• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ არის ბარაკ ობამა?

11 years ago
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბარაკ ჰუსეინ ობამა – უმცროსი დაიბადა 1961 წლის 4 აგვისტოს ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში. მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰავაის უნივერსიტეტში. მამა – ბარაკ ჰუსეინ ობამა – უფროსი – შავი კენიელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა ეკონომიკის შესასწავლად. დედა -სტენლი ენ დანჰემი თეთრი ამერიკელია, ის სწავლობდა ანთროპოლოგიას. როდესაც ბარაკი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მამამისი გაემგზავრა ჰარვარდში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ოჯახი თავისთან არ წაუყვანია. როდესაც შვილს ორი წელი შეუსრულდა, ობამა უფროსი კენიაში გაემგზავრა, სადაც მთავრობის აპარატში მიიღო ეკონომისტის თანამდებობა. ის ცოლს გაეყარა.

18obamafam

როდესაც ბარაკი 6 წლისა იყო, ენ დანჰემი ხელმეორედ გათხოვდა, კვლავ უცხოელ სტუდენტზე, ამჯერად – ინდონეზიელზე. დედასთან და გერ დასთან და მამობილ ლოლო სოეტოროსთან ერთად ბიჭი გაემგზავრა ინდონეზიაში, სადაც ოთხი წელი გაატარა. ის სწავლობდა ერთ-ერთ სახელმწიფო სკოლაში. შემდეგ დაბრუნდა ჰავაიში, ცხოვრობდა დედის მშობლებთან. 1979 წელს დაამთავრა პუნაჰაოუს კერძო პრივილეგირებული სკოლა ჰონოლულუში. ეს სკოლა ამაყობდა თავისი ცნობილი მოსწავლეებით – მსახიობებითა და ათლეტებით.

Barak

სკოლის წლებში ობამა იყო კალათბურთელი. 1979 წელს მან პუნაჰაოუს გუნდის შემდგენლობაში მოიპოვა შტატის ჩემპიონის ტიტული. იმავე წელს ბარაკ ობამამ დაამთავრა სკოლა და ამჟამად უკავია ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ სკოლის ცნობილ მოსწავლეთა შორის.

obama-student-id-columbia-hoax

სკოლის შემდეგ ობამა სწავლობდა ლოს-ანჯელესის დასავლეთის სკოლებში, შემდეგ გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა, საიდანაც იწყება მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1983 წელს ბაკალავრის ხარისხით ბარაკ ობამა მუშაობას იწყებს კორპორაციის დიდ საერთაშორისო ბიზნესში, როგორც საფინანსო ინფორმაციის რედაქტორი. ობამამ აქ იმუშავა ერთი წელი, ეს იყო მისი პირველი სამსახური კოლეჯის დამთავრების შემდეგ.

RV-AH196_OBAMA1_G_20120614232128

ამის შემდეგ, 1985 წელს, ის დასახლდა ჩიკაგოში და დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ საეკლესიო საქველმოქმედო ჯგუფში. “სოციალური ორგანიზატორის” სახით ის ეხმარებოდა ქალაქის არაკეთილსაიმედო რაიონების მცხოვრებლებს. სწორედ იმ საქველმოქმედო მუშაობამ აიძულა იგი, გაეგო, რომ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად საჭიროა ცვლილებები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში.

Photo_Harvard_Law_review_Obama_Hay_recadree

1988 წელს ობამა შევიდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც 1990 წელს გახდა უნივერსიტეტის გამომცემლობის პირველი შავკანიანი რედაქტორი.

ჰარვარდში ეს მისი ყველა წარმატება როდია. გაზეთ The New York Times ახალ ამბებში წერს, რომ ობამა გახდა იურისტების ჰარვარდის კლუბის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. 

barack-obama-2

დაიწყო იურიდიული პრაქტიკა, ძირითადად სასამართლოში იცავდა დისკრიმინაციის სხვადასხვა სახეობათა მსხვერპლს. ამას გარდა ობამა მუშაობდა დემოკრატიული პარტიის შტაბში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ასწავლიდა საკონსტიტუციო სამართალს, მუშაობდა საარჩევნო უფლების საკითხებზე პატარა ფირმაში. ობამამ სახელი გაითქვა, როგორც ლიბერალმა, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლმა, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემის მომხრემ. 1993 წელს ბარაკ ობამა იწყებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციების კურსის კითხვას თემაზე “საკონსტიტუციო უფლებები”.

30law_600,0

უნივერსიტეტში ობამამ იმუშავა 2004 წლამდე. ამერიკის შეერთებულ შტატების სენატში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

1995 წელს ობამა წერს და აქვეყნებს თავის პირველ წიგნს “მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ოცნებები”. ამ წიგნმა მომავალ სენატორს დიდება მოუტანა.

ObamaBarack050122

1996 წელს ობამა იმარჯვებს ილინოისის შტატის სენატის არჩევნებში. შემდგომში, სენატორის მუშაობის შესახებ პოლიტიკური მიმოხილვის დროს გაზეთი Washington Post აღნიშნავს ობამას უნარს – გააერთიანოს მუშაობაში ურთიერთდაპირისპირებული დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები.

ობამას პოლიტიკური კარიერა დაიწყო ილინოისის შტატის სენატში, სადაც იგი 8 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დემოკრატიულ პარტიას.

Obama speaks before the Illinois State Senate. (c. 2000)

2000 წელს ობამა შეეცადა კენჭი ეყარა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში, მაგრამ წააგო მოქმედ შავკანიან კონგრესმენთან ბობი რაშუსთან. შტატის სენატში ობამა თანამშრომლობდა როგორც დემოკრატებთან, ისე რესპუბლიკელებთან. ობამა გამოდიოდა, როგორც სკოლამდელი განათლების აქტიური მომხრე. ის მხარს უჭერდა კონტროლის გამკაცრებას საგამოძიებო ორგანოების მუშაობაზე. 2002 წელს ობამამ დაგმო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის გეგმა ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით. 2004 წელს ობამა ჩაერთო ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების სენატში არჩევნებისთვის ილინოისის შტატისაგან ერთ-ერთ ადგილზე. პრაიმერიზში მან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება 6 ოპონენტთან. ობამას შანსები წარმატებებზე გაიზარდა, როდესაც მისი რესპუბლიკელი ოპონენტი იძულებული გახდა უკან წაეღო თავისი კანდიდატურა. 2004 წლის 29 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამა გამოვიდა მიმართვით დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობისადმი.

story23

მისმა სიტყვამ, რომელიც გადაიცემოდა ტელევიზიით, ობამას ფართო პოპულარობა მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სენატორობის კანდიდატი მოუწოდებდა მსმენელებს, დაბრუნებოდნენ ამერიკული საზოგადოების ფესვებს და კვლავ გადაექციათ ამერიკის შეერთებული შტატები “ღია შესაძლებლობათა” ქვეყნად: ღია შესაძლებლობათა იდეალს ის წარმოადგენდა საკუთარი და მამის ბიოგრაფიების მაგალითზე. სენატის არჩევნებში ობამამ დიდი უპირატესობით (70 პროცენტი 27-თან) გაიმარჯვა რესპუბლიკელ ალან კეიესთან. თავისი მოვალეობის შესრულებას ის შეუდგა 2005 წლის 4 იანვარს და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მეხუთე აფროამერიკელი სენატორი. ობამა შევიდა რამდენიმე კომიტეტის შემადგენლობაში.

Barack+Obama+Arrives+In+London+IPVdJCg9b6ml

როგორც შტატის სენატში, ობამა მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობდა რესპუბლიკელებთან, კერძოდ, კანონმდებლობაზე მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. ამას გარდა ცნობილ სენატორ რესპუბლიკელთან რიჩარდ ლუგართან ერთად ობამა იყო რუსეთში: ეს მოგზაურობა მიეძღვნა თანამშრომლობას მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის დარგში. მთლიანად ობამა ხმას აძლევდა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიბერალური ხაზის შესაბამისად. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარების იდეას. სენატორმა ობამამ შეძლო არაჩვეულებრივად მოკლე ვადებში მოეპოვებინა პრესის სიმპათიები და გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა ვაშინგტონში. 2006 წლის შემოდგომისთვის მეთვალყურეებს უკვე სავსებით შესაძლებლად მიაჩნდათ იგი უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში დასასახელებლად. 2007 წლის დასაწყისში ობამა სენატორ ჰილარი კლინტონის შემდეგ მეორე აღმოჩნდა დემოკრატიული პარტიის ფავორიტების სიაში.

OBAMA

იანვარში ობამამ შექმნა შეფასების კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებასთან დაკავშირებით. 2007 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით ობამასთვის მხარდასაჭერად მზად იყო დემოკრატების 15 პროცენტი, კლინტონისა კი – 43 პროცენტი. 2007 წლის ივნისის დასაწყისის მონაცემებმა გადააჭარბეს ობამას მომხრეთა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი. სხვაობა შეადგენდა სულ რაღაც 3 პროცენტს ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ. 2007 წლის იანვარში ობამა სკანდალურ ბრალდებას გადაეყარა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდონეზიაში ცხოვრების დროს იგი თითქოს სწავლობდა ისლამურ სკოლა-მედრესეში, სადაც ასწავლიდნენ ვაჰაბიტების რადიკალური მუსულმანური სექტის წარმომადგენლები. ეს ბრალდებანი უარყოფილ იქნა, მაგრამ მათ დატოვეს მნიშვნელოვანი ნეგატიური კვალი ობამას დახასიათებაზე.

Barack Obama

ილინოისის შტატის ქალაქ სპრინგფილდში 10 თებერვალს ობამამ გამოაცხადა, რომ ებმება საპრეზიდენტო რბოლაში. გამარჯვების შემთხვევაში ის ჰპირდებოდა ამომრჩევლებს, რომ 2009 წლის მარტისთვის გამოიყვანდა ამერიკის ჯარებს ერაყიდან. ერაყის კომპანიასთან ერთად მან გააკრიტიკა ბუშის ადმინისტრაცია არასაკმარისი წარმატებისთვის ნავთობის მიწოდების დამოკიდებულებასთან და განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით. მალე, 13 თებერვალს, მომდევნო მიტინგზე, რომელიც აიოვას შტატში მიმდინარეობდა, ობამამ დაუშვა წინდაუხედაობა. ერაყის პოლიტიკის კრიტიკის დროს მან აღნიშნა, რომ ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე იყო “ამაოდ დაკარგული”. მას ამის გამო არაერთგზის მოუწია ბოდიშის მოხდა და განმარტება, რომ მან სწორად ვერ წარმოთქვა თავისი აზრი.

Obama Holds Final Primary Night Event In St. Paul

2007 წლის თებერვალში ობამას მხარი დაუჭირა ერთ-ერთი კინოკომპანიის დამფუძნებელმა დევიდ გეფინმა. გეფინმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი მეტად სადავო ფიგურაა და იგი ვერ შეძლებს ამერიკელთა გაერთიანებას ქვეყნისთვის მძიმე დროს. სხვა ცნობილ ჰოლივუდელებთან ერთად გეფინმა მოაწყო აქცია შემოწირულებათა შესაკრებად ობამას სასარგებლოდ – შეგროვილმა თანხამ შეადგინა 1,3 მილიარდი დოლარი. ერთ-ერთი მტკივნეული ადგილი ობამა-კანდიდატისთვის გახდა საკითხი მისი აფრო-ამერიკული წარმომავლობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, შავკანიანი მოსახლეობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის ამ უმცირესობათა ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, არ ჩქარობდა ობამას აღიარებას თავისად. საქმე ის არის, რომ “ნამდვილი” ამერიკელი ზანგისგან განსხვავებით, ობამა არ არის მონების შთამომავალი, რომლებიც ჩამოიყვანეს აფრიკის კონტინენტიდან. ამას გარდა სენატორს არ მიუღია მონაწილეობა შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლაში. სიტუაცია გამწვავდა, როდესაც 2007 წლის მარტის დასაწყისში პრესა იტყობინებოდა, რომ ობამას გვარში დედის მხრიდან იყვნენ მონათმფლობელები.

first-couple-wedding-pic

1992 წლიდან ობამას ცოლია იურისტი მიშელ რობინსონ ობამა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ – მალია და საშა. ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ობამა და მისი მეუღლე ჩიკაგოს ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის მრევლი არიან.

Barack_Obama_family_portrait_2011

ბარაკ ობამა ორი წიგნის ავტორია: 1995 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები “მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ოცნებები”, 2006 წელს კი გამოაქვეყნა წიგნი “იმედების სითამამე”. პირველი წიგნის აუდიოვერსიას 2006 წელს მიენიჭა “გრამის” პრემია. ობამას ორივე წიგნი ბესტსელერი გახდა.

Obama-2008-Widescreen-barack-obama-738825_1680_1050

ბარაკ ობამაზე ამბობენ, რომ ის არის ქარიზმატული ლიდერი, ნიჭიერი ორატორი, ტოლერანტული მოწინააღმდეგე, ყოველმხრივ დემოკრატი. მისი საყვარელი ჰობია მწერლობა, უყვარს მუსიკა – ჯაზი.

Share2Tweet1

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026

საინტერესო

„თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება რა თქმა უნდა კორექტირებები”

9 years ago
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 years ago
ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა – მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება

ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა – მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება

2 years ago
მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

6 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by