჭერად თოჯინების შექმნას იწყებს

„ბარბი“ შშმ პირთა მხარდასაჭერად თოჯინების შექმნას იწყებს

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by