• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სხვადასხვა საფინანსო ორგანოებთან, უფრო კი ბანკებთან, ხშირად გვაქვს ურთიერთობა. საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს სესხი აღებული საქართველოში და გარკვეულწილად ვერკვევით იმ პირობებში, რომელთაც ბანკი გვთავაზობს კრედიტის აღებისას. თუმცა, მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა, სესხის დაფარვის პერიოდში ზოგჯერ მაინც იჩენს თავს გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, დამაბნეველია და გაურკვეველ სიტუაციაშიც ვვარდებით.

იმ შეცდომებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებს მომხმარებელი ბანკებთან ურთიერთობისას, „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავჯდომარე – გიორგი კეპულაძე. მან ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა, რომელთა გათვალისწინებაც უზრუნველყოფს სესხის უპრობლემოდ დაფარვას.

giorgi kepuladze

საიდან გაჩნდა თქვენი ორგანიზაციის შექმნის იდეა?

– ორგანიზაცია უკვე მე-3 წელია რაც მუშაობს. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ, ამ ორგანიზაციის დამფუძენბლები, ვხედავდით პრობლემას, რომელიც ზოგადად არსებობდა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და, ფაქტობრივად, არ ჩანდა სხვა ორგანიზაცია, რომელიც ამაზე სისტემურად იზრუნებდა. იყო რაღაც პროექტები ფინანსურ განათლებასთან, მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, თუმცა ეს იყო რაღაც ცალკეული, რაც ჩვენი აზრით, საბოლოო შედეგს  არ იძლეოდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა მსგავსი ორგანიზაცია და დავიწყეთ საქმიანობა. ჩვენს მისიად განვსაზღვრეთ კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასა და ბანკებს შორის, ორგანიზაციის სახელიც – „საზოგადოება და ბანკები“ შესაძლოა აქედან მოდის.

ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლის უფლებების დაცვა. ჩვენი მიზანია, საქაართველოში ზოგადად ფინანსური განათლების დონის ამაღლება და ამ მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა პროექტები – ეკონომიკური მედია – სკოლა ჟურნალისტებისთვის, სხვადასხვა სტუდენტური პროექტები, კვლევითი ცენტრი, ცხელი ხაზი მომხმარებლებისთვის, სადაც მომხმარებლებს უფასოდ შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ ან მიიღონ კონსულტაცია პრობლემურ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი დამფუძნებელი „კოალიცია ფინანსური განათლებისთვის“, რომელიც 15-მა არასამთავრობო, კერძო ორგანიზაციამ დავაფუძნეთ და მგონია, რომ ჩვენი საქმიანობით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ფინანსური განათლების დონის ამაღლებას საქართველოში.

თქვენი ორგანიზაცია კომერციულია? მომხმარებელი მომსახურების სანაცვლოდ თანხას იხდის?

– ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვფინანსდებით მთლიანად გრანტებით და ჩვენს ორგანიზაციას კომერციული მიზნები არ აქვს. რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ყველა რჩევას იღებს უფასოდ.

პროექტზე მუშაობისას კონსულტაციებს თუ გადიოდით როგორც ბანკებთან, ისე სახელმწიფო დონეზე?

– სიმართლე გითხრათ, მთავრობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პოლიტიკოსებთან ჩვენ კონსულტაციები არ გაგვივლია, რადგან, ის ადამიანები, რომლებმაც დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია, ვიყავით საკმაოდ გამოცდილები როგორც არასამთვრობო ორგანიზაციაში მუშაობის კუთხით, ასევე სხვადასხვა კამპანიური პროექტების წარმოების კუთხით. შესაბამისად დიდი კონსულტაციები არ გვჭირდებოდა. თუმცა, ჩვენი არსებობის შესახებ, როგროც კი დავფუძნდით, შევატყობინეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც ბანკებს, ასევე სფეროს ექსპერტებს, ასევე სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციებს, ეროვნულ ბანკს და ეს ურთიერთობები დღემდე საკმაოდ აქტიურად გვაქვს, რადგან მხოლოდ ერთი ორგანოს მიერ პრობლემის გადაჭრა წარმოეუდგენელია. ჩვენ ვცდილობთ ჩავრთოთ სხვადასხვა უწყებები, მათ შორის ხელისუფლებაც, რომლისგანაც გვჭირდება გარკვეული გლობალური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. მხოლოდ ერთი სექტორის ძალისხმევით ეს გაჭირდება, რადგან ამას სჭირდება ერთიანი სტრატეგია.

ძირითადად რა სახის შეცდომებს უშვებს მომხმარებელი ბანკებთან ურთიერთობისას?

– შცდომები მრავალგვარია. დავიწყოთ იქიდან, რომ მხოლოდ მომხმარებელი არ სცოდავს. რა თქმა უნდა, პრობლემა არის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც. ხშირ შემთხვევაში სათანადოდ არ არის დაცული მომხმარებლის უფლებები მათი მხრიდან და მათი სოციალური მასუხისმგებლობა ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია როდესაც სამომხმარებლო პროდუქტს ყიდის, ძალიან კარგად აუხსნან მომხმარებელს ის რაც ევალება შემდეგ ამ ადამიანს და უკვე, აქედან გამომდინარე, მომხმარებელიც მაქსიმალურად ყურადღებით და მობილიზებული უნდა იყოს.

ხშირად არის ისეთი შეცდომები, როცა, მაგალითად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ურევენ ერთმანეთში, ონლაინ სესხის კომპანიები ჰგონიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – ესეც კი შეცდომაა. ზოგადად, ბოლო გამოკითხვებით, საქართველო, თუ არ ვცდები, 98-ე ადგილზეა ფინანსური განათლების დონით, რაც არ არის, რა თქმა უნდა, კარგი და სახარბიელო, რადგან, ჩევნ ვხედავთ, რომ ფინანსური განათლების დონით პირველ ათეულში არიან ქვეყნები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებულები და გამოირჩევიან მაღალი შემოსავლებით ერთ სულ მოსახლეზე, ანუ წარმატებულ ქვეყნებსი მოქალაქეები არიან ფინანსურად განათლებულები. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამოწვევა არის განათება და, მათ შორის, ფინანსური განათლება, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს რპგპრც კერძო სექტორმა, ასევე ხელისუფლებამაც.

რა ტიპის თანამშრომლობაა თქვენს ორგანიზაციასა და ბანკებს შორის?

– ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს ბანკებთან, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკას არ ვაკლებთ იმ ნაკლოვანებებზე, ვთქვათ, კონკრეტულ საბანკო პროდუქტებთან თუ მიდგომებთან დაკავშირებით და რა შენიშვნებიც გვაქვს აუცილებლად  გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ბანკთან განსაკუთრებულად აქტიურად იმ მიმართულებით, რომ ვცდილობთ ვუშუამდგომლოთ მომხმარებლებს, რომლებიც მოგვმართავენ ჩვენ, ვთქვათ, თუ შეძლებს ბანკი და დაეხმარება, პრობლემურ ვალდებულებებთან დაკავშირებით გაუწევს გარკვეულ შეღავათებს.

რას გეგმავთ სამომავლოდ, როგროია თქვენი გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები?

– დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. ჩვენი გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, რა თქმა უნდა არის იმ წარმატებული პროექტების განხორციელება, რომლებსაც ვახორციელებდით, ჩმოვთვალე კიდეც ეს პროექტები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე „გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდთან“, მის წარმომადგენელთან საქართველოში. მათთან ერთდ განვახორციელეთ პროექტი  რეგიონებისთვის – ჩვენ ჩავდივართ რეგიონებში, ახლახანს ვიყავით თელავსა და საგარეჯოში, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ამ რეგიონულ შეხვედრებს გავაგრძელებთ. გვაქვს მედია-პროექტები, ასევე „ბიზენსკონტაქტის“ Web გვერდზე ყოველკვირეულად ვბეჭდავთ სტატიებსა და რჩევებს მომხმარებლებისთვის. ამ პროექტებს აუცილებლად გავაგრძელებთ და მომავალში გვექნება ასევე ძალიან საინტერესო პროექტები.

რა რეკომენდაციებს მისცემდით იმ ადამიანებს, რომელთაც კრედიტის აღება სურთ ან აიღეს უკვე, ბანკებთან ურთიერთობისას რა უნდა გაითვალისწინონ?

– ძალიან ფართო სფეროა და შეიძლება გაჭირდეს უცებ ბევრი რჩევის მიცემა, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გამოვყოფ, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ:

თუ ჩვენ ვაპირებთ სესხის აღებას ბანკიდან, აუცილებლად კარგად უნდა განვსაზღვროთ გვჭირდება თუ არა ეს, თუ არ გვჭირდება, ჯობს საერთოდ არ ავიღოთ;

განვსაზღვროთ, რა მიზნებისთვის ვიღებთ სესხს;

ხომ არ შეგვიქმნის ეს სესხი დამატებით პრობლემებს? გარდა ამ კრედიტისა, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი დანახარჯი გვქონდეს, კომუნალური გადასახადი, ტრანსპორტის, საწვავის ხარჯი, შესაბამისად, ჩვნი შემოსავალი ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ ჩვენი შმოსავალი ეყოს როგორც სესხის მომსახურებას, ასევე იმ რიგით ხარჯებს, რომლებიც ადამიანს აქვს;

აუცილებლად კარგად გავეცნოთ იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს ვაწერთ ბანკთან;

რაც მთავარია, თუ ბანკი არ გვაძლევს სესხს და გვაქვს რამდენიმე მცდელობა, ჯობს საერთოდ არ ავიღოთ ეს სესხი, რადგან ე.ი. ბანკმა ვერ დაინახა ჩვენი გადახდისუნარიანობა, თორემ მისი მთავარი ინტერესი არის სესხის გაცემა და რომ შეგვძლებოდა ჩვენ ამ თანხის უკან დაბრუნება, აუცილებლად მოგვცემდა სესხს;

გავთვალოთ ისე, რომ თანხის დაფარვის თარიღი ბანკში ჩვენი ხელფასის დარიცხვიდან რამდენიმე დღეში იყოს;

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოვერიდოთ ვადაგადაცილებებს და ჩვენი შესაძლებლობები კარგად განვსაზღვროთ;

ხშირად ადამიანი იღბს სესხს, არ კითხულობს ხელშეკრულებას და ჰგონია, რომ მას ეს არ დაემართება და მაინც და მაინც მისი პროცესი არ გახდება პრობლემა, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნეგატიური სცენარიდან უნდა გამოვიდეთ და ისე დავგეგმოთ ჩვენი ფინანსური მომავალი.

მარიამ ტაკაშვილი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს

კანონპრექტი – მიწის რეგისტრაციის გამატივების შესახებ პარლამენტს გადაეგზავნა

10 years ago
ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები მიმდინარეობს

ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები მიმდინარეობს

7 years ago
ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2 years ago

გიორგი ქადაგიძე სომხეთში გაემგზავრა

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by