• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

” „რანინა“ ღვინოსთან და ხალისიან განწყობასთან ასოცირდება” – ტატა გორდელაძე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაზის მოშინაურების პროცესი და ღვინის წარმოება სამხრეთ კავკასიის, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთისა და დასავლეთ ირანის ტერიტორიებზე მოხდა. ამ ფაქტს ადასტურებს, საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის კურკები, ანუ წიპწები,რომლებიც ჩვ.წ.აღ.-მდე 5-6 ათასი წლით დათარიღებულ საცხოვრებლებში იპოვეს.

იმ ხანიდან დღემდე ქართველებისთვის ღვინო ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურასთან ასოცირდება. ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ატრიბუტია ქართულ სუფრაზე, ღვინის მაღაზიებში კი  ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ ქართულ ღვინოებს შევხვდებით. „ქართული სიმღერა და ქართული ღვინო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ძნელია ითქვას, რომელი რომლით იწყება და გრძელდება. სწორედ ამ მიმართულებიდან გაჩნდა „რანინას“ იდეა“. – ამბობს ჩვენთან საუბრისას ტატა გორდელაძე.

ახალი ბრენდის შესახებ ინფორმაცია ქართულ ბაზარზე მალე გავრცელდა. ყველასთვის საინტერესო და განსხვავებულმა დიზაინმა საზოგადოების ყურადღება უკვე მიიპყრო. EPICA AWARDS 2015-ზე კი, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს კრეატიული რეკლამის ფესტივალს წარმოადგენს, „რანინამ“ საუკეთესო პრინტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

„თბილისი თაიმსს“ ახალი ქართული ღვინის შესახებ ვრცლად პროექტის მენეჯერი, კომპანია branding.ge-ს წარმომადგენელი ტატა გორდელაძე ესაუბრა.

როგორია ღვინის კომპანია „დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“-ის ახალი  ბრენდის „რანინას“ შექმნის ისტორია?

– ბრენდი „რანინა“ „დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“-ისთვის (Dugladze Wines & Spirits) შევქმენით. ერთი წლია,რაც ჩვენი კომპანია branding.ge „დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“-ის რებრენდინგის პროექტზე მუშაობს. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის ასორტიმენტი ოთხ მიმართულებად დაიყო: სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინო, მხარის ღვინო, სუფრის ღვინო და გასნაკუთრებული ღვინოები. ბრენდი „რანინა“ სუფრის ღვინის ტიპს მიეკუთვნება. მოგეხსენებათ, ქართული სიმღერა და ქართული ღვინო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ძნელია ითქვას, რომელი რომლით იწყება და გრძელდება. სწორედ ამ მიმართულებიდან გაჩნდა „რანინას“ იდეა.

ღვინო რანინა

ბრენდზე მუშაობისას შევეცადეთ პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განსხვავებულობა დაგვეჭირა, რაც პროდუქტს გააჩნია და ჯერ კონკურენტებს არ ქონდათ გამოყენებული. გვინდოდა ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც ქართული დროსტარების, სუფრის, ლხინის, ხალისის და მხიარულების ხასიათს კარგად გადმოსცემდა. ქართული სიმღერის მოტივებიდან აღებული და გაცოცხლებული „რანინა“ – ღვინოსთან და ხალისიან განწყობასთან ასოცირდება. ზუსტად ის ხასიათი მოაქვს,რაც გვქონდა ჩაფიქრებული. „რანინა“ ღვინოს აძლევს მსუბუქ და მხიარულ ხასიათს, რაც ასეთი ტიპის ღვინოს ძალიან უხდება. სიტყვა „რანინა“ იმდენად სახალხოა, რომ თითოეული ჩვენგანის აღქმაში ხალისიან განწყობასთან და ლხინთან ასოცირდება. იგი ჟღერადია, მარტივად წარმოსათქმელი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ენებზე, აქვს „ქართულობის“ აღქმა, რაც დამატებით უპირატესობას წარმოადგენს საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ახალი ბრენდის შექმნა და რა უნიკალური თვისებები აქვს „რანინას“ ღვინოს?

– დღესდღეობით, ქართული ალკოჰოლური სამელების ბაზარზე იაფიანი ქართული ღვინოების უმეტესობა განსხვავებულ კონცეფციას მოკლებულია, არ ასახავს ქართულ ხასიათს და ძირითადად ფასზე აკეთებს აქცენტს. ჩვენი აზრით, მომხმარებელი რეალურად ითხოვს ამ საფასო სეგმენტში ქართული ხასიათის გამომხატველ საინტერესო კონცეფციის და ამასთანავე თანამედროვე ვიზუალის მქონე პროდუქტს. მიუხედავად პროდუქტის დაბალი ფასისა ჩვენი ამოცანა იყო ბრენდის კონცეფცია სრულად და საინტერესოდ შეგვეკრა. განსხვავებით კონკურენტების ანალოგიური პროდუქტებისგან, რომლებსაც ძირითადად ამ ტიპის ღვინო ტრადიციული საბჭოთა პერიოდის დასახელებებით აქვთ წარმოდგენილი, შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი განსხვავებული კონცეფციით.

ეს ბრენდი შეიქმნა ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც უყვარს ქართული ღვინო, უნდა რომ ხალისანი განწყობა, ამღერებული ქართული ხასიათი შეიგრძნოს ამ ბრენდთან ერთად, მიუხედავად შემოსავლებისა, ასაკისა თუ სოციალური კლასისა.

„რანინა“ – სიმღერით გადმოცემული ქართული ხასიათია. „რანინა“ ლხინს მოგანდომებთ და აგამღერებთ. ეს არის ღვინო, რომელიც თავისი კონცეფციით ქართულ ხასიათს და განწყობას გამოხატავს და ამასთანავე ვიზუალურად ძალიან თანამედოვედ და არასტანდარტულად გამოიყურება. პროდუქტის საინტერესო კონცეფციისა და შეფუთვის განსხვავებული დიზაინი ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ძალიან გამოარჩევს თაროზე კონკურენტებს შორის.

ბრენდის სახესა და შეფუთვის დიზაინზე, რომ მოგვიყვეთ…

– შეფუთვის დიზაინიზე branding.ge-ს არტ დირექტორმა მაკა ჭიჭინაძემ იმუშავა. დიზაინის ძირთადი  ამოცანა იყო ბრენდის სახელსა და კონცეფციასთან შესაბამისობაში, შეგვექმნა ისეთი განსხვავებული, უნიკალური ვიზუალი, რომელიც ძლიერი კონკურენციის პირობებში, გამორჩეულ ადგილს დაიკავებდა ქართული ღვინის ბაზარზე. „რანინას“ ლოგოსთვის შემუშავდა ქართული ორხაზოვანი სასათაურე შრიფტი, რომელიც კარგად გამოხატავს ბრენდის არსს, ხასიათს და სტილს. შემდგომში მოხდა ქართული ასო-ნიშნების მიხედვით ლათინური შრიფტის მოდიფიკაცია საექსპორტო ბაზრებისთვის განკუთვნილი შეფუთვისთვის.

რანინა

შეიქმნა ილუსტრაციები, მკაცრი შავ-თეთრი კონტურებისა და ფერადი ლაქების მონაცვლეობით, რომლებიც გაფორმების ცალკეულ ელემენტებთან ერთად განსაზღვრა კომპოზიციის საერთო სახე. ყოველი პერსონაჟი გულდასმით დაიხატა მოხაზულობის სისადავით, ფორმათა მინიმალიზმით ორგანულად შეერწყა შრიფტის ხასიათს. ორნამენტული მოტივების ელემენტები, ქართული მინიატურების და რელიეფის ხასიათს ატარებენ და ამავდროულად მკაცრ თანამედროვე ფორმებამდეა მიყვანილი. ბრენდის ვიზუალის  შთაგონების წყაროდ  იქცა მდიდარი ქართული კულტურა, მინიატურები, რელიეფი და ორნამენტი, რომლებშიც  ემოციური, ხალხური ხასიათის პერსონაჟებია ასახული.

სიუჟეტის მთავარი გმირები არიან ქართული ტიპაჟები, გამოხატული მინიმალისტური, საავტორო სტილისტიკით. ეტიკეტი ერთი მთლიანი პატერნია, რომელშიც ტიპაჟები და დიზაინის სხვა ელემენტები საინტერესო ისტორიას გადმოგვცემენ: ილუსტრაციებში მოთხრობილია ქართული ხასიათის სიუჟეტი, რაც ქართული  ღვინისა და სიმღერის ჰარმონიულ კავშირსა და ორგანულობას უსვავს ხაზს. ასორტიმენტის ფერითი კოდირებისს გამოვიყენეთ ღვინისთვის არატრადიციული მკვეთრი ფერთა გამა, რაც ზოგად ვიზუალს თანამედროვე იერსახეს სძენს.მიუხედავად იმისა რომ „რანინა“ არ არის მაღალფასიანი პროდუქტი, ჩვენი მიზანს წარმოადგენდა ისეთი შეფუთვა შეგვექმნა, რომ მომხმარებელს ცარიელი ბოთლის გადაგდებაც კი დანანებოდა. შედეგად მივიღეთ ბრენდი მკაფიო ინდივიდუალურობით, გამოხატული პოზიციონირებითა და კონკურენტებისაგან გამორჩეული ვიზუალით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მომხმარებლებს შორის ასევე პროფესიულ წრეებში.

„რანინამ“ EPICA AWARDS 2015-ზე, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს კრეატიული რეკლამის ფესტივალს წარმოადგენს საუკეთესო პრინტის კატეგორიაში გაიმარჯვა. როდიდან გაიყიდება „რანინა“ და გეგმავთ თუ არა საექსპორტო ბაზრებზე გასვლას?

– მომხმარებელი „რანინას“ შეძენას ახალი წლიდან შეძლებს, რაც შეეხება ექსპორტს, „რანინა“-ს ბრენდინგზე მუშაობისას გავითვალისწინეთ, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრის მოთხოვები, ვინაიდან ეს ბრენდი საექსპორტო ბაზრებისთვისაც არის გათვლილი. „რანინას“ შეფუთვამ კომპანიის უცხოელ პარტნიორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა  და უკვე წინასწარი შეკვეთებიც  გააკეთდა.

„რანინას“ რამდენი სახის ღვინო გაიყიდება და როგორი იქნება თითოეულის ფერი, ყურძნის ჯიში და გემო?

– ამ ეტაპისთვის დაგეგმილია რვა ტიპის ღვინის წარმოება: სამი თეთრი (მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი) და სამი წითელი (მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი). გარდა ამისა, გვექნება ქვევრში დაყენებული ღვინო, კახური თეთრი მშრალი და წითელი მშრალი. ბოთლის ღვინის გარდა მომხმარებელს ასევე შევთავაზებთ „რანინას“ სამ და ხუთ ლიტრიან მაღალი ხარისხის პეტ შეფუთვებში. „რანინა“ ეს არის სუფრის ღვინო, რომლის კუპაჯში გამოყენებულია სხვადასხვა ყურძნის ჯიში.

თუ აპირებთ, სამომავლოდ რაიმე სახის კამპანიას და რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ?

– პროდუქტის ქსელში ჩაშვება ახალი წლისთვის იგეგმება, რასაც რა თქმა უნდა შესაბამისი აქტივობებიც მოყვება, უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს „რანინასთან“ დაკავშირებით, რაზედაც აუცილებლად კამპანიის დაწყებისთანავე შეიტყობთ.

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

12 years ago
ავტომატურ რეჟიმში ჰაერის დიდი მოცულობის სინჯების აღება უახლესი ავტომატური სისტემით განხორციელდება

ავტომატურ რეჟიმში ჰაერის დიდი მოცულობის სინჯების აღება უახლესი ავტომატური სისტემით განხორციელდება

12 years ago
ისრაელის მთავრობამ გარკვეული ჯგუფებისთვის მეოთხე დოზით ვაქცინაცია დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ გარკვეული ჯგუფებისთვის მეოთხე დოზით ვაქცინაცია დაამტკიცა

5 years ago
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში ორი სახის ვაქცინაა შემოსული

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში ორი სახის ვაქცინაა შემოსული

8 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by