6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა12 ადამიანი, მათ შორის, სამშენებლო კონტრაქტორები.
როგორც მთავრობის ოპონენტები ამბობენ, ეს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგანაც ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.