• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

11 years ago
in საზოგადოება
A A
საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (8)“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მოეწყო.

როგორც “თბილისი თაიმსს” საია-დან აცნობეს, პრეზენტაცია გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და განვითარების ოფისის დირექტორმა დანიელა რეიფმა და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
საია-მ დღემდე მონიტორინგის შვიდი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით. საია-ს მეშვიდე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

მოსამართლეები უფრო ხშირად უფარდებენ ბრალდებულებს გირაოსა და პატიმრობისაგან განსხვავებული აღკვეთის ღონისძიებებს. კერძოდ, ბრალდებულთა 6%-ს შეეფარდა აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიება, 3% კი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამავე დროს გაზრდილია პატიმრობის

შეფარდების თაობაზე განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხი;

• სასამართლო წინა პერიოდებთან შედარებით უფრო გააქტიურებული ჩანდა და მეტ შემთხვევაში ცდილობდა შეთანხმებული სასჯელის სამართლიანობაში დარწმუნებას.

• მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით) მეორედ დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არასამართლიანად მიიჩნია საპროცესო შეთანხმებით დადგენილი სასჯელი და არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. კიდევ უფრო შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯარიმას აკისრებს ბრალდებულს.

• დასრულებულ 204 საქმეში (170 – საპროცესო შეთანხმება და 56 – არსებითი განხილვა) ბრალდებულის მიმართ ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

• სასამართლოები, როგორც წესი, ეთანხმებოდნენ პროკურატურის შუამდგომლობას მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. დაცვა, ძირითადად, თავს იკავებდა როგორც საკუთარი მტკიცებულების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისაგან და, წინა პერიოდებთან შედარებით, ის კიდევ უფრო პასიური ჩანდა.

• მონიტორინგის ბოლო ორი პერიოდისაგან განსხვავებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა.

• არაფერი შეცვლილა ჩხრეკისა და ამოღების მიმართულებით. კვლავ არსებობს ეჭვი სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიერ იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომლის მიხედვითაც, მათ არ უნდა ჩაატარონ ან დააკანონონ ისეთი ჩხრეკა და ამოღება, სადაც სათანადოდ არ იქნება არგუმენტირებული გადაუდებელი აუცილებლობა.
“საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ როგორც ის სასამართლოები რომელთაც საია აკვირდებოდა, აგრეთვე რეგიონული სასამართლოები, სადაც საია პროცესებს არ აკვირდება. საია-ს რწმენით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული მონიტორინგი საია-ს მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
“საია-ს სასამართლო მონიტორინგის პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზი დადგინდა

12 years ago
თბილისში ჰაერის ავტომატური სადგური გაიხსნა

თბილისში ჰაერის ავტომატური სადგური გაიხსნა

10 years ago
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს

12 years ago
“ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები…” – იოსელიანების თავსაფრიანი რძალი “ოტიას ეზოდან”

“ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები…” – იოსელიანების თავსაფრიანი რძალი “ოტიას ეზოდან”

3 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by