• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპატრიარქო: “ანტიდისკრიმინაციული კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც, საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საპატრიარქო: “ანტიდისკრიმინაციული კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც, საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sapatriarkoწმინდა სინოდი ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს აღწერს. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმის განჩინებაში.

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ ჟურნალისტებს 3 ივნისს საპატრიარქოში ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მორიგი ოქმი გააცნო. კრების ოქმში აღნიშნულია ცხრა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც წმინდა სინოდის სხდომამ იმსჯელა და განჩინება მიიღო.

სხდომის ოქმის თანახმად, პირველ საკითხად განხილულია მუზეუმებში დაცული სიწმინდეებისა და საეკლესიო ნივთების მდგომარეობის შესახებ საკითხი.

კერძოდ, განჩინებაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, მუზეუმში დაცული სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და იმყოფება ორმხრივი, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაცვის ქვეშ.

წმინდა სინოდმა განაჩინა, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც ეკლესიისთვის წარსადგენად აღწერს მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს და მოამზადებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.

მეორე საკითხად წმინდა სინოდის წევრებმა მოისმინეს და დაეთანხმნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ წარდგენილ წინადადებას, ეკლესიასა და კულტურის სამინისტროს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში როგორც საქართველოს, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრების დაცვას და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.

წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება, უცხოეთში არსებული სამრევლოების თაობაზე. სხდომამ განაჩინა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ყველა სამრევლოში ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები, ასევე საქართველოში მოქმედ ტაძრებთანაც გაიხსნას საკვირაო სკოლები, დაევალოს სასულიერო სემინარიასა და აკადემიას სასწავლო ცენტრთან ერთად შეიმუშავოს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისათვის.

წმინდა სინოდმა იმსჯელა ასევე საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და განაჩინა, ყველა ეპარქიის მმართველმა, მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებელია მათ ჰყავდეთ ეპარქიის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი.

წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ ეპარქიების შესახებ, სადაც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საქართველოს ეკლესიის სულიერი მსახურება და ურთიერთობა მრევლთან.

კერძოდ, განჩინებაში ნათქვამია, რომ იგულისხმება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ზოგიერთი სოფელი. წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, ეთხოვოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანოზაციებს, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტრებს და ასევე რუსეთ-საქართველოს დიალოგის ფორმატში მოქმედ ჯგუფს, რათა გაითვალისწინონ არსებული მდოგმარეობა და თავის მხრივ შეძლებისამებრ დაგვეხმარონ, რათა საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკურ ტერიტორიაზე ეკლესიის წარმომადგენლებს და მრველს მიეცეთ მსხურების უფლება და გადაადგილების საშუალება.

წმინდა სინოდმა იმსჯელა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. სინოდი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში ეს კანონი შეიცვლება.
ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოხდა უცხოეთისათვის მღვდელმთავრების გამორჩევა. წმინდა სინოდმა მოისმიმა, დასავლეთ ევროპის, ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების, მიტროპოლიტი აბრაამის, მიტროპოლიტი დიმიტრის და ეპისკოპოს მელქისედეკის მოხსენები მათ ეპარქიაში არსებული არსებული მდგომარეობის შესახებ.

წმინდა სინოდმა განაჩინა, დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენელუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას: დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია, ასევე ავსტრიისაა და გერმანიის ეპარქია და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები, შეიქმნას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას ხორნაბუჯის ეპარქია, კახისა და ქურმუხის ეპარქია.
წმინდა სინოდის სხდომაზე ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამოარჩიეს ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში – არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში – საბა ინწკირველი, კახისა და ქურმუხის ეპარქიაში – არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებლად სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ამათან, წმინდა სინოდმა განაჩინა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთვარეპისკოპოსი იოანე პირველი შეირაცხოს წმინდანად, ეწოდოს წმინდა იოანე პირველი, მთავარეპიკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა.
ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებით დაიწერება წმინდანის შესახებ ცხოვრება და ხატი და შეიქმნება წმინდანის ტროპარ-კონდაკი.

04.06.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა”

“2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა”

11 years ago

“თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა?”

12 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

8 years ago
დავით ზალკალინმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

დავით ზალკალინმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

8 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by