• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი იწყება

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობისა და ცხელი წყლის  სისტემების მონტაჟი იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedთბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობის და ცხელი წყლის  სისტემების მონტაჟი იწყება.  სიახლის  შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პანსიონატის ბენეფიციარებს  პირადად აცნობა.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა გადასცეს.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 80 ბენეფიციარი ცხოვრობს. პანსიონატს, რომელიც 21 წელია ფუნქციონირებს, არასოდეს ჰქონია ბუნებრივი აირი, გათბობა და ცხელი წყალი. თბილისის მერი დავით ნარმანია მათ გათბობის პრობლემის მოგვარებას გასული წლის დეკემბერში დაპირდა. „ჩვენ აქტიურად ვეხმარებით პანსიონატის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარებაში. რაიონულმა გამგეობამ უკვე მოაწესრიგა ეზოს პერიმეტრი, კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ თანამშრომლობით კი უახლოეს პერიოდში პანსიონატს ცენტრალური გათბობა ექნება.“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველის გია ბენაშვილის თქმით, თბილისის მერიისა და კომპანიის თანამშრომლობით, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი აპრილის ბოლოდან დაიწყება და უმოკლეს ვადებში დასრულდება.  მისივე თქმით,  თბილისის მერიის მომართვის საფუძველზე, კომპანიამ უკვე შეიმუშავა პროექტი.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პანსიონატში არსებული პრობლემის შესახებ, ეკოპოლიტიკის სამსახურმა “ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოსთან” ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის ფარგლებში მოძიებული იქნა დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შორის  BP-ის და Winrock International Georgia-ს გრანტები. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებული ალტერნატიული – მზის ენერგიის გამოყენების  შედეგად,  ენერგიის მოხმარება შემცირდება და შესაძლებელი გახდება CO2–ის ემისიების შემცირება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება „მერების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. როგორც ირაკლი ბერეკაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად  203,916.90  ლარი დაიხარჯება. თანხის გარკვეულ ნაწილს თბილისის ბიუჯეტი გაიღებს.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

დავით ნარმანია:  “მსგავსი ღონისძიებები თბილისს სულ უფრო მეტად სძენს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას”

დავით ნარმანია: “მსგავსი ღონისძიებები თბილისს სულ უფრო მეტად სძენს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას”

11 years ago
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული 10 დღეში გამოვლინდება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული 10 დღეში გამოვლინდება

12 years ago

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა

10 years ago

“პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე”

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by