• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლე მაია სულხანიშვილის მიმართ დისციპლინარული საჩივარი შეიტანეს

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლე მაია სულხანიშვილის მიმართ დისციპლინარული საჩივარი შეიტანეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, მაია სულხანიშვილის მიმართ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დისციპლინარული საჩივარი შეიტანეს.

არჩილ კაიკაციშვილი დისციპლინარული საჩივრით მოითხოვს დადგინდეს, დაარღვია თუ არა საქმის გამხილველმა მოსამართლემ „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნა და აქვს თუ არა ადგილი მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, მაოხდინა თუ არა მაია სულხანიშვილმა მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

მოსამართლე მაია სულხანიშვილის მიმართ დისციპლინარული საჩივრის მომზადების გარემოება გახდა 2015 წლის 6 მაისს მიღებული განჩინება. ერთ-ერთ საქმეზე, აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანის შემადგენლობით, მაშინ, როდესაც საქმის განმხილველი მოსამართლე გახლდათ მაია სულხანიშვილი. განჩინების ბოლო გვერდზე საქმის განმხილველ მოსამართლედ მითითებულია “მოსამართლე მ. სულხანიშვილი”. ამასთან, განჩინება დამოწმებულია სასამართლოს გერბიანი ბეჭდით, ხოლო ბოლო გვერდზე მოსამართლის სახელწოდების გვერდით, ვხედავთ ფრაზას: “ხელმოწერილია”, თუმცა განჩინება განმხილველი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი არ არის. განჩინებას ასევე გააჩნია შტამპიც: “ასლი დედანთან სწორია”.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე არის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანას არ უნდა ჰქონდეს უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და საქმის მიფუჩეჩების სახე, რაც ამ შემთხვევაში, ფიქსირდება, რადგანაც დარღეულია განჩინების, სასამართლო გადაწყვეტილების მომზადების ფუნდამეტური წესები. „ვინაიდან და რადგანაც, მოქალაქეთა მხრიდან არ დაიკარგოს ნდობა და კეთილგანწყობა სამართლიანი სასამართლოს მიმართ, საჭიროდ მივიჩნევთ, დაიწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება, რათა ნებისმიერი ასეთი პრეცედენტი იქნეს აღმოფხვრილი და არ ჰქონდეს მას სისტემური ხასიათი“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში იუსტიციის უმაღელსი საბჭოს მიმართ მიწოდებულია შემდეგი სახის ინფორმაციაც, რომელიც ცალკე შესწავლისა და შეფასების საკითხი უნდა გახდეს.

2015 წლის 12 ივნისს, საქმეზე გამართულ სხდომაზე, მოსამართლს ეცნობა უსწორობით მიღებული განჩინების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, მოსამართლე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, ვინაიდან მაია სულხანიშვილის პირველი რეაქცია საკითხზე, თანაშემწის მასთან მიხმობა და იმწუთიერი განმარტების მიღება იყო, რაზედაც მოსამართლის თანაშემწე ამბროსი ჟორჟოლიანმა კომენტარი არ გააკეთა. შეიქმნა ვითარება, როდესაც მოსამართლისა და თანაშემწის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაჩვენები განჩინების ორიგინალური ფორმის არჩილ კაიკაციშვილის ხელიდან გამოცვლას/წართმევას და მაღალი ალბათობით, მის ადგილზე დაზიანებას (დაჭმუჭვნვას, ფურცლის დახევას, ამ ფორმით მტკიცებულების განადგურებას). მას შემდეგ, რაც არჩილ კაიკაციშვილმა ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს და თანაშემწეს, რომ “ხელი გაეშვათ დოკუმენტისთვის”, მოსამართლემ სასამართლოს ფოიე (მე-20 დარბაზთან) დატოვა, ხოლო თანაშემწემ საკუთარ სამუშაო ოთახში გადაინაცვლა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე მოსამართლის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყება. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა მიუთითებს, 2014 წელს, საბჭოში, შეტანილ იქნა 212 დისციპლინური საჩივარი. ამათგან, რიგი საჩივრების გაერთიანების შედეგად, წარმოებული იქნა 204 დისციპლინური საქმე. 2013 წლიდან 2014 წელს გადმოსული იქნა 179 დისციპლინური საქმე, ანუ სულ 2014 წელს წარმოებული იქნა 383 დისციპლინური საქმე. საბჭომ განიხილა 313 დისცილინური საქმე, რომელთაგანაც: წინასწარი შემოწმების შედეგების საფუძველზე, 266 დისციპლინურ საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება (84,98%); 17 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათებით (5,44%); 30 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები (9,58%), რომელთაგან, დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად, 20 საქმეზე შეწყდა დისციპლინური დევნა, 8 საქმეზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, ხოლო 2 საქმეზე საბჭოს დღეის მდგომარეობით არ უმსჯელია. 70 საქმეზე მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება.

 

ShareTweet

ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
ახალი ამბები

რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

11/01/2026

საინტერესო

საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს რუსეთი ადგენს – ბათუ ქუთელია

10 years ago
მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

8 years ago
რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა დადასტურდა

3 years ago
რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „ოპერაციას“ ბოლომდე მიიყვანს – ლავროვი 

რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „ოპერაციას“ ბოლომდე მიიყვანს – ლავროვი 

5 years ago

ახალი ამბები

„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ
ახალი ამბები

„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ

11/20/2026

ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში დაღუპულებს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდა ქალი...

მეტის ნახვაDetails
„სული მეწვის… მომენატრებით, ჩემო თვალებბრიალა გოგოებო…“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ დედა-შვილს გლოვობენ

„სული მეწვის… მომენატრებით, ჩემო თვალებბრიალა გოგოებო…“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ დედა-შვილს გლოვობენ

11/20/2026
ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა

11/20/2026
„თავიდან თაიას დედაც კონტაქტური იყო… ყვიროდნენ გვიშველეთო, მერე ჩამოინგრა და ხმაც შეწყდა“ – მეზობელი ფონიჭალის ტრაგედიაზე

„თავიდან თაიას დედაც კონტაქტური იყო… ყვიროდნენ გვიშველეთო, მერე ჩამოინგრა და ხმაც შეწყდა“ – მეზობელი ფონიჭალის ტრაგედიაზე

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ 11/20/2026
  • „სული მეწვის… მომენატრებით, ჩემო თვალებბრიალა გოგოებო…“ – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ დედა-შვილს გლოვობენ 11/20/2026
  • ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by