ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, კიწმარიშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. 15.07.14












