• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორემ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს სიტყვით მიმართა

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1-patriarxსამი თემის (,,ერთიანი კალენდრის შესახებ,” ,,ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”) წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ ჟენევაში, შამბეზში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე განაცხადა. უწმინდესმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შეხვედრაზე სიტყვით მიმართა.

პატრიარქის მიმართვის ტექსტს “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიაქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლში შევიკრიბეთ და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად. მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსენსუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზე და ყველას თანხმობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მაშინაც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ წმინდა და დიდი კრება, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვემზადებით, განსხვავებულია ადრე ჩატარებული მსოფლიო კრებებისგან იმით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დოგმატურ საკითხებს და არ ვემიჯნებით ამა თუ იმ სწავლებას, არამედ გვსურს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წარმოჩენა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკრებო ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება. და რადგან კრების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობის გამოხატვაა, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კარგად გვესმის, რომ კრების მომზადებასთან დაკავშირებული ძირითადი ტვირთი თქვენ გაწევთ, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტისას ადგილობრივი ეკლესიების პოზიციების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. მაგრამ ვერაფრით დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ბოლო დროის შეხვედრებზე, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მიერ უარყოფილი თემები წმინდა და დიდ კრებაზე 30 წელზე მეტი ხნის წინ მიღებული სახით გავიდეს. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 1998 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ მიუღებლად მიიჩნია წმინდა და დიდი კრების იმდროინდელი წინამოსამზადებელი შეხვედრების რიგი დადგენილებები (მათ შორის ქორწინების და კალენდრის საკითხიც). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსაგვსი ქმედებები განხორციელდა სხვა ეკლესიებშიც. წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელი კომისიის მუშაობის შედეგებს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდი რეგულარულად ეცნობოდა, თუმცა, ვიცავდით დოკუმენტების არ გასაჯაროების შეთანხმებას; რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვეთანხმებოდით ამ პოზიციას. პირიქით, ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ შეთანხმებული საკითხები უნდა გასაჯაროვდეს, ამით ეკლესიებსაც და კრებასაც დავიცავთ გავრცელებული უსაფუძვლო ეჭვებისა და ბრალდებებისგან. რაც შეეხება ეკლესიებისთვის კრების შედეგების სავალდებულოებას, მიგვაჩნია, რომ დიდმა და წმინდა კრებამ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თუ იგი ეკლესიის სისავსემაც არ აღიარა, ეს დადგენილებები არა თუ სავალდებულო და მისაღები გახდება ეკლესიებისთვის, არამედ იქცევა დაბრკოლების მიზეზად და შეიძლება განხეთქილებამდე მიგვიყვანოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს. ჩვენ ვცხოვრობთ 2000 წლოვანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიციით. ამ წიაღმა მსოფლიოს მისცა ათასობით წმინდანი. მათ მიერ განჩინებული და აღიარებული წესების შეცვლა ძალიან საშიშია. გავიმეორებ იმ აზრსაც, რომ ვინაიდან, დიდი და წმინდა კრების გადაწყვეტილებები არ ეხება სწავლებით-სამოძღვრო (დოგმატურ) საკითხებს, მისი დადგენილებები ადგილობრივი ეკლესიებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს მხოლოდ კონსენსუსის წესით ყველას მიერ მათი მიღების შემთხვევაში.

უწმინდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელნო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორი წერილი დაგეგზავნათ (ჩემი და მიტროპოლიტ გერასიმეს სახელით), სადაც დაფიქსირებული იყო ის აზრები, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის (როგორც ადრე ჩატარებულის, ისე ბოლოდროინდელთა) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, კვლავ ვაცხადებთ, რომ სამი თემის (,,ერთიანი კალენდრის შესახებ”, ,,ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”) წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები კრების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაშინ წმინდა და დიდი კრება უნდა გადაიდოს, ვიდრე მათთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება არ მიიღწევა. შევნიშნავთ იმასაც, რომ წმინდა და დიდ კრებაზე არ შეიძლება, უკვე შეჯერებული თემების გარდა, რომელიმე სხვა საკითხის შემოთავაზება განსახილველად. ეს პრინციპულად მიუღებელია. წმინდა და დიდ კრებას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი სამღვდელოების, ბერ-მონაზვნების, ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, რაც იყო მსოფლიო კრებების ტრადიცია. ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ შამბეზის ამჟამინდელი გადაწყვეტილებებიც გატანილი იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე. განვლილია დიდი გზა, გაწეულია დიდი შრომა, მაგრამ, როგორც კრების წინა შეხვედრებმა აჩვენა ერთსულოვნების მისაღწევად კვლავაც მოგვიწევს მუშაობა. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვმოწმოთ ჭეშმარიტი. დაე, იყოს ეს შეხვედრაც და წმინდა დიდი კრებაც გაცხადება ყოვლადწმინდა სამების ნებისა და ჩვენზეც აღსრულდეს მოციქულის სიტყვები: ,,გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა გქონდეთ; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან” (II კორინ.13.11), ამინ!”, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვის ტექსტში.

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

„აშშ წუხილის და შეშფოთების ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის“- ნოდარ ხარშილაძე

10 years ago
„მარკოზისა და იოანეს სახარება“ – დღეს ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

„მარკოზისა და იოანეს სახარება“ – დღეს ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

11 years ago
პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის მოსმენა ვერ შეძლო

11 years ago
ვინ არის კაცი, რომელმაც ბავშვები გადაარჩინა 

ვინ არის კაცი, რომელმაც ბავშვები გადაარჩინა 

4 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by