• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები პრობლემებზე საუბრობენ

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები პრობლემებზე საუბრობენ
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

განათლება ის საკითხია, რომელსაც 21-ე საუკუნის ადამიანი გვერდს ვერ აუვლის, ამიტომაც, თბილისი ყოველ სექტემბერს რაიონებიდან  ჩამოსულ დიდი რაოდენობით ახალგაზრდას  იღებს. საქართველოში ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღიარებული  57 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს., მათგან  18 – სახელმწიფო და 39 – კერძო სასწავლებელი. აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების 64%  დედაქალაქში მდებარეობს, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა უმეტესობაც თბილისში ჩამოდის.

რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთა უმეტესობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში აბარებს, რასაც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებლები მოსდევს. ჩამოსულ ახალგაზრდების უმეტესობას თავიდან ადაპტაციის საკმაოდ ხანგძლივი პროცესის გავლა უწევს, თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ უკვე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ცხოვრებისეული სირთულეებიც   ნაკლებად აშინებთ. საინტერესოა, რა აწუხებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გამო საკუთარი ოჯახების დატოვება და 17-18 წლის ასაკში ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება მოუწიათ? ,,თბილისი თაიმსი“ რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებითა და მათი სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესდა.

ნიკოლოზ თოდუა თბილისის სახელმწოფო უნიევრსიტეტის სტუდენტია, უკვე მესამე წელია, რაც სამეგრელოდან გეზი თბილისისკენ აიღო და უკვე ნელნ-ნელა ეჩვევა დედაქალაქის გარემოსა და მასშტაბებს.

nikoloz todua ,,ადაპტაცია არ გამჭირვებია, მაგრამ პირველ კურსზე მაინც იყო უცხო გარემოს ზეგავლენა. უპირველეს ყოვლისა, ორიენტირების პრობლემა მქონდა, რადგან ქალაქს კარგად არ ვიცნობდი და მიჭირდა  სხვადასხვა ადგილის მიგნება. ეს პრობლემა ახლა უკვე აღმოფხვრილია. ,,ჩამოსულებს” ერთი მთავარი პრობლემა გვხვდება – ახლობლებისგან სიშორე და დამოუკიდებლად ცხოვრების სირთულე. ეს დაბრკოლება მე ნაწილობრივ შემიმსუბუქა იმ გარემოებამ, რომ ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ.“ – აღნიშნავს ნიკოლოზი. ქეთი გოგუაძეც თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, ყოველთვის უნდოდა ამ სასწავლებელში ჩაბარება და პროფესიაზე –  ჟურნალისტიკაზეც ბევრი არ უფიქრია.

12285622_1065756886810159_1799357724_n

,,ბავშვობაში აქტიური ვიყავი, თან სულ ტელევიზორს ვუყურებდი და გადაწყდა, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი. არავის დაუძალებია, არც აზრი მოუხვევია. გამოცდები ჩავაბარე,  ავდექი და წამოვედი.

როგორ შეიძლება სტუდენტური ცხოვრება არ მომწონდეს? დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მაქვს სრული თავისუფლება (ამ სიტყვის, ვფიქრობ, სწორი გაგებით) და,  როგორც რაიონიდან ჩამოსული ყველა სტუდენტის, ასევე ჩემი ცხოვრებაც სახალისოა. თავიდან ორიენტაცია მიჭირდა, გაჩერებებს ვცდებოდი და ვიკარგებოდი ხოლმე. პირველად საჭმელი დამოუკიდებლად, რომ მოვამზადე, წვნიანი იყო თუ ღომი, ვერავინ გაიგო. დიალექტის დახვეწის მიზნით ლიტერატურულ სიტყვებს ძალიან სასაცილო აქცენტით ვამბობდი, მერე შევეშვი. ქალაქელების სნობიზმის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ გამიმართლა და კარგი მეგობრები შევიძინე. დიასახლისობაში გამოუცდელი, რჩევას დედაჩემს ვეკითხებოდი. ვისწავლე მარტო ცხოვრება- სახლის გადაუდებელი საჭიროებებისას მამის კი არა, მხოლოდ ჩემი თავის იმედი რომ უნდა მქონოდა. ჩაქუჩიც ავიღე ხელში და გამათბობლის შეკეთებაც კი ვცადე (უშედეგოდ). თავი დიდი კომპანიის ფინანსური მენეჯერი მეგონა, ფულის გადანაწილებას რომ ვცდილობდი, რომელიც საჭმელზე, მგზავრობასა და სხვა ხარჯებზე უნდა მემყოფინა. რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრდა –  საკუთარი თავისა და მშობლების მიმართ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე უმაღლესი სასწავლებელი დამემთავრებინა. მართალია, ქალაქში ჩამოსვლა მარტივი არ არის, უამრავი ხარჯი თუ პრობლემა გვხვდება, მაგრამ, დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც აქ მოვიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სიმწრით ან ბრაზით მიტირია, სახლში გაქცევა და დამალვა მომდომებია, მაინც იგივე გზას გამოვივლიდი, რადგან ქართულ პირობებში მხოლოდ ასე თუ ისწავლის ადამიანი დამოუკიდებლობას და თავისუფლებას- არჩევანის თავისუფლებას“ – აღნიშნავს ქეთი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი, გვანცა დევიძე ჭიათურიდანაა. როგორც  აღნიშნავს, მას ადაპტაციის პერიოდის გავლა არ გასჭირვებია და  სხვა სტუდენტებს საკმაოდ ადვილად დაუმეგობრდა.

gvanca ,,განსაკუთრებით  თბილისის ქუჩების ათვისება გამიჭირდა. (ორიენტაციის ცუდი უნარი მაქვს). გარდა ამისა, საწყის ეტაპზე, ძველი საცხოვრებლი გარემოს მონატრებას განვიცდიდი, თუმცა ეს არაფერია ოჯახის წევრების მონატრებასთან შედარებით. ვფიქრობ,  ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ის სამეგობრო წრეა, რომელსაც თბილისში გადმოსვლის მერე იძენს. ეს წრეა ყველაზე იოლი  საშუალებაა იმისთვის, რომ  ადაპტაცია მალე და წარამტებით გაიარო.“ სტუდენტების ნაწილი სტიგმატიზაციასა და დედაქალაქელების მხრიდან დისკრიმინაციულ ქმედებებზე საუბრობს და ამას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს. დათა გუნჯუა ოკუპირებული რეგიონიდან – აფხაზეთიდან, კერძოდ კი, გალიდანაა. მაგისტრატურა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას დედაქალაქში კვლავაც აპირებს. როგორც თავად აღნიშნავს, 17 წლის ბიჭს დიდ ქალაქში მოხვედრა ძალიან გაუჭირდა, თუმცა მდგომარეობას შედარებით ის უმსუბუქებდა, რომ ბიძასა და ბიძაშვილებთან ცხოვრობდა.

,,იყო სნობიზმის შემთხვევები, როგორც მეგრელებზე, ჩემსა და კიდევ რამდენიმე ბიჭზე, თავიდან დისკრიმინაციის მცდელობა იყო, თუმცა ასეთი ფაქტები მალევე აღმოიფხვრა,”– მოგვითხრობს დათა.

,,ჩემთვის ქალაქი უცხო არ იყო, ასე თუ ისე, აქაურ გარემოს შეჩვეული ვიყავი და საცხოვრებელზეც არ მქონია პრობლემა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფში ერთადერთი ვიყავი რაიონიდან, თავიდან ჩემ მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება და შეხედულებები იყო.  მაგრამ მე თავიდანვე ვიყავი ამისთვის მზად და არც არავის მივცემდი იმის უფლებას, რომ მსგავსი სტერეოტიპული შეხედულებების მსხვერპლი გავმხდარიყავი. ახლა უკვე გადალახული მაქვს ეს პერიოდი“ – აღნიშნავს თეო ასკილეიშვილი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანიდანაა. თეო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტია.

სტუდენტების დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად დედაქალაქში არსებულ სიძვირეს ასახელებს და ამბობს, რომ რაიონებში მცხოვრები ადამიანების საარსებო მინიმუმი დედაქალაქში არსებულ ფასებს საერთოდ არ შეესაბამება.

,,თელაველი ვარ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს ჩავაბარე. დედაქალაქში ადაპტირება არ გამჭირვებია, ტრანსპორტსა და ქუჩებსაც მალე შევეჩვიე, მაგრამ დღემდე მაწუხებს ბინის პრობლემა. მესამე წელია ქირით ვცხოვრობ და ჩემს მშობლებს, ასე ვთქვათ, ორი ოჯახის რჩენა უწევთ. თუ ბინა არ გაქვს, ძალიან ძვირია სხვა ქალაქში სწავლა,“ – ამბობს ნინი მოსიაშვილი.

რაც შეეხება საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებს – რამდენიმე უნივერსიტეტში ეს საკითხი  ნაწილობრივ მოგვარებულია და სტუდენტებს  საცხოვრებელი ფართი აქვთ, რომელშიც ყოველთვიურად მცირე თანხას იხდიან. თუმცა, მათი უმეტესობა შეუსაბამო პირობებსა და ცუდ საყოფაცხოვრებო გარემოს უჩივის. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის  სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის 300-ადგილიანი თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი შენდება.  ეს  ნაბიჯი სტუდენტების ნაწილს მაინც შეუმსუბუქებს ხარჯების პრობლემას. ალბათ ათასჯერ მაინც გსმენიათ უფროსებისგან, რომ სტუდენტობის წლებს არაფერი სჯობს, თუმცა, დღეს საქართველოში სტუდენტებს უამრავი პრობლემა აწუხებთ, რაც, ხშირ შემთხვევაში,  ამის თქმის საშუალებას აღარ იძლევა. მთავარი პრობლემა კი – დასაქმებაა. უცნაურია, მაგრამ კომპანიების უმეტესობა დასაქმების მსურველი სტუდენტებისგან 2-3-წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს. ჩემი რესპონდენტების უმეტესობა სწორედ ამ მიზეზით ხნის თავის უმუშევრობას.

,,არადა, მთელი ცხოვრება ოჯახის კისერზე ხომ არ იქნები? შენც გჭირდება შენი ფული,რომ თავი უფრო დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნო. იმედი მაქვს, ეს პოლიტიკა შეიცვლება და ცოტა რეალურ კომპეტენციასა და გამოცდილებას მოგვთხოვენ“ – აღნიშნავს სტუდენტი თამარ მელაძე. თამარი ქალაქ გორიდანაა და თსუ-ში პოლიტიკის მეცნიერებას ეუფლება.

tamar meladze საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ყოველდღიური დაბრკოლებების თავადვე გადალახვის მცდელობებითაა სავსე. ამიტომ, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ძალიან კარგია ის, რომ ეს ადამიანები დამოუკიდებელ ცხოვრებას ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკიდან ეჩვევიან და თავად იწყებენ საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვას. იქამდე კი -სტუდენტები  იმდეს არ კარგავენ, რომ მათ თუ არა,  მომავალ თაობებს მაინც მიეცემათ ნორმალურ სტუდენტურ გარემოში ცხოვრების საშუალება და განათლების მიღება უამრავ პრობლემასთან არ იქნება დაკავშირებული.

 

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In