• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პროექტმა აჩვენა, რომ ნაკითხი, შემეცნებაზე ორიენტირებული და ძლიერი თაობა მოდის“ – ნინო კელაურიძე

10 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„პროექტმა აჩვენა, რომ ნაკითხი, შემეცნებაზე ორიენტირებული და ძლიერი თაობა მოდის“ – ნინო კელაურიძე
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ხშირად უფროსებისგან გვესმის წუწუნი, რომ ახალი თაობა წიგნებს აღარ კითხულობს. ეს ასე არაა“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას გადაცემა „წიგნების თაროს“  წამყვარი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ქართულ ტელესივრცეში ახალი პროექტი გამოჩნდა. „წიგნების თარო“ ახალგაზრდული შემეცნებითი ტელეთამაშია. თითოეულ თამაშში მონაწილეობს ორი სკოლის გუნდი, რომლებიც დაკომპლექტებულია სამ-სამი მონაწილით.

მონაწილეობა შეუძლიათ 15-18 წლის მოსწავლეებს. თამაში 7 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან ერთი გულშემატკივრების რაუნდია, ყველაფერი კი ბლიცტურით სრულდება. თამაშში ასევე მონაწილეობს მოწვეული სტუმარიც, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი,რომელიც რიგ შემთხვევებში მოთამაშეების დახმარებას ცდილობს.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რამდენიმე გადაცემა უკვე იხილა მაყურებელმა. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა პროექტის შემოქმედებითი ჯგუფით. ჯგუფი საზოგადოებისთვის საინტერესო და საყვარელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. „თბილისი თაიმსი“ პროექტის შესახებ დეტალებზე იდეის ავტორსა და გადაცემის პროდიუსერს ნინო კელაურიძეს და გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

12674097_1118013784896563_1461748156_nსაიდან გაჩნდა გადაცემის შექმნის იდეა და როგორ შეიკრიბნენ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები?

– ზაფხულში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტების კონკურსი გამოაცხადა. “წიგნების თარო” ამკონკურსის საბავშვო მიმართულების გამარჯვებული პროექტია. პროექტის იდეა კი მაშინ გამიჩნდა, როდესაც თანამედროვე ახალგაზრდების წიგნიერების დონეზე ვფიქრობდი. საბედნიეროდ, ჩემი შიში და ზოგადად გავრცელებული აზრი, თითქოს ბავშვებს წიგნები არ აინტერესებთ და არ კითხულობენ, არ გამართლდა.

პროექტმა აჩვენა, რომ ნაკითხი, შემეცნებაზე ორიენტირებული და ძლიერი თაობა მოდის. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგება.  მე – „წიგნების თაროს“ იდეის ავტორი და პროდიუსერი, წამყვანი და სცენარისტი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სცენარისტი ტორესა მოსი და პროდიუსერის ასისტენტი ქეთი კაპანაძე. ეს ოთხი ადამიანი ყოველდღიურად ცდილობს „წიგნების თარო“, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დახვეწილი, საინტერესოდ სასარგებლო გადაცემა იყოს.

რით განსხვავდება სხვა ინტელექტუალური გადაცემებისგან „წიგნების თარო“ და რა წარმოადგენს პროექტის მიზანს?

– „წიგნების თარო“ სხვა ინტელექტუალური გადაცემებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის ორიგინალური ქართული პროექტი. აქედან არცერთი ბავშვი არ მიდის გულდაწყვეტილი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, არ დავძაბოთ მონაწილეები და თავისუფლად ვაგრძნობინოთ თავი. ასევე ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ არის სირცხვილი გიყვარდეს „ჰარი პოტერი“ და სხვა თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშები.  არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი ტიპის ლიტერატურას მასწავლებლები ამრეზით უყურებენ ხოლმე.

რაც შეეხება პროექტის მიზანს, ეს ცალსახაა – წიგნის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, წიგნის კითხვისა და სიყვარულის დანერგვა.

რა წარმოადგენს პროექტის თემატიკას?

– პროექტის თემატიკას თავიდან ბოლომდე მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს. 7 მთავარი შეკითხვაც და ბლიციც მთლიანად მხატვრულ ლიტერატურაზეა აგებული.

ტელეთამაშის სტრუქტურის შესახებ,რომ გვიამბოთ და როგორ აირჩა მონაწილე სკოლები?

– „წიგნების თარო“ შედგება 7 ძირითადი შეკითხვისგან და ბლიც ტურისგან. ძირითად შეკითხვებში წამყვანი წიგნის გარშემო ვიკიპედიური პრინციპით საუბრობს. გუნდები ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს სწორი პასუხის გამოცნობა. პასუხის არქონის შემთხვევაში მონაწილეებს ეძლევათ დამატებით 30 წამი, რის შემდეგაც მოწვეული სტუმარი დამატებით მინიშნებებს აძლევს.

ერთ-ერთ რაუნდს მოწვეული  სტუმარი თავად წარმართავს. ის შეკითხვას იმავე პრინციპით არა მონაწილეებს, არამედ მათ გულშემატკივრებს უსვამს.

მონაწილეების შერჩევა გრძელი და რთული პროცესი იყო. ჩვენ შევადგინეთ სპეციალური აპლიკაციისფორმა, რომელიც განათლების სამინისტროს დახმარებით საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას გადავუგზავნეთ. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. დაახლობით, 150-მა სკოლამ გადმოგვიგზავნა შევსებული აპლიკაციები, რის შემდეგაც ყველა მათგანს პირადად სკაიპის მეშვეობითგავესაუბრეთ. ამგვარად ავირჩიეთ 32 საუკეთესო სკოლის გუნდი, რომლებიც დღეს „წიგნების თაროში“ მონაწილეობენ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძეგადაცემის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე:

თქვენი აზრი, ტელეთამაშის შესახებ,როგორ შეაფასებთ პროექტს?

– ეს პროექტი ძალიან მიყვარს და მისი შეფასებისას ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მართლაც კარგი გადაცემა გამოვიდა.

თანამედროვე ახალგაზრდობისთვის ესაა ყველაზე საჭირო მიმართულება – წიგნიერების პოპულარიზაცია. წიგნის თაროზე სადები დამტვერილი ნივთიდან ყოველდღიურობაში საჭირო ნივთად ქცევა. გადაცემა მოკლებულია ყოველგვარ ყალბ პათეტიკას და დიდაქტიკურ მიდგომას, რაც გადაცემის მთავარ სიმღერაშიც ჟღერს („მე ვერ გასწავლი ჭკუას“), პირიქით ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ბავშვებზე, მოზარდებზე, ახალგაზრდებზე და მათ მოთხოვნებზე დამოკიდებული შოუ შევქმნათ, თამაში, რომელშიც როგორც ვიზუალური კუთხით, ისე შინაარსობრივად, მონაწილეები თავს კომფორტულად იგრძნობენ. ეს ჩვენი თაობის თამაშია, ჩვენ თაობაში წიგნიერების ამაღლებისთვისაა შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ამითი ყველა თაობა კმაყოფილი დარჩება.

კომფორტულია თქვენთვის ამ გადაცემის წაყვანა?

– ძალიან კომფორტულია. ლიტერატურა ის სფეროა, რომელშიც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, მით უფრო, როცა გადაცემის ფორმატი ისეთია, მეც კი აზარტული ვხდები ხოლმე თამაშის პროცესში, ვიზიარებ მონაწილეთა ემოციებს და ყველაფერი ისე მიდის, მხოლოდ გადაცემის დასრულებისას ვხვდები თუ რამხელა ენერგია წაიღო ამ პროცესმა.

რა არის თქვენთვის ამ პროცესში ყველაზე სასიამოვნო და არასასიამოვნო?

– ყველაზე სასიამოვნოა წიგნის მოყვარული ამდენი ბავშვის ხილვა ამ პროექტში. მათთან იდეების გაცვლა-გამოცვლა. შემოქმედებითი ჯგუფი ვმეგობრობთ მონაწილეებთან და ვცდილობთ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, ამავე დროს შეუფასებელ ინფორმაციას ვიღებთ მათგან, მათი მისწრაფებების შესახებ. უსიამოვნო მათგან არაფერია.

რამდენიმე გადაცემა გავიდა ეთერში,როგორ შეაფასებთ თანამედროვე ახალგაზრდებს და რას ურჩევთ მათ?

– ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ თაობის. ხშირად უფროსებისგან გვესმის წუწუნი, რომ ახალი თაობა წიგნებს აღარ კითხულობს. ეს ასე არაა. კითხულობს და მეტიც, ძალიან კარგად აანალიზებს იმას, თუ რას კითხულობს.

ვურჩევ მათ იყვნენ დამოუკიდებლები და ყოველთვის შეინარჩუნონ ანალიზის უნარი, ეცადონ ჩამოყალიბდნენ თავისუფალ პიროვნებებად და არასოდეს გადაიყვარონ წიგნი, რადგან სწორედ წიგნი იქნება მათი მუდმივი მეგობარი და მეგზური ცხოვრებისეულ ასპარეზზე, სწორედ წიგნის დახმარებით მიხვდებიან, რა არის სწორი და რა – არა.

 ნათია კეკენაძე

ნათია

Share2Tweet1

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026
ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
ახალი ამბები

ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

05/19/2026

საინტერესო

თურქეთის მაღაროს საქმეზე რამოდენიმე ადამინი დააკავეს

12 years ago
ილია მეორეს ნათლული კიდევ 821 ჩვილი გახდება

სამებაში დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

8 years ago
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა მომზადდა

ანაკლიის პორტით კიდევ ერთი მსხვილი ჩინური კომპანია დაინტერესდა

8 years ago
ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

9 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by