• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ირაკლი კაკაბაძეპუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე მისი დის, ნინია კაკაბაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს შესახებ აუგი მის მშობლებს არასდროს დასცდენიათ.

“ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო. მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს ჩემი კომპტენეცია არ არის. მას საკუთარი გამოცდილება და აზრი გააჩნია და მე ჩემი. ხშირად ეს გამოცდილებები და აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს ბუნებრივია. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე – ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:

პირველ რიგში დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც – მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს. ამ შეხვედრსი შემდეგ ორივე – მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათალიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.
რა თქმა უნდა ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდა ბურჟუა ცხოვრების სტილი – იგივე მეშჩანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი. ამაზე ორივე მათგანი თავის წიგნებშიც და საჯარო გამოსვლებშიც ბევრს ლაპარაკობდა. დედაჩემისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის, რაღა თქმა უნდა უკიდურესად მიუღებელი იყო თანამედროვე ცხოვრების სტილი, სადაც ადამიანის გასაქონლება ხდება და ბურჟუა მომხამრებლური დამოკიდებულებები სჭარბობს. ამ ჭირს ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აკრიტიკებდნენ. ის ღირებულებები. რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დგას (გამონაკლისების გარდა) მათთვის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი იყო.

რაც შეეხება პატრიარქს – მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო – თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში. პირიქით, 1979 წელს დედაჩემიც და მამაჩემიც ირანის ისლამურ რევოლუციასაც შეხვდნენ სიხარულით, რადგან მათ მიაჩნდათ რომ როგორც საბჭოთა, ისე დასავლური მატერიალიზმი არის დამღუპველი კაცობრიობისათვის და მიშელ ფუკოსი არ იყოს, ისინიც ფიქრობდნენ რომ მსოფლიოს ნამდვილი “სულიერი რევოლუცია” სჭირდება. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეალი არასდროს ყოფილა არც მამაჩემის და არც დედაჩემის იდეალი. პირიქით ორივე მათგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების ნაწარმოები იყო ლუის ბუნუელის “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი” და მისი მსგავსი ნაწარმობებები, სადაც მიწასთან არის გასწორებული ეს ლიბერალური ცხოვრების სტილი.

ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც მხოლოდ გასულ წელს დამთავრდა მისი გარდაცვალების გამო. ამ გამოცდილების საბუთად შემიძლია მოვიყვანო მათი ნაშრომები და საჯარო გამოსვლები, სადაც ისინი ყველაზე მეტად ბერდიაევის სტილის ეგზისტენციალიზმის სულს ეთანხმებოდნენ და არამც და არამც საბჭოთა ან ბურჟუა მატერიალიზმის სულს. სხვა ადამიანების გამოცდილებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. და არც ის ვიცი რა საბუთებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც გარდაცვილი ადამიანების სახელით საუბრობენ. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად გარდაცვლილი ადამიანების კერძო საუბრების ციტირება მაშინ, როდესაც ამის საბუთები არ გვაქვს, მითუმეტეს როცა მწვავე პოლიტიკური და კულტურული დაპირისპირების დროს ამ გამონათქვამებს ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები იყენებენ,” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

გეგუთის N14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებულ ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ სცნო

12 years ago
კვების ახალი რეგულაცია თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ამოქმედდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, შაბათ-კვირის და ე.წ. გახანგრძლივებული სერვისის დანერგვა დღის წესრიგიდან მოიხსნა

7 years ago
ზურა ხაჩიძე: „არ შეჭამეს ეს გოგო ამ ღვარძლიან, შურიანებმა! ჩემი მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს“

ზურა ხაჩიძე: „არ შეჭამეს ეს გოგო ამ ღვარძლიან, შურიანებმა! ჩემი მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს“

3 years ago
პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

9 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by