• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ტელეკომპანია მაესტროს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაჩეჩილაძესაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა.

“2016 წლის 9 თებერვალს 15 საათსა და 32 წუთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის განცხადება, რომლითაც მოქალაქემ მოითხოვა, რომ მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს. განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ე. გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს “სტუდია მაესტროს” 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან ე. გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლ.გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

უმუშევრებისთვის კომპენსაციების დარიგების საკითხი განიხილება

უმუშევრებისთვის კომპენსაციების დარიგების საკითხი განიხილება

9 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

11 years ago

ნაციონალური მოძრაობ: “დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არც ერთი ლიდერი”

12 years ago
გიორი გაჩეჩილაძემ “მაესტროს” დირექტორის პოსტზე ძმა დაასახელა

გიორი გაჩეჩილაძემ “მაესტროს” დირექტორის პოსტზე ძმა დაასახელა

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by