• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები ხალხის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობენ

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
რატომ არ კონტაქტობენ ჟურნალისტებთან „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები?!
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის ქუჩებში სტენდებთან მსახურების პროცესში მყოფი „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლების ყოველდღიურობითა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით „თბილისი თაიმსი“ რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა, თუმცა, მაშინ რიგი მიზეზების გამო, მათ არ ისურვეს ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე ეპასუხათ.

ამ ფაქტმა გამაკვირვა და გადავწყვიტე გამეგო რა იყო მიზეზი იმისა, რომ მთხოვდნენ არა თუ არ ჩამეწერა მათი საუბარი, არამედ ფოტოც კი არ  გადამეღო. დავრეკე ნომერზე, რომელიც მათ ვებ-გვერდზე იყო მითითებული, გავაცანი ჩემი ინტერესის სფერო და  უპრობლემოდ დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე. დამაკავშირეს პირთან  რომელსაც, როგორც მითხრეს პრესასთან ურთიერთობა ეხება. მან შემირჩია რესპონდენტი, რომელიც ოჯახით არის „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წევრი.

ოლეგ სეხნიაშვილის ოჯახმა  თბილად მიმიღო და თუ, როგორ წარიმართა ჩვენი საუბარი ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

12092162_872331019530623_2145186096_nბატონო ოლეგ, მკითხველმა რომ  გაგიცნოთ გვიამბეთ თქვენზე, თქვენი ოჯახის წევრებზე?

– მე გახლავართ, ოლეგ სეხნიაშვილი, მყავს მეუღლე ეთო ბედენაშვილი და ორი ქალიშვილი, თამუნა 20 წლისაა,  თათია 13-ის. დამთავრებული მაქვს კოლეჯი, მანქანა დანადგარების მოწყობილობის სპეციალისტი ვარ. 14 წელი ვცეკვავდი. მინდოდა ჩამებარებინა სამსახიობოზე, მაგრამ, მაშინ, 90-იან წლებში ომისა და არეულობის გამო ვერ მოვახერხე. ჩემს მეუღლეს ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. თამუნამ დაამთავრა საექთნო და მუშაობდა კიდეც თავისი პროფესიით. ახლაც აქვს გარკვეული შემოთავაზებები. თათია მე-7 კლასშია,  უყვარს ხატვა, კერვა, ქსოვა. უფრო ხელოვანია და  აქვს სამომავლო მიზნები ამ მიმართულებით.

ჩვენი ოჯახი არის  მეგობრული, მხიარული, მიყვარს იუმორი, ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, ვატარებთ დროს. გვყავს კარგი სამეგობრო წრე, გვაქვს გასვლები, მეგობრული შეხვედრები.

ამჯერად არ ვმუშაობ, თუმცა ვმუშაობდი ფარმაცევტულ კონპანიაში. ადრე  მქონდა აფთიაქიც. ვცდილობთ გვქონდეს პატარ-პატარა შემოსავალი, რადგან ოჯახს მოგეხსენებათ სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვს, ბავშვებს ჭირდებათ განათლება და ა.შ. ვცდილობთ სახლში ყველაფერი იყოს ლამაზად, სუფთად. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობთ ვასიამოვნოთ ღმერთს და მათ ვინც სიკეთეს გამოხატავს ჩევნს მიმართ.

რამდენი ხანია რაც „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წევრი ხართ და რატომ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება არ რელიგიურ მიმდინარეობას?

– 1999 წლიდან, უკვე 16 წელია. რწმენა ადრეც მქონდა, ძალიან მიყვარდა ღმერთი თუმცა, მქონდა კითხვები და ყოველთვის ვეძებდი ჭეშმარიტებას. ძიების შედეგად დავუკავშირდი ამ ორგანიზაციას. იეჰოვას მოწმეებისაგან მივიღე ყველა კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი. მართალია, ბევრ რელიგიაში არც მიძებნია, თუმცა მქონია სხვადასხვა კონფესიის ადამიანებთან საუბარი. ვფიქრობ, ყველა კითხვაზე პასუხი  ბიბლიიდან უნდა იქნეს გაცემული და ჩვენც, ღვთის სიტყვამ, იმან რაც ბიბლიაში წერია, გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი.

რა დატვირთვა აქვს სტენდებთან მსახურებას თქვენი რელიგიური მიმდინარეობისთვის?   

– დატვირთვა არის ის, რომ ფართო მასებისთვის, ადამიანებისთვის,რომლებიც ვერ იცლიან, მათ შორის უცხოლებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ლიტერატურა, სწავლება. ვცდილობთ დავეხმაროთ მათ გაიცნონ ღმერთი, თუ რა განზრახვა აქვს მას კაცობრიობასა და მომავალთან დაკავშირებით, ასევე მამაო ჩვენოში რაზეცაა გამახვილებული ყურადღება, რა არის რეალური იმედი, ღვთის სამეფო, მისი მმართველობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საკაცობრიო პრობლემას. ასევე, ხალხს გავაცნოთ ჩვენი უნიკალური ვებ გვერდი Jw.org, სადაც შეეძლებათ, ძალიან საინტერესო კითხვებზე მოიძიონ პასუხი, გაეცნონ სხვადასხვა სახის ლიტერატურას.

როგორ იწყებთ მსახურების პროცესს?

– ჩვენ ოჯახით ვდგავართ ხოლმე სტენდთან. მსახურების პროცესი იწყება ათის ნახევრიდან და ორის ნახევარზე ვცვლით. ორსაათიანი შუალედებია. საღამოს კი სტენდი მიგვაქვს სამეფო დარბაზში. ზამთარში შესაძლოა შეიცვალოს დროც, ამინდიდან გამომიდნარე. წვიმიან, სუსხიან ამინდში არ გავდივართ და რაღაც ფანატიკურად არ ვართ განწყობილები, როგორც სამწუხაროდ ბევრს ჰგონია. ვესაუბრებით მოსულებს, ოღონდ დიდხანს არა იმიტომ, რომ ვისაც მეტის შეტყობა უნდა ვეპატიჟებით ჩვენ ძვირფას სამეფო დარბაზში, სადაც ხდება შეხვედრები. ვთავაზობთ ჟურნალებს, ლიტერატურას ვისაც რა უნდა იმ კუთხიდან. ხოლო არასრულწლოვნებს არ ვთავაზობთ. ესეც გვესმის და ვცდილობთ კანონზომიერად, სამართლიანად  გავაკეთოთ ის რაც გვევალება.

როგორია ხალხის განწყობა თქვენს მიმართ მსახურებისას?

– დღის განმავლობაში ზოგჯერ არის ხოლმე ხალხის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ არ ავყვეთ, მაგრამ თუ გართულდა სიტუაცია არსებობს კანონი და შესაძლოა პატრულიც გამოვიძახოთ.

უარყოფითი დამოკიდებულება რაში გამოიხატაება ხოლმე?

– მუქარით, გვიყვირიან, სიტყვიერ შეურაცხოყოფას გვაყენებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაგვინახავენ პირჯვარს გადაიწერენ. ამას წინ პატარა ბავშვი მოიქცა ასე.  ასევე, ზოგჯერ  კარდაკარ მსახურებისას არა თუ ერთ კონკრეტულ ოჯახთან, არამედ  კორპუსში მისვლასაც გვიკრძალავენ.

გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, გავაცნოთ ღმერთი, ის რაც წერია ბიბლიაში, სხვაზე არც არფერზე ვესაუბრებით. ბროშურებიც მათთვის მნიშვნელოვან თემებზეა. ამბობენ თითქოს ჩვენთან ერთი მიმართულებით ხდება ადამიანის განათლება, რომ თითქოს რაღაც ჩარჩოში ვართ მოქცეულნი, მაგრამ ეს სიცრუეა. ჩემი შვილები ეცნობიან მსოფლიო ლიტერატურას, ქართველი მწერლების ნაწარმოებებს. ასევე, გარდა მსახურებისა  ვატარებთ სხვა ღონისძიებებსაც, მეგობრულ შეხვედრებს, გვაქვს პროგრამები, რომლებშიც ბავშვებსაც ვრთავთ. მაგალითად: მხიარული სტარტების მსგავსი, ენის გასატეხი, მხიარული თეატრი, სიმღერა, ცეკვა-თამაში, ფეხბურთი, ფრემბურთი, კარტი, ნარდი. ბოლოს კი ვმართავთ სადილს. ღმერთი ამისკენაც მოგვიწოდებს გაფართოვდით მეგობრობაში. ასე, ვიმრავალფეროვნებთ ცხოვრებას, ვახალისებთ ბავშვებს, ახლობლებს.

მინდა განვაცხადო, რომ ადრე იყო ხოლმე თავდასხმები, მთელი მედია, საზოგადოება ჩვენს წინააღმდეგ მიმართული  პროპაგანდით იყო გაჟღენთილი და დღემდე აქვთ გამოყოლილი ეს უარყოფითი განწყობა, ბევრ რაღაცებს გვაბრალებენ, არ უნდათ დაინახონ რა ხდება რეალურად.

12077338_872331026197289_1244254489_nბატონო ოლეგ, მოდით ახლა ვისაუბროთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორია თქვენი ოჯახის ერთი  ჩვეულებრივი დღე? როგორი მამა ხართ, რა  ღირებულებებით ზრდით შვილებს?

– რაც შეეხება ჩვენ ყოველდღიურობას, ის არის ჩვეულებრივი. განსხვავებულები არ ვართ არავისგან, გარდა იმისა, რომ გვიყვარს ღმერთი, ვცდილობთ დავაფასოთ ის, რასაც  ღმერთი ჩვენთვის აკეთებს, აკეთებდა და გააკეთებს.

ალბათ, ყველა მშობლის მიზანია ოჯახი იყოს მყარი. შვილებს გადავცეთ ღვთის პრინციპებზე დაფუძნებული ის ღირებულებები, ფასეულობები, რაც გვაქვს. ვცდილობთ ჰქონდეთ სათანადო განათლება, რომ ჩვენზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. აღიზარდონ ღვთის მსახურები, მოშიშები. გვინდა ჰყავდეთ კარგი მეგობრები, რომლებიც მხარს დაუჭერენ. ქრისტიანული მრწამსის მიზანიც ესაა, რომ ჰქონდეთ მათ ღვთის და მოყვასის სიყავრული.

თავისუფალ დროს ვკითხულობთ ერთად, ვსაუბრობთ, ხანდახან კინოშიც დავდივართ. გვიყვარს მეგობრებთან სტუმრად მისვლა და ასევე ვეპატიჟებით ჩვენთან.

რამდენიმე კვირის წინ ზუსტად იმ საკითხებზეც რაზეც ახლა ვსაუბრობთ, თავისუფლებისა და მარჯანიშვილის მოედანზე სტენდებთან მსახურების პროცესსში მყოფ „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვთხოვე პასუხების გაცემა, მაგრამ კატეგორიული  უარი მივიღე. გეკრძალებათ პრესასთან კონტაქტი?

– ალბათ ეგონათ, რომ დიდი ხანი გაგრძელდებოდა და ამიტომ აარიდეს თავი საუბარს. სამეფო დარბაზში დაგპატიჟებდნენ. იმიტომ, რომ როცა სტენდთან დიდხანს დგახარ და ამ დროს მოვიდა სხვა, თუნდაც უცხოელი მას ვეღარ მიაქცევ ყურადღებას,  და ეს ერთგვარი ხელის შეშლის მომენტია. სწორედ ამიტომ თქვეს უარი თქვენს კითხვებზე გაეცათ პასუხი.

 ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share2Tweet2

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
ახალი ამბები

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

საინტერესო

პროექტის „წიგნი ყველა სოფელს” პრეზენტაცია მოეწყო

10 years ago

პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

13 years ago

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის დარბაზი გაიხსნა

9 years ago
თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by