• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მრავალი მიმართულებით ურთიერთობის განვითარების გეგმები დასახეს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკა და შტაინმაიერისაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს, დაისახა მრავალი მიმართულებით ურთიერთობის განვითარების გეგმები.

 საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გერმანის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ძალზედ მნიშვნელოვანი ახალი გზის დასაწყისია, ეს არის ნაბიჯი საქართველოს დაახლოებისა ევროპასთან და გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დაახლოებას.
მინისტრებმა მიმოიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია მათ შორის იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეჟიმი გახდეს გამოყენებადი. ამის გარეშე მცირე ბიზნესს არ ექნება საკმარისი ინსტრუმენტი, გაეცნოს ევროპის ბაზარს, იქ არსებულ შესაძლებლობებს და იპოვოს პარტნიორები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის მხარდაჭერა. საქართველომ სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი კარგად დაასრულა, ახლა ველოდებით დადებით ანგარიშს და ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარება. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე.
„მიხარია, რომ გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს და ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას, ასევე, მოხარული ვარ, რომ იგი იზიარებს საქართველოს მთავრობის მიდგომას, აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი ერის მეტად დამეგობრების საწინდარი იქნება.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოროგი წარმატება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოროგი წარმატება

12 years ago

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

12 years ago
იენს სტოლტენბერგი: “დღეს ჩვენ სხვა რუსეთს ვხედავთ”

იენს სტოლტენბერგი: “დღეს ჩვენ სხვა რუსეთს ვხედავთ”

12 years ago

შს მინისტრმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს მადლობა გამოუცხადა

11 years ago

ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს....

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

10/28/2026
ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური 10/28/2026
  • დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა 10/28/2026
  • ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 10/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by