• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

94621პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა.

“მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რაც მოგვცემს საფუძველს აღვადგინოთ დაზარალებულთა დარღვეული უფლებები და დავუბრუნოთ მათ უკანონოდ ჩარმორთმეული ქონება.

დაზარალებულთა უფლებების აღდგენის და მათთვის ქონების დაბრუნების საკითხზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მთავრობამ და მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაევალა, შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით, დაზარალებულებს გადასცენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება, რომელიც დაზარალებულს სხვადასხვა საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებებით იძულებით დაათმობინეს, აჩუქებინეს ან მიატოვებინეს.

დეპარტამენტის პრეზენტაციის დროს, საზოგადოებას შევპირდით, რომ პერიოდულად მივაწვდიდით ინფორმაციის ჩვენი მუშაობის შესახებ და დღეს მზად ვართ წარმოგიდგინოთ დეპარტამენტის სამთვიანი მუშაობის ანგარიში და შედეგები:

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მიერ განხილულ იქნა 1000 მდე საჩივარ-განცხადება და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებულ იქნა 5 საჯარო მოხელე, რომლებიც იმდროისთვის დასაქმებული იყვნენ შსს და პროკურატურაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ,
2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, ამ უკანსკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს “ლაგი”-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით, 15 000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა.

ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მორიგი გამოძალვა შპს “ლუქსი”-ს წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. კერძოდ, მისი დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს “ლუქსი”-ს დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი, რაც კონსტანტინე ჭეიშვილმა, დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კონსტანტინე არჩაიას გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კონსტანტინე არჩაიას უკანონო ქმედებების მსხვერპლი, როდესაც ისინი აიძულეს დამატებით შეეწირათ 10 000 ლარი. მთლიანობაში კონსტანტნე არჩაიას და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების პირობებში კომპანიას გამოსძალეს 110 000 ლარი.

ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს.

გარდა ამისა, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ჩატარებული გამოძიებით, გახსნილ იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის სამი ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შსს რაიონულ სამმართველოში, სამივე ამ შემთვევაში, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა, ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობისა და ჩარმოთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანანმდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივ კონტროლ ქვეშ.

კერძოდ, ერთ შემთვევაში, 2010 წლის ივნისის თვეში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქუდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანადებობის პირმა, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა “ტოიოტა ავენსისი 1.8.”, ღირებული 21 000 დოლარად და ა/მანქანა “ჰიუნდაი სონატა”, ღირებული 47 197 ლარად. ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.
მეორე შემთვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხვედველმა რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულის ძმა – ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47000 ლარად ღირებული ავტომანქანა “ჰიუნდაი IX35”. ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი.
მესამე შემთხვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ზაქრო ოდიშვილი და გოჩა ნიკოლეიშვილი. შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულების ნათესავებს მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა “ტოიოტა ლენდკრუიზერი”, ღირებული 34 000 დოლარად. ა/მანქანის ყიდვის და დათმობის შემდგომ ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მათ დაეკისრათ ჯარიმა 10 000 ლარი. აღნიშნული ავტომანქანით პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი სარგებლობდა.

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამი საჯარო მოხელიდან, რომლებიც აიძულებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ შეესყიდათ ა/მანქანები, ორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ სამი საჯარო მოხელის ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს დავალების გამცემი შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანადებობის პირების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე და ამ შემთხვევაში დავალების გამცემი პირების მიმართ გამოყენებულ იქნება მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა.

საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს დეპარტამენტის პრეზენტაციისას გაცხადებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და ყველა ქვედა რგოლის საჯარო მოხელის მიმართ, რომელსაც ბრალი მიუძღვით არაძალადობრივ დანაშაულში, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნება დისკრეცია.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი ა/მანქანები, რომელთაგანც ორი ა/მანქანა ირიცხება პროკურატურის ბალანსზე, ხოლო ორი ავტომანქანა შსს-ს ბალანსზე.

1. კერძოდ, დაზარალებულ მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს დაუბრუნდებათ “ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი;

2. დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს დაუბრუნდება ა/მანქანა “ტოიოტა ავენსისი 1.8.”და ა/მანქანა “ჰიუნდაი სონატა”;

3. დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა “ჰიუნდაი IX35” .
ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა.

ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტესიურ მუშაობას ქონების უკანონოდ ჩარმორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად და აპირებს აქტიურად გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული განკარგულება სახელმწიფო ბალანსზე არსებული უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ, დაზარალებულების დარღვეული უფლებების ეფექტურად და სწრაფად აღდგენის მიზნით. ასევე დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რისი შედეგების შესახებ ჩვენ საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

კახი კავსაძე 81 წლის გახდა

კახი კავსაძე 81 წლის გახდა

10 years ago
დაჭრილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, დაჯგუფების წევრია და ის, თანამოაზრეებთან ერთად, ნიღბებით გადაადგილდება

დაჭრილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, დაჯგუფების წევრია და ის, თანამოაზრეებთან ერთად, ნიღბებით გადაადგილდება

2 years ago
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს გაიხსნება

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს გაიხსნება

11 years ago
რესტორანი ფშაური რეტროდან წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს

რესტორანი ფშაური რეტროდან წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს

3 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by