• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, November 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემთხვევა

11 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
შემთხვევა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Alone-Sad-Boy-In-Rain-Wallpapers-10„როდესაც ფურცელსა და კალმს იღებ ხელში და წერას იწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ იმაზე ღირებული რამ შექმნა, ვიდრე ეს ნივთებია თავად“, – ეს სიტყვები ქართულის მასწავლებელმა გაკვეთილზე თქვა და ჩემი თემის კითხვას შეუდგა. დიდხანს ვფიქრობდი რას ნიშნავდა მისი ნათქვამი და როგორ უნდა გამეგო, მაგრამ ამაოდ. იქნებ ოდესმე ამაზე სასაუბროდ ორივემ გამოვნახოთ დრო. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ, რადგან კლავიატურაზე ვკრეფ ტექსტს და ჩემი აზრებისა და კალმის ღირებულების ფარდობაზე ფიქრი არ მტანჯავს.

ამბავი კი დასრულდა ასე…

წვიმიანი დღე იყო. ეს არ გავდა არც ზაფხულის ჟუჟუნა წვიმასა და არც შემოდგომის კოკისპირულს. სულ სხვაგვარად წვიმდა. ძალიან უცნაურად ცრიდა და ასეთი რამ აქამდე არ მენახა. შეციებულმა ადამიანებმა თავშესაფარი სავაჭრო ცენტრში იპოვეს, ყველამ იქ მოიყარა თავი. დიდ მინის ფანჯრებს აეკრნენ და ცას გაჰყურებდნენ იმის იმედად დარჩენილები, რომ მალე გადაიღებდა. ბავშვობაში მეგობრებმა წვიმის ექსპერტი შემარქვეს, რადგან დიდი ხნით ადრე შემეძლო გამომეცნო საწვიმარი ამინდი. რომ გავიზარდე ჩემი განსაკუთრებული უნარი დავკარგე. ვიდექი თხელი კაბითა და სველი თმოთ უცხო საზოგადოებაში გაჭედილი და მათსავით ველოდი სახლში დაბრუნების შესაძლებლობას.

– გოგონა ეს თქვენია. ზემოთ დაგრჩათ. ახლა კი არავინ მოჰკიდებს ხელს და არავინაა ამის მომპარავი, მაგრამ, რავიცი. მოგიტანე იქნებ ვეღარც გაგხსენებოდა და დაგეკარგა,- მეუბნება მოხუცი და სიძველისაგან ფურცლებგათხელებულ, ყდაგაცრეცილ წიგნს მაწვდის.

– არა ქალბატონო, ჩემი წიგნი არ არის,- ვეუბნები და ჩემს მზერას ჰორიზონტს ვუბრუნებ.

– როგორ არა, დაგინახე წეღან რომ კითხულობდი და მოგიტანე. აიღე, გამომართვი და გამომყევი …

ცოტა შემეშინდა ასეთი საქციელის, მაგრამ ინტერესმა მძლია. თანაც რა უნდა დაეშავებინა ამ მოხუცს ჩემთვის?! მით უფრო, რომ ირვგლივ ამდენი ადამიანი იყო. მოსაცდელში სკამზე დავსხედით. მან თავშალი შეიხსნა, ჯოხი გვერდით გადადო და ამ ამბავს მომიყვა …

როდესაც ამბიციებით სავსე ახალგაზრდა ხვდება მოხუცსა და გამოცდილ მწერალს, ყველაფერი ისე არ არის ჩვენ რომ გვგონია. დიდი ხნის წინათ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მწერალი გამხდარიყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ მე გამიცნობდა. ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და სხვადასხვა გამომცემლობაში სტატიებს აქვეყნებდა. პარალელურად თხზულებებსაც წერდა, მაგრამ თავისთვის, არავის აჩვენებდა. ჩვენ უკვე ოჯახი გვქონდა და მითვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თავისი თხზულებები იყო. მესმოდა და არასდროს ვსაყვედურობდი. დღედაღამ  წერდა და თავს მხოლოდ ამ საქმეს უძღვნიდა. ერთხელ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დადგა და ძალიან დიდ მწერალთან გააგზავნეს სტატიის დასაწერად. მან გადაწყვიტა, რომ ეს იყო უნიკალური  შესაძლებლობა. იმგვარი, მხოლოდ ერთხელ რომ ეძლევა ადამიანს და შეხვედაზე თან თავისი თხზულებები წაიღო…

საერთოდ არაფერი არ მესმოდა რას ან რატომ მიყვებოდა, მაგრამ კარგად აღმზარდეს, უფროსების პატივისცემა მასწავლეს და ეს ყველაფერი უფლებას არ მაძლევდა, მისთვის სიტყვა გამეწყვეტინებინა, ავმდგარიყავი და უბრალოდ დანარჩენებს შევერთებოდი.

ოთახში რომ შესულა დაბნეულა და თავის სათაყვანებელ მწერალს ხელზე მთხვევია. მან კი ასეთი რამ უთხრა: „გასწორდი მხრებში ახალგაზრდა, სასულიერო მსახური არ გეგონო!“. შემდეგ ჩემს მეუღლეს  თხზულებები გადაუცია და წაკითხა უთხოვნია მისთვის. მწერალს უარი არ უთქვამს…

პირველად დამაინტერესა ამბავმა ასე ძლიერ და არ მინდოდა, შეწყვეტილიყო , მაგრამ ვხედავდი, ნერვიულობისგან ხელებაკანკალებული მოხუცი ამბის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ამიტომ, თავად ვკითხე,თუ რა მოხდა შემდეგ  და პასუხის მოლოდინში საკუთარი გულისცემის გახშირება ვიგრძენი.

მე ამ ამბის ნამდვილი დასასრული ვიცი, მაგრამ არ მსურს მოგიყვე. დაიმახსოვრე ცხოვრებაში ბევრი დაუწერელი ისტორიაა და ჩემი მონათხრობი ერთ-ერთი ასეთია. დაუსრულებელი ამბავი, რომელიც რაკი დაიწყო მჯერა, რომ აუცილებლად გაგრძელდება. შენ იმიტომ გიამბე, რომ მინდა თავად გადაწყვიტო და საკუთარი დასასრულის ირწმუნო. მაგრამ თუ ყურადღებით მისმენდი, სიმართლე უკვე გითხარი. ახლა აიღე ეს წიგნი და იცოდე, გაუფრთხილდი.

ისე წამოვედი, რომ წიგნი არ გადამიშლია. ყდა იმდენად შელახული იყო, არაფერი იკითხებოდა. გარეთ რომ გამოვედი, ცის ბაცი ფერები სულ გაშავებულიყო და ტონალობის ცვლილების გარჩევა უკვე შეუძლებელი ხდებოდა.  როგორც კი სამარშუტო ტაქსიში ავედი, წიგნი გადავშალე და დიდი ასოებით დაბეჭდილი სათაური წავიკითხე „დიდოსტატის მარჯვენა“. იქვე წარწერა იყო გაკეთებული „როდესაც ამბიციებით სავსე ახალგაზრდა ხვდება მოხუცსა და გამოცდილ მწერალს, ყველაფერი ისე არ არის ჩვენ რომ გვგონია,“- კ. გამსახურდია…

ნანუკა მაღლაკელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

დღეს დიდი პარასკევია

14 years ago
რა საფრთხეებს შეიცავს ონლაინ სესხები?!

ონლაინსესხები და საზოგადოება – რა ხდება ქართულ ბაზარზე?

10 years ago
შტადლერის ორსართულიანი მატარებელი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით სეზონური მატარებელი იმოძრავებს

8 years ago

გიორგი კახიანი: “პრეზიდენტი პარალელური პროცესით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაჩრდილვას ცდილობს”

10 years ago

ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას
ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

11/20/2026

ენერ­გე­ტი­კი­სა და ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს და ურ­ჩევს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის სარ­კმე­ლი ღია...

მეტის ნახვაDetails
“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

11/20/2026
“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/20/2026
“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • “გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას 11/20/2026
  • “ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში 11/20/2026
  • “ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by