• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ელიზბარაშვილი: „ეს მეორედ არ განმეორდება…“

11 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გიორგი ელიზბარაშვილი: „ეს მეორედ არ განმეორდება…“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მისთვის ყველაფერი ღირსებით იწყება და არასოდეს მთავრდება ეს უმნიშვნელოვანესი რამ… მისთვის ყველაფერია კარატე და არასოდეს მიატოვებს მას.

გიორგი ელიზბარაშვილი: დაიბადა 1991 წლის 1 თებერვალს, ქალაქ თბილისში. 12 წლის ასაკიდან კარატეს საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება. ბედნიერია იმით, რომ ჰყავს დედა, და საყვარელი დაიკო. თუმცა მისთვის კიდევ ერთი ბედნიერებაა – კარატე.

გიორგი საკუთარი თავის სრული რეალიზებისთვის ამერიკაში წავიდა, თუმცა არც საქართველოს ივიწყებს…

კარატე

გიორგი, როგორ დაიწყო შენ ცხოვრებში კარატე?

– 12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემ სკოლაში გაიხსნა კარატის სექცია. მე როგორც ორთაბრძოლების მოყვარულმა, გადავწვიტე შევსულიყავი და მესწავლა ეს უნიკალური აღმოსავლური ორთაბრძოლები და კულტურა. ამის მერე გახდა კარატე ჩემთვის არა მარტო მხოლოდ სპორტი არამედ მთელი სამყარო. 12 წლის ასაკიდან ყოველდღიურმა ვარჯიშმა და ბრძოლისუნარიანობის ამღლებამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი ხასიათი შეუპოვრობა და წესრიგი შემაყვარა, პასუხისმგებლობა და მოთმინების დიდი უნარი განავითარა ჩემში. მახსოვს, პირველი შეჯიბრი თბილისში, საკლუბო ჩემპიონატზე  ვიასპარეზე, რომელიც ჩემი გამარჯვებით დაგვირგვინდა და ამის შემდეგ მივხვდი თუ რა შეეძლო მოეტანა კარატეს ჩემთვის…

როგორია იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მატარებელი? ეს დიდი ტვირთია და არ გიჭირს?

– რა თქმა უნდა, დიდი და რთულია ასეთი ტვირთის ტარება – მსოფლიო ჩემპიონობა და მისი შინაარსის გაზიარებაც კი რთულია. ვცდილობ რომ ეს ტიტული შევინარჩუნო. გარდა ამისა, კვლავ ბევრჯერ დავამტკიცო ის, რომ ეს ჩემპიონობის ტიტული ღირსეულად მერგო და ასევე ღირსეულად ვატარო მომავალშიც, თუნდაც მაშინ, როდესაც დიდი სპორტიდან წავალ…

შენ მსოფლიო მაქაბიადის ჩემპიონიც ხარ. რამდენად რთული იყო მოგება?

– რაც შეეხება მსოფლიო მაქაბიადას, რომელიც 2014 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი და მინდოდა ჩემი თავი საუკეთესოდ წარმომეჩინა. ჩემდა გასახარდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, იდეალურად ჩავატარე ყველა ორთაბრძოლა და ჩემპიონობის ტიტულიც არავის არ დაუთმე.

12539966_1726263054275204_457967545_n

რიგით მეექვსე წსკუ-ს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხარ. რა განსხვავებაა მსოფლიო მაქაბიადისა და შოტოკანის მსოფლიო ჩემპიონატს შორის?

– ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ეს მსოფლიო ჩემპიონატიც, რომელიც წსკუ-ს ეგიდით გაიმართა – მსოფლიო შოტოკანის ფედერაციის რიგით მეექვსე ჩემპიონატი, გასული წლის მაისში, ესეც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. შეჯიბრის მასშტაბებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ასპარეზობა, მაგრამ ეს ბარიერიც დავძლიე და როგორც ინდივიდუალურ კატეგორიაში (კუმიტე + 84) ასევე გუნდურში გამარჯვებას მივაღწიე. ეს იყო ჩემთვის უდიდესი სიხარული და წარმატება, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება!

შენი ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე და რამ მოგხიბლა მასში?

– ჩემ სპორტულ კარიერაში ბევრი ღირსეული მოწინააღმდეგე შემხვედრია, მაგრამ მინდა განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო 2013 წლის მსოფლიო მაკაბიადა, ისრაელში (წორლდ მაცცაბიაჰ გამე), რომელიც მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმართება და ისიც მხოლოდ ისრაელში), ეს კი უკვე ყველაფერზე ლაპარაკობს თუ რა მაღალი დონის ჩემპიონატია და უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად, ოლიმპიადას უტოლდება. ჩემი ფინალური ორთაბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრთან მომიწია, რაც ძალიან დიდი პრესტიჟია ჩემთვის დღესაც, რადგან ამერიკას ყოველთვის კარგი და ღირსეული სპორტსმენები ჰყავს ყოველთვის. ბრძოლა ისე წარიმართა, რომ თითქმის დამთავრებამდე უპირატესობას ვფლობდი და ლოგიკური დასასრულიც უნდა შესაბამისი უნდა ყოფილიყო… მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მოწინააგდეგის შეუპოვრობამ და ჩემი ყურადღების წამიერმა მოდუნებამ შედეგი სრულიად შეცვალა… და ეს ფინალი დავთმე… ეს იყო ჩემ სპორტულ კარიერაში ყველაზე ცუდი ფინალი. მომხიბლა მისმა მებრძოლის ხასიათმა და დღესაც დიდი პატივითსცემით ვიხსენიებ ამ ადამიანს! მე კი მაგალითი მივიღე იმის, რომ ბრძოლა ბოლო წამამდეა და არა ქულების მეტობამდე… ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ასეთი რამ ჩემ ცხოვრებაში აღარ განმეორდება და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და შესაბამისად გამარჯვებასაც მივაღწევ!

წკფ-ის მსოფლიო ჩემპიონობისთვის არ ემზადები?

– მსოფლიო კარატეს ფედერაცია (წორლდ კარატე ფედერატიონ), როგორც ცნობილია მსოფლიოში ყველაზე დიდი კარატეს ორგანიზაციაა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაა გაწევრიანებული. რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და ვაპირებ წკფ-ის მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმატებით ვიასპარეზო… დარწმუნებული ვარ ჩემი მონდომება, ვარჯიში და საკუთარი თავის რწმენა ამ ყველაფერს შემაძლებინებს. დღეს რაც ტიტულები მაქვს, სპორტული კარიერის დამთავრებას ასე არ ვაპირებ – პირიქით, ჯერ ყველაფერი წინა მაქვს.

იმედია ოლიმპიელობასაც გეგმავ…

– როგორც ცნობილია კარატის სამყარო ელოდება 2016 წლის ზაფხულს, სადაც კარატე გახდება ოლიმპიური სახეობა. ეს იქნება უდიდესი სტიმული და ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის განკუთვნილი გზა, რომელსაც მხოლოდ ღირსეულები მიაღწევენ. ვფიქრობ მეც ვიქნები ის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ უკვდავების მწვერვალისკენ ისწრაფვის. გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი! ამისთვის შინაგანი რწმენა და თავდაუზოგავი შრომა, ვარჯიში მოთმინება, ბრძოლისუნარიანობაა საჭირო, რომელიც ნამდვილად გამაჩნია.

კარატე

რომ არა კარატე რა სპორტს აირჩევდი?

– კარატე უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. კარატე რომ არა, ალბათ, მაინც ორთაბრძოლების ერთ-ერთ სახეობას ავირჩევდი. და ბოლოს მაინც კარატეს ვიპოვნიდი…

ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შენ 2015 წლის საქართველოს საუკეთესო კარატმენად დასახელდი…

– 2015 წელი ჩემ სპორტულ კარიერაში მართლაც ძალიან გამორჩეული იყო. მრავალი ტურნირი მოვიგე მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში „ოპენ ფილადელფია“. რაც შეეხება იმას, რომ მე საქართველოს საუკეთესო კარატისტად დავსახელდი 2015 წელს, ესეც დიდი პატივი და ღირსებაა ჩემთვის, რომელსაც ასევე განსაკუთრებულად ვატარებ მთელი ჩემი ცხოვრება. ამისთვის მადლობა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სენსეი კახა ბასილიას და ყველა ჩემ მოწინააღმდეგეს, თანაგუნდელს და გულშემატკივარს.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამერიკაში მინდა ჩემი სპორტული კარიერის გაგრძელება, ვიცი რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ჩემ პოტენციალს სრულიად გამოვამჟღავნებ და ბოლომდე ამოვწურავ ჩემ შესაძლებლობებს, ვასახელებ ამერიკას და, რა თქმა უნდა, საქართველოს!

Share2Tweet1

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

12 years ago
„იღბალი საქართველოს მხარეს იყო, ჩემი ბიჭები განადგურებულები არიან“ – საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი

„იღბალი საქართველოს მხარეს იყო, ჩემი ბიჭები განადგურებულები არიან“ – საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი

2 years ago

“დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”

11 years ago
ბათუმში დელფინის მოკვლისთვის გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა

ბათუმში დელფინის მოკვლისთვის გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by