• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის რეაქციას”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის რეაქციას”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11745888_887233844701026_1901494018711563834_nმაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი ევროპისთვის, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემა პასუხისმგებლობით, აღელვებისა და ემოციების გარეშე მოგვარდეს,–ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას პროვოკაციად აფასებს. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ. ხელშეკრულებები, რომელიც დაიდო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს და რუსეთსა და აფხაზეთს შორის, არღვევს საქართველოს სუვენერიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი. მე დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფელი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა. ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის და სხვა ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწვყეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან,“–აღნიშნა დონალდ ტუსკმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პრობლემა აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს, რადგან „ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის მოჭარბებული რეაქცია“. საერთო ევროპულ ფასეულობებს გაუსვა ხაზი სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და მისი ვიზიტი შეაფასა. „განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საოკუპაციო ხაზთან. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოვხატე შეშფოთება და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად, მაგრამ მშვიდად შეხვდა. ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე,–განმარტა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს, არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. DCFTA-ს ფარგლებშიც მივყვებით მოცემულ გეგმას. ასევე, წინ მივდივართ სავიზო რეჟიმის გამარტივების ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ და ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის,“–აღნიშნა პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი გახარია – ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა

გიორგი გახარია – ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა

6 years ago

გიორგი მარგველაშვილი: “მე არა ვარ პოლიტიკური კომენტატორი, რომ პოლიტიკური გუნდების განლაგების სიმყარეზე ვიმსჯელო”

13 years ago

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა

10 years ago
„მინდა, რომ თბილისის მასწავლებლებისა და პენსიონრებისათვის დანამატებზე ვიბრძოლო“ – ალეკო ელისაშვილი

„მინდა, რომ თბილისის მასწავლებლებისა და პენსიონრებისათვის დანამატებზე ვიბრძოლო“ – ალეკო ელისაშვილი

12 years ago

ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

გადაცემა „შენი ამბის“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საქმის ირგვლივ არსებულ...

მეტის ნახვაDetails
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10/29/2026
საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

10/29/2026
„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში 10/29/2026
  • „მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე 10/29/2026
  • საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by