ყაზბეგში რიგით მეთექვსმეტე იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.
თეა წულუკიანი: “ყველაფერი ერთ სივრცეში უკვე ყაზბეგშიც ხელმისაწვდომია. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ოთხასამდე სერვისი იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხითა და ოპერატიულობით მიიღოს,” – აცხადებს წულუკიანი.













