• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

The economist: „მოქალაქეობის გაყიდვა“ – ორმხრივი ბიზნესი გაერთიანებულ სამეფოში

11 years ago
in მსოფლიო
A A
The economist: „მოქალაქეობის გაყიდვა“ – ორმხრივი ბიზნესი გაერთიანებულ სამეფოში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან ადგილს ინვესტიციების მაღალი რაოდენობა იკავებს. ინვესტორების მოზიდვისა და ბიუჯეტის შევსების გეგმა სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებულად ესახება. ზოგიერთი მათგანი ამ ყველაფრისთვის „მოქალაქეობას ყიდის“.

ასეთი ქვეყნების რიცხვში კი შედიან: ესპანეთი, პორტუგალია, კანადა, მალტა, კვიპროსი, ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკის რესპუბლიკა,აშშ, ბრიტანეთი და ა.შ.

გაერთიანებულ სამეფო, ამ მხრივ, სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველაზე ძვირია. ქვეყანის ასეთ პოლიტიკას ბევრი ოპონენტი ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არაკეთილშობილური საქციელია მათ მიმართ,ვისაც ქვეყანაში უბრალოდ დასახლება სურს და არ ამოძრავებს ბიზნეს ინტერესები. ბრიტანულ გამოცემებში ხშირად იწერება აღნიშნულ საკითხზე. ვხვდებით სტატიებს ისეთი სათაურებით,როგორიცაა „ბრიტანელად გახდომა – მომგებიანი  ბიზნესი“ ან “paytriotism”, რომელიც  სიტყვა „პატრიოტიზმს“ შინაარს უცვლის,ზმნით – „გადახდა“.

11169013_967149676649642_706112475_n

მოქალაქეობის მიღება გრძელვადიანი და რთული პროცესია. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ კანდიდატი დაქორწინებული იყოს ბრიტანელზე, ან უნდა გადაიხადოს 649 გირვანქა სტერლინგი იმისთვის,რომ წელიწადნახევრიანი  ან 2 წლიანი  ვიზა მიიღოს და დაიწყოს მზადება ქვეყანაში ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, იმ ქვეყნების მიგრანტები, რომლებიც ევროპის ეკონომიკურ კავშირში არ იმყოფებიან იხდიან ყოველწლიურ 200 გირვანქა სტერლინგს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. ხელისუფლებამ კი უკვე იმაზეც დაიწყო ფიქრი,რომ  საფასურის რაოდენობა კანდიდატის მშობლიურმა ქვეყანამ უნდა  განსაზღვროს.

11128084_967149679982975_1487660077_n

ყველაფერი ფინანსური გათვლებით, ჯერ კიდევ, 1994 წელს დაიწყო. ბრიტანეთის მთავრობამ პროგრამა „ინვესტორი“ შექმნა.  მიზანი, რა თქმა უნდა,  დიდ ბრიტანეთში ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მსურველი ინვესტორების მოზიდვა იყო. მოქალაქეობის მისაღებად ბიზნესმენისთვის „საკმარისია მხოლოდ“ £1 მილიონის გადახდა. მსურველი ვალდებულია არანაკლებ £750 ათასის ინვესტირება მოახდინოს ბრიტანეთის ეკონომიკაში. ამის შემდეგ, ინვესტორს და მის ოჯახის წევრებს ბრიტანეთში ცხოვრების და მუშაობის კანონიერი უფლება ეძლევათ. ჩადებული ინვესტიციით კი, რამდენიმე წელში ინვესტორები წარმოუდგენლად დიდ მოგებას იღებენ უკან. უფრო შეძლებულ პირებს მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას სთავაზობენ, თანხის გაზრდის პარალელურად შესაძლებელია მოქალაქეობის მიღების ვადის სამ წლამდე შემცირებაც.

აშშ-ი  მაგალითად, წასასვლელად ვიზის გაფორმება არც ისე ადვილია. მაგრამ შეძლებულ ინვესტორებს სხვა შესაძლებლობა ეძლევათ, ამერიკულ სტარტაპებში $500 000 ინვესტირების და 10 სამუშაო ადგილის შექმნის შემდეგ ბიზნესმენები ამერიკულ Green Card-ს მიიღებენ. მოქალაქეობის მისაღებად Green Card-ის მფლობელმა აშშ-ში 5 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა იცხოვროს და ინგლისური ენა, ისტორია და სამართლებრივი სისტემა შეისწავლოს.

11165928_967149666649643_1111347047_n

იმის საპასუხოდ, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი რთული და ძვირია მოქალაქეობის მიღება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ხელისუფლება აცხადებდა, რომ მაღალი ფასი მათ გადასახადების, იმიგრაციისა და საზღვრის კონტროლის ხარჯების დასაფარად სჭირდებათ. ამის საპირისპირო მაგალითია ის, რომ ტურისტი, რომელიც ბრიტანეთში მიდის  ხარჯავს რეალურად ნაკლებს,ვიდრე მისგან ზემოთ აღნიშნულ ხარჯებში ხელისუფლება მოითხოვს.

საპირისპირო მხარე აცხადებს,რომ საზღვრის კონტროლის ხარჯები ყველა დასავლურ ქვეყანაში გაიზარდა, განსაკუთრებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ამის მიზეზი კი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიაა.

11160480_967149673316309_296309270_n

ფასების გაზრდა, რომ ცუდად აისახა სტატისტიკაზე ნათელია, თუ 2014 წელს ბრიტანეთის მოქალაქეობა 126 ათასმა ადამიანმა მიიღო, 2013 წელს მათი რიცხვი 208 ათასს აღწევდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში მხოლოდ თანხებთან არაა დაკავშირებული, მათი თქმით, ყველა მკაცრ რეგულაციას დაემატა ენის მოთხოვნის პირობაც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ბევრისთვის ბარიერს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობისთვის ბევრი დრო,ენერგია და ფინანსებია საჭირო ის ნაზღაურდება სამეფოში ხმის მიცემის უფლებით, ამასთანავე მათ  დეპორტაციის საფრთხე არასდროს დაემუქრებათ, ექნებათ სამსახური და სხვა სიკეთეები. ბრიტანული პასპორტი  ნიშნავს იმას, რომ ბევრ ქვეყანაში უვიზოდ შეძლებენ წასვლას.

11121916_967149669982976_1620744991_n

ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ მოქალაქეობის მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სახელმწიფოს მხრიდან მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალმა მოქალაქეებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნან დანარჩენ მოქალაქეებს, უნდა მოხდეს კულტურული ასიმილაცია და საზოგადოების ინტეგრაცია. გადასახადების მაღალი რაოდენობა კი, ამ მიზეზითაცაა განპირობებული, იგი თავიდან აარიდებს სახელმწიფოს ბევრ არასასიამოვნო პრობლემას.

აღნიშნულ საკითხში, აშშ-ს ბრიტანეთისგან სწორედ ამ ნიშნით განასხვავებენ. პირველ მათგანში ფასები არც თუ ისე მაღალია, არ ხდება ქვეყნების მიხედვით კვოტირება და „ყველას მიესალმებიან“, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში  მოქალაქე ხდება –  „ყველა, ვინც მათი ღირსია“.

 წყარო: the economist 

თემაზე მუშაობდნენ:

ნათია კეკენაძე

გიორგი მიქანაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share1Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

მინდია ჯანელიძემ ესპანეთის სამხედრო ბაზა მოინახულა

მინდია ჯანელიძემ ესპანეთის სამხედრო ბაზა მოინახულა

11 years ago

დასასრული

10 years ago

“ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან”

10 years ago
შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

7 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by