• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” დამტკიცდა

11 years ago
in საზოგადოება
A A
“შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” დამტკიცდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

300sxdoma__3__3_თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით “შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” დაამტკიცა. “შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის” ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან “საჭდით” (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში. “შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები. ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები. კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

შემოსავლების სამსახურმა ლილოში ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც პიროტექნიკა იყიდებოდა

შემოსავლების სამსახურმა ლილოში ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც პიროტექნიკა იყიდებოდა

1 year ago
დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

7 years ago
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

11 years ago
საია: “ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა”

საია პარლამენტს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

8 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by