• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერია 13 მაისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მერია 13 მაისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, პროგრამის თანახმად, დაფინანსდება როგორც C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა, ისე C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები. გელა ჩივიაშვილის თქმით, C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით უფასო იქნება თბილისში იურიდიულად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში. აღნიშნული მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა თბილისის მერიის ააიპ ,,ეროვნულ სკრინინგ ცენტრს“ უნდა მიმართონ. რაც შეეხება C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელ კვლევებს, პირებისთვს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია – 30%-ით დააფინანსებს. თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია – 60%-ით დააფინანსებს. C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების მიზნით, პირებმა, რომლებიც ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში, უნდა მიმართონ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპას“, შპს „ნეოლაბს“, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და შპს „მრჩეველს“. „C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების“ პროგრამის მიზანია, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული. მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების დაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება, საჭიროების მიხედვით, მოიცავს: ექიმთან ვიზიტს; ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრას რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;  HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს – სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45 – 3.25 მაჩვენებლებს შორის); ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:  HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით და HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი  გამოკვლევა.

ShareTweet

ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა
ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
ახალი ამბები

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

სამტრედიაში მამაკაცი სავარაუდოდ ცოლმა მოკლა

სამტრედიაში მამაკაცი სავარაუდოდ ცოლმა მოკლა

3 years ago
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

8 years ago
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს

3 years ago

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,2 პროცენტით გაიზარდა

13 years ago

ახალი ამბები

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის – ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
ახალი ამბები

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის – ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ

11/20/2026

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის. ამის შესახებ გაცემაში „იმედი LIVE“ ინგოროყვას კლინიკის...

მეტის ნახვაDetails
„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირული კიდევ ერთი დედა-შვილი

„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირული კიდევ ერთი დედა-შვილი

11/20/2026
“ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო – მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ – ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები

“ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო – მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ – ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები

11/20/2026
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • 3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის – ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ 11/20/2026
  • „აღარ მყავს არც და და არც დის შვილი… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირული კიდევ ერთი დედა-შვილი 11/20/2026
  • “ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო – მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ – ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by