• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1381833107335693საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.

“გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.
იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი.

ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო MISSION INVESTMENT LIMITED, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.
გარდა ზემოთხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში”, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.

მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ხსენებული დღეების განმავლობაში, ფოთის პორტში ბიზნესის ხელში ჩასაგდებად, შუამავლის მეშვეობით, დავით კეზერაშვილი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა სოდის ტყვეობასა და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ თამაზ ნიჟარაძესთან და კატეგორიულად მოითხოვდა მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების დათმობას, წინააღმდეგ შემთვევაში, კეზერაშვილის გადმოცემით სამართალდამცავები მის სახლს არ დატოვებდნენ.
ვინაიდან, კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა, 2010 წლის სექტემბერში, მან შუამავლით საუბარს, უშუალო შეხვედრა არჩია და ისევ და ისევ ე.წ. ,,პიქსელი”-ს შენობაში დაბარებულ თამაზ ნიჟარაძეს ,,სისხლის ტბების დაყენებით” დაემუქრა, თუკი ეს უკანასკნელი საწარმოებში კუთვნილ წილებს არ დათმობდა.
ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ში (100%), MISSION INVESTMENT LIMITED-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს ,,მეტალექსში” (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების DAVOR HOLDING LIMITED-ის, AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ისა და STEINLORD ENTERPRISES LLP-ის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, MISSION INVESTMENT LIMITED-ის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, BIMEDIA INVESTMENTS LIMIთED-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შ.პ.ს ,,მეტალექსის” წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი და მორალური ზიანი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

9 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს-მ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა

10 years ago
“საკუთარი თავი არასამთავრობო სექტორში ამოვწურე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება

8 years ago
რა ასაკიდან შეუძლია დასაქმდეს არასრულწლოვანი ?! – იურისტების და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რა ასაკიდან შეუძლია დასაქმდეს არასრულწლოვანი ?! – იურისტების და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by