• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„აფბა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფბა„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა და აზარალებს ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაში“.

“„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პერიოდში, ომის  და ემბარგოს მიუხედავად,  რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები იყო ინტენსიური, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ციფრებში და ფაქტებში” – აცხადებენ ასოციაციაში.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში რუსულ მხარეზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა და რუსული ინვესტიციების შემოდინებაც საკმაოდ მძლავრი იყო, – „წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია რუსეთიდან 2007 წელს შემოვიდა, 89 მილიონი დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ „ფულს სუნი არ აქვს“, იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის“.

ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური ძალის მიერ დღეს ატეხილი აჟიოტაჟი ცალსახად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების და საქართველოს ხელისუფლებისთვის მტერთან გარიგებაში დადანაშაულების მცდელობის შთაბეჭდილებას.

„„გაზპრომის“ თემით სპეკულირება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. უცნაურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად თანამშრომლობდა „გაზპრომთან“ და ამას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებდა, დღეს გაცილებით დაბალი ხარისხის თანამშრომლობას რუსეთთან გარიგებას და ქართული ეკონომიკის რუსეთზე მიბმის მცდელობას უწოდებს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც შეძლებს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მთავარი საბადოს, „შაჰ-დენიზი 1“-ის მარაგები თანდათან იწურება და თავად აზერბაიჯანიც სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად წარმატებით თანამშრომლობს „გაზპრომთან“ და რუსეთიდან შესაბამისი მოცულობების ბუნებრივი აირი მოაქვს“ – აცხადებს გვიდიანი.

„აფბა“–ს ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრები მიმდინარეობს, მხოლოდ კომერციული გაზის შესყიდვის შესაძლებლობაზე, – „წლების მანძილზე ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან რუსეთიდან გაზის შესყიდვა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ყოფილი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის არაერთი ფაქტი.

ქართულ-რუსული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი კომპანია „ენერჯი ინვესტია“. აღნიშნული კომპანია იყო ერთგვარი შუამავალი „გაზპრომსა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის. ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა არსებობს და ამ ურთიერთობის უარყოფა შეუძლებელია.

თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის ისეთი ფაქტები, რომლებიც რუსეთისთვის კონკრეტული მნიშვნელოვანი ობიექტების მიყიდვას გულისხმობს. ასეთი ფაქტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვის მცდელობა. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უჭერდნენ მხარს და ლობირებდნენ მაშინდელი მინისტრები და მაღალჩინოსნები ამ იდეას, თუმცა დასავლეთის ძლიერი ზეწოლის შედეგად ეს გარიგება არ შედგა.

ასევე წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ რუსულ „ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღვოდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს „გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა.

გვინდა შეგახსენოთ, არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარი გარიგება, რომელიც Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის „როსნეფტის” მიერ შესყიდვას ეხება. Petrocas Energy Group-ი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია, რომელიც მან რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა, თუმცა, რეალურად აღნიშნულ აქტივს კვლავ კეზერაშვილი განაგებდა. საბოლოოდ, კომპანიის მნიშვნელოვანი წილი  ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ხელიდან რუსული კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც, აქტიურად შედის ბიზნეს გარიგებებში რუსულ მხარესთან.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამოდის არა ცალკეული საკითხების ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის მმართველობის პირობებში რუსული კაპიტალი ფართოდ შემოვიდა ენერგეტიკულ,  საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ქიმიური წარმოების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. ამ პოლიტიკური ძალისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულობის გაზრდაზე საუბარი, ყოვლად უსაფუძვლოა. მითუმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დღემდე აწარმოებენ ბიზნეს-გარიგებებს რუსულ კომპანიებთან“ – განაცხადა ანდრია გვიდიანმა „პირველის“ პრეს–კლუბში საუბრისას.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

მშობლის ინვესტორული დამოკიდებულება ბავშვისადმი, სწორი პრაქტიკა და გაუაზრებელი ზიანი?

მშობლის ინვესტორული დამოკიდებულება ბავშვისადმი, სწორი პრაქტიკა და გაუაზრებელი ზიანი?

6 years ago

თეა წულუკიანი დღეს პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

11 years ago

საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა

10 years ago

სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიური შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათას ლარი გამოყო

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by