• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მირქმის დღესასწაული აერთიანებს სიხარულს და ქრისტეს სიკვდლის მოლოდინს“- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„მირქმის დღესასწაული აერთიანებს სიხარულს და ქრისტეს სიკვდლის მოლოდინს“- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შობიდან მეორმოცე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ხდება გახსენება სახარებისეული მოვლენის, როდესაც იოსებმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა ყრმა იესო შობიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიაბრძანეს და მტრედის ორი მართვე მიიყვანეს შესაწირად, რათა უფლისაგან დაწესებული რჯული აღესრულებინათ. როდესაც ისინი ტაძარში შევიდნენ, მათ ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება, რომელსაც სულიწმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ ვიდრე მაცხოვარს საკუთარი თვალით არ ნახავდა, სიკვდილის გემოს ვერ იხილავდა. სვიმეონი დიდი სიხარულით შეეგება მაცხოვარს, მკლავები მოხვია, გულში ჩაიკრა, აკურთხა ღმერთი, და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”(ლკ.2,29-30).

“თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ნაწყვეტს, მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის სიტყვიდან, რომელიც  1982 წელის 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულზე წარმოთქვა:

12714051_935586786538379_1064651522_n „დღეს ჩვენ უფალს იმ ღრმა და მადლიერი სიხარულით მივეგებებით, რომლითაც სჳმეონ ღვთისმიმრქმელს ხელთა ზედა თვისთა ეტვირთა ღვთიური ყრმა და მასში ყველა ძველი წინასწარმეტყველების ასრულებას ხედავდა შესახებ იმისა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც კაცსა და ღმერთს შორის გაუცხოება დასრულდებოდა, როცა ღმერთი ჩვენთან გარდამოხდებოდა ხორციელად ვითარცა მაცხოვარი და თავისი განკაცებით, თავისი ცხოვრებით, თავისი მოძღვრებითა და თავისი ჯვრიანი სიკვდილით ჩვენს ღმერთსა და მამასთან შეგვარიგებდა. მირქმის დღესასწაულზე შეუღლებულია სიხარულიცა და ქრისტეს ჯვრიანი სიკვდილის მოლოდინიც.

არსებობენ დღესასწაულები, როდესაც სული იმდენად აღვსილია ზეიმით, რომ ხელს ვერ აღაღებ საშრომლად; მაგრამ არიან ისეთი დღესასწაულებიც, როდესაც ხელს იმიტომ ვერ გაანძრევ, რომ გული ან მწუხარებითაა სავსე ან წმინდა ძრწოლით. უფლის მირქმის დღესასწაული ორივ ამ ნიშანს აერთიანებს. მიეგებება ქრისტეს სჳმეონ ღვთისმიმრქმელი, ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც მართალი ცხოვრებით იცხოვრა, ვისაც ღვთისგან ჰქონდა აღნათქვამი, რომ არ იხილავდა გემოს სიკვდილისას, ვიდრე სოფლის მაცხოვარს არ იხილავდა, მოსრულსა თავისი შერიგებისა და ამასოფლის ფერიცვალების საქმის აღსასრულებლად. ამ სიხარულსავე ამოწმებს ანა წინასწარმეტყველიც. ისინი იმაზედ უბნობენ, რომ აღსრულდა მთელი მოლოდინი არამარტო ძველი აღთქმისა, არამედ  ერთიანად კაცობრიობისა დასაბამიდან სოფლისა, მისი სურვილი, წუხილი, იმედი მასზედ, რომ მოსულიყო უფალი და აღარ ყოფილიყო მასსა და ჩვენ შორის გაუვალი უფსკრული. ისინი ერთდროულად ზეიმობენ იმაზე, რომ არამარტო წარსული, არამედ აწ მომავალიც გამართლებულია და იმედითა და სიხარულით ბრწყინავს. მოვიდა უფალი და მოგვეახლა სასოებაც, რომელსაც ვერანაირი მწუხარება, ვერანაირი მიწიერი საშინელება ვერ ჩააქრობს, რამეთუ ღმერთი უკვე ჩვენ შორისაა, ქრისტეა ჩვენს შორის, და ვეღარავინ გამოგვტაცებს ვერც მის ხელთაგან, ვერც მის სიყვარულს.

მაგრამ უფლის მირქმის დღესასწაული იმავ დროს წმინდა ძრწოლისა და წუხილის ბეჭედსაც ატარებს. იგივე სჳმეონმა, რომელმაც უფლის ხორციელად მოსვლა ამცნო, ღვთის დედას აღუთქვა, მოუტანა ცნობაც იმის შესახებ, რომ მის გულს მახვილი განვლიდა, განგმირავდა იმგვარი ტკივილი, განიცდიდა ისეთ ტანჯვას, რომელიც არავის არასდროს დედამიწაზე არ განუცდია. მაშინ მან არ უწყოდა, როგორი იქნებოდა ეს საშინელება და სატანჯველი; მოგვიანებით, როდესაც გოლგოთაზე ჯვართან იდგა, ბოლომდე იწვნია იგი: წუხილი და ძრწოლა დედისა, რომელიც თავის შვილს უსამართლო მსჯავრით ჯვარზე მილურსმნულს ხედავს, იმ ადამიანთა სიძულვილით, ვისთვისაც ის ცხოვრობდა, ქადაგებდა, ვისთვისაც ღმერთი კაც იქმნა; ხედავდა, თუ როგორ ტოვებდა საათობრივ მას სიცოცხლე და ბოლოს იგი სავსებით უსულო მიიქვა თავის დედობრივ მკლავებზე. ეს მას უწინასწარმეტყველა სჳმეონ ღვთისმიმრქმელმა; და ამიტომაც ვდღესასწაულობთ რა ამ დღეს, ვხარობთ რა მასზედ როგორც ჩვენს ცხოვნებაზე, მოვიგონოთ ამასთან ღვთის დედის ეს გულის განმგმირავი მწუხარებაც. მთელს ქვეყანაზე რამდენ დედას შეუძლია ამ წუხილის გაგება, ვისაც შვილები – ვაჟიშვილები და ქალიშვილები ავადმყოფობებმა თუ ომების სასტიკმა სიკვდილმა წაართვა…

თითოეული ჩვენთაგანი შემდგომად შობისა ტაძარში მოიყვანება, ან მოგვიანებით მოვალს, რათა მოინათლოს და ღვთის წინაშე გაეკლესიურებული წარდგეს. ყრმის ან მოზარდის ეს ეკლესიად მოყვანება სახეა იმისა, რაც მაშინ ძველად იერუსალიმში მოხდა. როგორადაც ძე ღვთისა, რომელიც ძედ კაცისა იქმნა, წარდგა ღვთის წინაშე, ასევე თითოეული ჩვენთაგანიც, როდესაც ნათელს–იღებს, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ცხოვრებას ეზიარება. ყოველი ჩვენთაგანი ტაძრად მოიყვანება და მოვალს, რათა ბოლომდე, უარყოფის გარეშე ღვთის მონაპოვრად იქცეს, არა ზოგადად „ღვთის შვილად“, არამედ ღვთის ძედ ან ასულად, რომელიც იმ გზაზე დგება, რომელზეც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ვიდოდა.“

სოფიკო ნინიკაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება – ცერცვაძე

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება – ცერცვაძე

5 years ago
“ეს მხოლოდ დასაწყისია… რუსები მალე გაოცებულები დარჩებიან ” – მამუკა მამულაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციების გაგრძელებას აანონსებს

“ეს მხოლოდ დასაწყისია… რუსები მალე გაოცებულები დარჩებიან ” – მამუკა მამულაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციების გაგრძელებას აანონსებს

1 year ago
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – კომერციული ბანკები აფასებენ

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა

11 years ago
„20 დღე ეძება, ოთხივე იპოვა, დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება“ – ქაშვეთის ეკლესიაში შოვში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

„20 დღე ეძება, ოთხივე იპოვა, დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება“ – ქაშვეთის ეკლესიაში შოვში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

3 years ago

ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. რომანტიკულ კადრებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც...

მეტის ნახვაDetails
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by