• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, “C.T.PARK“-თან სხვა „ჩრდილოვანი ხელშეკრულებები“ არსებობდეს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „პანორამა – თბილისის“ იურიდიული სიკეთეების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგს მოითხოვს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1069988_340373176094300_1304108673_nორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, არ გამორიცხავს, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ თბილისის მერიის ადმინისტრაციასა და კომპანიას შორის არსებობდეს, ჯერ კიდევ, საზოგადოებისთვის უცნობი, სხვა „ჩრდილოვანი ხელშეკრულებები“, რომლებიც დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების ფინანსურ ინტერესებსა და კომპანიასთან კარტელურ გარიგებებს გულისხმობდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს  შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა. მოსაზრებას ამყარებს ხელშეკრულების შესწავლის დროს გამოკვეთილი გარემოება. კერძოდ, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში და მასში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იქნა წარმოდგენლი, ხელშეკრულებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარკვეული პუნქტები გამოტოვებულია.

თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ცვლილება განიცადა, რომელთაგან ყველაზე მნშვნელოვანად უნდა ჩაითვალოს, თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებაში შევიდა მორიგი ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მხარეები ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ხელშეკრულების ის ნორმები, რომლებიც შემოსავლების განაწილების საკითხს აწესრიგებს. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი, ხოლო კომპანიას – პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების დიდ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს, მაგრამ უცნობია მერიისა და კომპანიის მიერ მისაღები თანხის რეალური თანაფარდობა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით არ კონკრეტდება, დამატებითი მომსახურების შემოსავლად რა უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, სხვა სახით გენერირებული თანხების (გარდა პარკირების საფასურისა) განაწილების საკითხი ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს ხელშეკრულების ფინანსურ ნაწილზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შეწყვეტისა და კომპენსაციის საკითხი. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირობის დარღვევისთვის, რაც კომპანიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების მესამე პირებისთვის გადაცემას გულისხმობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არანაკლებ საყურადღებოა ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, კომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამ სავალდებულო ხასიათი დაკარგა, როგორიც არის, მომსახურების განსახორციელებლად ტექნოლოგიური სისტემების დამონტაჟება. ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, სპეციალური თანხმობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, კომპანია “C.T.PARK“ ვალდებული იყო დედაქალაქის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის სპეციალური მოწყობილებები. ასევე, საყურადღებოა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაც, რაც თავის დროზე, როგორც მთლიანად ხელშეკრულება, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზმა ცხადყო, რომ მისი „გრიფით საიდუმლოდ“ შენახვაც კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან ხელშეკრულება წარმოდგენილი ტექსტით, არ განეკუთვნებოდა კომერციული საიდუმლოების კატეგორიას.

ორგანიზაცია მიმართავს დედაქალაქის თვითმმართველობას, უზრუნველყოს თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება წინადადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია დედაქალაქში საქმიანობა “C.T.PARK“-ის ალტერნატიულმა კომპანიამ დაიწყოს და მიიჩნევს, რომ ინიციატივა ახალი რისკების და სირთულეების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისათვის, თუკი არ იქნება საკითხის ეკონომიკური და სამართლებრივი მხარე ობიექტურად დასაბუთებული.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ანდერს ფოგ რასმუსენი: “განვიხილავთ საქართველოში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას”

12 years ago
11 წლის გოგონამ ბავშვებისთვის 500 საბანი და 1100 პირბადე შეკერა

11 წლის გოგონამ ბავშვებისთვის 500 საბანი და 1100 პირბადე შეკერა

6 years ago

ICOMOS-საქართველოს შეფასებით საყდრისის მაღარო ბიზნეს ინტერესებს შეეწირა

12 years ago
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

13 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by