• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება

10 years ago
in სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7509narmabiaთბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. გამარჯვებულმა კომპანია შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“, რომელმაც მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში დედაქალაქის მერიას საუკეთესო წინადადება წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საპროექტო წინადადებაში გაწერილი ხედვები და რეკომენდაციები გააცნო. კონცეფციის თანახმად, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. გეგმის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა და მასში საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, არაფორმალური სამეცადინო სივრცეები, ბიბლიოთეკა და სტუდენტური სასადილო განთავსდება. კონცეფციით გათვალისწინებულ სპორტულ კომპლექსში „მზიურის“ ტერიტორიაზე, ასევე, დაგეგმილია სავარჯიშო დარბაზის, საცურაო აუზის, მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, იოგას დარბაზისა და სხვა სპორტული ცენტრების განთავსება. ამასთან, ვერეს ხეობის ზედა ნაწილში მოეწყობა ინფრასტრუქტრა ექსტრემალური სპორტისთვის, მათ შორის, სალაშქრო ბილიკები, სამთო ველოსიპედის ტრასები, კლდეზე ცოცვის ადგილები, საფეხმავლო ხიდები და სხვ. გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი „ჩარჩო გეგმა“ ცენტრალური ველობილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყება და თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დასრულდება, შესაბამისად, აღნიშნული გზა ერთმანეთთან თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების უდიდეს ნაწილს დააკავშირებს. კონცეფციის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ველობილიკის ადაპტაციაც მოხდება, მარტივად იქნება შესაძლებელი საპროექტო ტერიტორიის დაკავშირება გმირთა მოედანზე შემავალ ყველა ქუჩასთან. ასევე, შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნის მარჯვენა სანაპიროსთან დაკავშირება. წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთის მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორეს მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს. კონცეფცია პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე დამცავი ზოლის მოწყობას ითვალისწინებს. კონცეფცია კონკრეტული ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო-გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ ხედვასა და რეკომენდაციებსაც მოიცავს. დავით ნარმანიას თქმით, წარმოდგენილია საკმაოდ საინტერესო კონცეფცია. „რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება რეკრეაციული სივრცე. ასევე შემოთავაზებულია საგანმანათლებლო ცენტრისა და სპორტული კომპლექსის, საფეხმავლო და ველო ბილიკების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე მოეწყება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომ ეს ადამიანები არასოდეს დაგვავიწყდეს. განხილვის შემდეგ ვისაუბრებთ კონცეფციის დახვეწაზე, შემდეგ მომზადდება პროექტი. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოება. სავაჭრო ცენტრები და საცხოვრბელი კორპუსები აქ არ აშენდება, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. კონცეფციაში ვერეს ხეობაში 13 ივნისის მოვლენისადმი მიძღვნილი სიმბოლოს შესაძლო განთავსებისთვის ტერიტორიაც არის განსაზღვრული, რომელიც ხეობის თითქმის ყველა წერტილიდან იქნება აღქმადი. „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება 69 618,82 შეადგენს და გეგმის შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ დაგეგმარებას – მდგრადი განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების სივრცისა და კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების პრინციპების გათვალისწინებით.

ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

დავით სერგეენკო: “იდენტობის” ინიციატივა არ არის კოორდინირებული და მოქცეული საერთაშორისო დეკლარაციებთან და კანონმდებლობასთან

13 years ago
სახალხო დამცველი საქართველოს ეზიდურ თემს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ირინა ფუტკარაძე წარადგინა

10 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება

6 years ago
მიშა ვიცი რას განიცდი, გამაგრდი! – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს

მიშა ვიცი რას განიცდი, გამაგრდი! – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს

5 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by