• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

c89d8dec-9bf1-4171-9258-1f9a3677714cგერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხზე. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებსა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ტერორიზმის საფრთხეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხიც განიხილა. ვოლფგანგ ჰელმიხმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და მზადყოფნისათვის – 2016 წლის ბოლომდე გააგრძელოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. შეხვედრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა გერმანულ მხარეს ბუნდესტაგის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ვოლფგანგ ჰელმიხი საქართველოში მოიწვია.

„ბუნდესტაგის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, გერმანიის პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებსა და შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ, თუ რა არგუმენტები სჭირდება ქვეყანას მისი პარტნიორების დასარწმუნებლად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი, ისევე როგორც ამ კომიტეტების წევრების ხმა, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიის ბუნდესტაგში განხილვის დროს – იქნება ეს ვიზალიბერალიზაციისა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის თემები, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თემები თუ გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში გადასაწყვეტი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვისაუბრეთ ევიზალიბერალიზაციის გზაზე გასავლელ ეტაპებზე, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალ მიმართულებებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეა ქალბატონმა მოგერინიმ გამოაქვეყნა; გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ვიყავით, ვისაუბრეთ უელსის პაკეტის მიმდინარეობაზე. ის დეტალურად დაინტერესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და ყველა ასპექტით პაკეტის განვითარების და მიმდინარეობის გზაზე, მათ შორის განვიხილეთ ის წინაღობებიც, რომელიც ამ ეტაპისთვის ზოგიერთ კომპონენტში გვაქვს. მნიშვნელოვანია, როდესაც ბუნდესტაგის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ საკითხებზე დეტალურადაა ინფორმირებული და უნდა პოზიციების შეჯერება. ეს ბუნებრივია, ოპტიმიზმით განგაწყობს და ხვალ და ზეგ, როდესაც ამ თემებზე და საქართველოზე იქნება საუბარი, ის უფრო მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას და დებატს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“ლიგა.ნეტ”: “ზურაბ ადეიშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს”

“ლიგა.ნეტ”: “ზურაბ ადეიშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს”

12 years ago
მთავრობის ანგარიშვალდებულების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერობს – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა

მთავრობის ანგარიშვალდებულების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერობს – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა

12 years ago
რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები

რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები

11 years ago
CEB საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელებით დაინტერესდა

CEB საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by