• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ბაქრაძემ პოლონეთში ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დავით ბაქრაძეევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 24-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქ. ლოძში ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმზე იმყოფებოდა.  სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გაიმართულ დისკუსიაში: „რა დახმარება შეიძლება გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით?“.

დისკუსიის მონაწილეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, საერთაშორისო საზოგადოების, როგორც მედიატორის შესაძლებლობებსა და საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „ჩემი მოხსენება შეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელწიფოებს-საქართველოს, უკრაინას გააჩნია ევრონტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, თუ რა ფორმით უნდა გამოხატოს ევროპამ დახმარება ამ სახელმწიფოებისთვის, იქნება ეს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში ვაჭრობის ზრდის, იქნება ეს ქვეყნებში დასაქმების ხელშეწყობის, თავისუფალი მიმოსვლის ხლშეწყობის, თუ სხვა მიმართულებებით.“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო და რა შეიძლება იყოს განვითარების პრიორიტეტები-ამ თემაზე იმსჯელეს ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგ სესიაზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღნიშნულ დისკუსიაშიც მონაწილეობდა. სესიაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სისტემის განვითარებისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ევროპა-უკრაინის ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის ელჩთან პავილიონის ზიგიმანტასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვის დელეგაციის წევრთან  რასა იუკნევიჩენესთან (ყოფილი თავდაცვის მინისტრი) და ლიტვის ოპოზიციური სეიმის ლიდერთან კუბილიუს ანდრიუსთან (ყოფილი პრემიერ-მინისტრი).

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.  სახელმწიფო მინისტრმა ლიტვურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

ლიტვური მხარის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების, ისე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ლიტვურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში ადეკვატურად აისახება  საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

რა სასარგებლო და მავნე თვისებებს შეიცავს მარწყვი?!

რა სასარგებლო და მავნე თვისებებს შეიცავს მარწყვი?!

8 years ago
“ვაძლიერებთ ლოცვებს” – ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

“ვაძლიერებთ ლოცვებს” – ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

5 years ago

ნოდარ ხადური: “ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, საქართველო სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა”

12 years ago

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by