„ხან აკადემია“ (Khan Academy) დისტანციური, ონლაინ სწავლების ახალი მეთოდია. ის შეაფასეს უკვე რევოლუციური გზა და საშუალება, რომელიც ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობას. პლატფორმას მრავალ ქვეყანაში იყენებენ, „თბილისმა თაიმსმა“ 2006 წელს, ბანგლადეშელი წარმოშობის ამერიკელი სალმან ხანის მიერ შექმნილი აკადემიის შესახებ უკვე გიამბოთ. ამჯერად, ქართულ „ხან აკადემიას“ გაგაცნობთ.
დეტალებზე, „თბილისი თაიმსს“ აკადემიის გუნდის წევრი, გიორგი ჯიბლაძე ესაუბრა.
როგორ დაარსდა ქართული „ხან აკადემია“ და რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ?
– ოთხმა მეგობარმა დავაარსეთ ქართული „ხან აკადემია“. დღესდღეობით, საკმაოდ ბევრი რესურსი არსებობს ინტერნეტში, რითიც შესაძლებელია განათლების მიღება. დაწყებული ვთქვათ, იუთუბიდან და დამთავრებული საგამანთლებლო პლატფორმებით. მათი გამოყენება ხელმისაწვდომია ყველასთვის და რაც მთავარია არის უფასო. მაგალითისთვის, არსებობს პლატფორმები,სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სტენდფორდისა და ჰარვარდის ლექციების ონლაინ მოსმენა და ა.შ.
ჩვენი ფონდი 2015 წლის თებერვალში დაარსდა, დავიწყეთ „ხანის აკადემიის“ თარგმნა და ლოკალიზება ქართულ ენაზე. 12 თვე მოვუნდით, საკმაოდ დიდი მასალა იყო სათარგმნი. 25 კაცი იყო ჩართული ამ თარგმნის, შემოწმებისა და ხარისხის მართვის კონტროლში.
2016 წლის აპრილში ოფიციალური ხან აკადემიის ქართული ვებ-გვერდი გაეშვა.ის მოიცავს, ძირითადად, მათემატიკას 1ლი-დან მე-8 კლასამდე. წლის ბოლომდე იქნება მთლიანი მათემატიკა, იქნება ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმიაც.
რაც შეეხება სირთულეებს, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებობდა ხელმისაწვდომობის პრობლემა იმ თვალსაზრისით,რომ ენის ბარიერი გახლდათ გადასალახი. ლექციები ინგლისურ ენაზე იყო, რის გამოც ვერ ახერხებდნენ ახალგაზრდები ამ პლატფორმების გამოყენებას. მეორე სირთულე,რაც ამ ეტაპზეც არსებობს არის ის რომ ინფორმაცია არ აქვთ ამ პლტფორმების შესახებ. არ იციან ახალგაზრდებმა, რომ ისინი არსებობს. ჩვენ სწორედ ამ ბარიერების დაძლევაზე ვმუშაობთ.
როგორ მუშაობს ქართული „ხან აკადემია“?
– პირველ რიგში, ვთარგმნით. შექმნის პროცესიც სწორეთ თარგმნით დაიწყო. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ხარისხიან განათლებაზე ნებსმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა. ერთია, რომ ვთარგმნით მასალებს და მეორეა ის, რომ გვინდა შევქმნათ ქართულ-ინგლისური კურსები.
ასევე ვატრენინგებთ მასწავლებლებს. ტრენინგებია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ხანის აკადემია. მომავალში კი, ვაპირეთ სკოლებში პრეზენტაიცების ჩატარებას ბავშვებისთვის და ინსტრუქციების მიცემას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ჩვენი პლატფორმა.
აკადემიის ოფიციალურ ვებ მისამართზე არის შესაძლებელი ქართული ენის არჩევა და მომხმარებელი არჩევის შემდეგ შედის ქართულ ინტერფეისზე. იქ არამარტო ვიდეოებია, არამედ 50 ათასამდე მათემატიკის პრაქტიკული სავარჯიშოებიც. თავდაპირველად, 7000 წუთი ვიდეო მასალა და მილიონ შვიდასი ათასი მეტი სიტყვა გადაითარგმნა. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ბევრი ხალხი იყო ჩართული, გარკვეული დაფინანსებაც დაგვჭირდა და მერე მოვიძიეთ.
პლატფორმის ინოვაციურობა და განსაკუთრებულობა,რაში მდგომარეობს?
– „ხან აკადემია“ არის ე.წ „ჭკვიანი“ პლატფორმა,რომელიც განსაზღვარავს სპეციალური მინი ტესტის მერე ნებისმეირი ადამიანის ცოდნის დონეს და უკვე ამის მიხედვით აძლევს სავარჯიშოებს და ეხმარება ზრდაში. ამასთანავე, მასწავლებლებისთვის არის სასარგებლო იმ კუთხით, რომ მათ აქვთ წვდომა მთელი კლასის მონაცებზე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალური მიდგომით შეუძლიათ კარგად აუხსნან მოსწავლეებს ესათუის საკითხი. პლატფორმა ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას ხდება და მის აღმოფხვრაშიც ეხმარება მასწვალებლებს.
თუ გაქვთ ინფორმაცია,რამდენი ადამიანი იყენებს,დაახლოებით, პლატფორმას საქართველოში, როგორია აქტივობა?
ინგლისურ ვერსიას იყენებდა 3 ათასი ადამიანი თვეში, დღეს იყენებს 6 ათასი. გარკვეულწილად, ჩვენ ინგლისური ვერსიის პოპულარიზაციაც მოვახდინეთ საქართველოში. რაც შეეხება ქართულ ვერსიას,მაგალითად, მაისის თვეში 11 ათასი ვიზიტორი ჰყავდა, 45 ათასი ნახვა აქვს ვიდეო არხს.
გვინდა არასრულწლოვანთა კოლონიაშიც დავნერგოთ „ხან აკადემია“. მოლაპარაკებები სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომ ლოკალურ სერვერზე დაინერგოს პლატფორმა და სწავლის პროცესში ჰქონდეთ წვდომა ამ მასალასთან.
სამომავლო გეგმები უკვე ახსენეთ, გვაინტერესებს რას აპირებთ მომავალში იმისთვის,რომ პლატფორმა ახალგაზრდებში უფრო პოპულარული გახდეს და რას იტყვით კონკურენტ პლატფორმებზე,თუ არიან ასეთები საქართველოში?
– ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით, დაგვემატა 17 ადამიანი,რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასვხა ქალაქში ჩაატარებს პრეზენტაციებს, იმის შესახებ,თუ რას წარმოადგენს ეს პლატფორმა. ეს პრეზენტაციები სექტემბრიდან დაიწყება.სამინისტოს მხრიდან გვჭირდება ხელშეწყობა რომ მოხდეს ორგანიზება. გვაქვს ასევე ონლაინ აქტივობა. სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტიზაციის დონე, დაახლოებით, 40%-ია. არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც მობლური ოპერატორები, რამდენიმე საგანმანღლებლო პლატფორმას, მათ შორის ვიკიპედიას ტრაფიის გარეშე აწვდიან. ასეთი პრეცედენტი რადიკალურად შეცვლიდა ხელმისაწვდომობას შორეულ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინტერნეტი არაა. ვაპირებთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, თუ რომელიმე ოპერატორი დაგვთანმდება ძალიან კარგი იქნება.
რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ასე ვუყურებთ ამ საკითხს, რომ თუ არსებობს კონკურეტი , ეს უკვე კარგია. ჩვენი მიზანია საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობა და თუ ვინმე ასეთ რამეს ქმნის არის ძალიან კარგი. კონკურენტი იმდენად არა,რამდენადაც არსებობს, მაგალითად, „კოდალას აკადემიის“ანალოგი. თუმცა, იქ მხოლოდ ვიდეოებია, „ხან აკადემია“, კი პლატფორმაა, ბევრად უფრო მეტია.
ნათია კეკენაძე