• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა, პატრიარქის ინიციატივა და სამომავლო პერსპექტივები

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა, პატრიარქის ინიციატივა და სამომავლო პერსპექტივები
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სსს

გაეროს 2010 წლის კვლევა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საგანგაშო სურათს იძლევა. კვლევის თანახმად  საქართველოში 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. ამ შედეგების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 ათასით მცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 11 მილიონამდე იზრდება და მცირედით იზრდება, ასევე, სომხეთის მოსახლეობა.

საინტერესოა, რომ ამავე გაეროს მონაცემებით, 1950 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 3.527 მილიონიდან 5.460 მილიონამდე, 54.8%-ით გაიზარდა. თუმცა, გასაგები მიზეზებისდა გამო, 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი კლება.

ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს, სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოდან მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენდა. მთლიანობაში, ბოლო ორი დეკადის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1.241 მილიონით (22.72%-ით).

საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში იმყოფება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა.

ამას ემატება ის, რომ  მილიონამდე საქართველოს მოქალაქე  საზღვარგარეთ არის წასული და იქ მუშაობს.

აქვე, შობადობის მცირე მაჩვენებელია, ხოლო  სიკვდილიანობის დონე გაზრდილი -აღსანიშნავია, რომ  განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში.

ბოლო აღწერის მიხედვით საქართველოშ დაახლოებით 7 500 000 ადამიანია, ხოლო ქალაქში მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა, ნაწილის ვარაუდით კი, გაეროს კვლევები შესაძლოა არ გამართლდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, რომელიც პატრიარქის ინიციატივით შედარებით გამოიკვეთა და დამოგრაფიული ზრდის მაჩვენებელი შესამჩნევად დასტაბილურდა.

საილუსტრაციოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2000 წელს საქართველოში  4 500 000-მდე ადამიანი იყო, შემდეგში მაჩვენებელი რამდენიმე ასეული ათასით შემცირდა, ხოლო 2008 წელს პატრიარქის ინიციატივის შემდეგ, მაჩვენებლმა ისევ აიწია თავდაპირველ ნიშნულამდე და გადააჭარბა კიდეც, თუმცა ბოლო წელს ნიშნული შესამჩნევად დაეცა.

საინტერესოა, რომ ზოგადი მსოფლიო დემოგრაფიული სტატისტიკა აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს გვაძლევს – მოსახლეობის ზრდის დინამიკა ძალიან სწრაფია და  თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა,  ბოლო წლებში რაოდენობამ 6 მილიარდს გადააჭარბა და  ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მსოფლიო მოსახლეობა რამდენიმე წელიწადში 8 მილიარდს გადააჭარბებს.

და მაშინ, როდესაც მსოფლიო დემოგრაფიული სტატისტიკა ასეთ სურათს იძლევა, საქართველოში აბსოლუტურად გასხვავებული მდგომარეობაა. საინტერესოა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების პროგნოზი დემოგრაფიული ზრდის მაჩვენებელს იძლევა და როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული პრობლემა?

ექსპერტთა შეფასებით, არსებული დემოგრაფიული კრიზისის თანდათანობითი მოგვარება შემდეგი გზებითაა შესაძლებელი: ბუნებრივი შობადობის წახალისება-ზრდით. უშუალოდ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტს, კერძოდ, რელიგიურ ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, ბიზნესჯგუფებს, ოჯახის ინსტიტუტს და სხვ,

ასევე, მათი თქმით, აუცილებელია შობადობის წახალსება, რაც დეკრეტული შვებულების ფულად ანაზღაურებას გულისხმობს. ამ მხრივ, საქართველოში კრიტიკული მდგომარეობაა – საქართველოში ჩვილბავშვიანი ქალი სახელმწიფოსგან ოთხი თვის განმავლობაში (126 დღე)  600 ლარს იღებს, სომხეთში გაცილებით მეტს _ 2 700 ლარს, რუსეთში _ დაახლოებით 7 308 ლარს. თანაც, ამ ქვეყნებში დეკრეტული შვებულება 140-დღიანია, ისევე როგორც აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი ქალები დეკრეტული შვებულების დროს ანაზღაურებას ხელფასის რაოდენობის მიხედვით იღებენ, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში ორსული ქალი წელიწადში დაახლოებით 8 462 ლარით ფინანსდება.

ამიტომაც ექსპერტები დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზად ყოვლისმომცველი დემოგრაფიული პროგრამის შემუშავებას, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახების ხელშეწყობას, ახალშობილთა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვისათვის ზრუნვას, ეკონომიკის განვითარებას, მაღალმთიანი რეგიონების გაუკაცრიელების პროცესის შეჩერებას მიიჩნევენ.

საყოველთაო ნათლობა

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ექსპერტების ნაწილი იმას, რომ ქვეყანაში ბოლო წლების სტატისტიკა შედარებით სტაბილური იყო და ზრდის ტემპიც შეინიშნებოდა,  პატრიარქის ინიციატივას მიაწერს.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ოჯახში დაბადებულ ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლია თავად იქნებოდა. ინიციატივას ბევრი მსურველი გამოუჩნდა.

უკვე 2008 წელს, წინა წელთან შედარებით ახალდაბადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2007 წელს დაიბადა 49 287 ბავშვი, 2008 წელს კი – 56 565.

სულ პატრიარქს დაახლოებით 22 000 ნათლული ნათლული ჰყავს.

მშობლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ინიციატივამ გადააწყვეტინა მესამე შვილის გაჩენა.

მარიამ ბერიძე: ,,ის, რომ ჩემს შვილს პატრიარქი მონათლავს, ძალიან დიდი მოტივაციაა. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეჩინა მესამე ბავშვი და ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილს ასეთი მადლიანი ნათლია ჰყავს.“

ინგა ქლიბაძე: ,,რა თქმა უნდა, ინიციატივამაც იქონია გავლენა, თუმცა, ჩემი მოძღვრის – მამა შოთას კურთხევამ  განსაკუთრებით გადამაწყვეტინა ანასტასიას გაჩენა.  მან მითხრა, რომ  მასთან ყოველდღიურად უამრავი ქალი მიდის, რომელიც ცრემლებით ევედრება უფალს, რომ დედობის სიხარული განიცადოს და მათ, ვისაც ეს მადლი მისცა უფალმა, არ უნდა თქვან უარი ამ დიდ საჩუქარზე. მაშინ გადავწყვიტე გამეჩინა მესამე.

ის, რომ პატრიარქი ჩემი პატარას ნათლიაა უდიდესი სიხარული და უდიდესი მადლია ჩემი ოჯახისათვის.“

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივამ რაღაც ეტაპზე გაამართლა, როგორც ექსპერტები ამბობენ, წინ საგანგაშო მდგომარეობა გველის. ამ მდგომარეობის გამოსწორება  ეტაპობრივად შეიძლება, ამ პროცესში კი არა მარტო ცალკეულმა ინსტიტუტებმა, არამედ უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა შეიტანოს თავისი მსხვილი წვლილი.

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In