• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუსული მითები და ანტიდასავლური მედია ნატო-სთან დაახლოების მთავარი „მტრებია“

9 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, კატეგორიის გარეშე
A A
რუსული მითები და ანტიდასავლური მედია ნატო-სთან დაახლოების მთავარი „მტრებია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“ – ამ სიტყვებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზნები ერთი შეხედვითაც არის დეკლარირებული. შესაძლოა „მიზანი ერთია, დიადი და ნათელი“, თუმცა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესს ახლავს გამოწვევები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებით ხშირად განიხილება.  საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლური ვექტორი,როგორც ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხის საფუძველი, რუსული მითები, პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავლენა ქართული საზოგადოების განწყობაზე, ამ ხელისშემშლელ ფაქტორებზე  ქართველი დიპლომატები და სამხედრო სფეროს ექსპერტები საჯაროდ საუბრობენ. მთავარი კითხვაა არის თუ არა ნატო უსაფრთხოების გარანტი და რეალურად რა სურს საქართველოს მოსახლეობას?

საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური კურსი ცნობილია, თუმცა ბუნდოვანი რჩება ქართული საზოგადოების განწყობა და ნატო-ს ნდობის რაოდენობრივი მაჩვენებელი. ალიანსის მიმართ  მოსახლეობის ნიჰილიზმის განმსაზღვრელ ფაქტორებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გია ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 70-75 %-ს ქვემოთ არასდროს ჩამოსულა.

„25 %-ში ყველა ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას სურს თავისი ადგილის პოვნა. დასავლურ ფრონტზე ადგილის დამკვიდრება გაცილებით რთულია.როგორც კი რაიმე ხელშესახები შედეგი გვაქვს ნატო-სთან, საზოგადოებაში იმ ადამიანების პროცენტი,რომლებიც ალიანსს ენდობიან, მაშინვე იწევს“ , – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ნატო-ს მიმართ მოსახლეობის ნდობის შესახებ ოპტიმიზმს არ იზიარებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელსაც არგუმენტად „აირაის“ და „ენ-დი-აის“ კვლევები მოჰყავს და ამტკიცებს,რომ ნატო-ს მხარდამჭერთა პროცენტული კლების ტენდენცია თვალშისაცემია.

„2008 წელს მოსახლეობის 77% პროცენტი აფიქსირებდა ნატო-ს მხარდაჭერას. თუმცა, დინამიკას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს რიცხვი ახლა დაახლოებით 61%-ია. არ ვიცით 50%-ს რომ ჩამოცდეს როგორ ქვეყანას მივიღებთ და როგორი სენტიმენტები თუ რიტორიკა გაჩნდება“ , – აღნიშნა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ექსპერტები ნატო-ს მიმართ მოსახლეობის უნდობლობის მთავარ გასაღებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში პოულობენ. „ენ-დი-აი“-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში ძირითადი ინფორმაციის წყარო ისევ ტელევიზიაა და რეიტინგის პირველ ათეულში რუსულენოვანი არხებია. თუმცა, გია ჯაფარიძე და ირაკლი ტაბლიაშვილი მთავარ საფრთხედ პრორუსული ნარატივის ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაძლიერებას მიიჩნევენ.

„მედიაში ისმის არა ჯეიმს აპატურაის კრიტიკული აზრი ე.წ სამმხრივ ფორმატზე, არამედ ადა მარშანიას სიტყვები. ჟურნალისტების, ხელისუფლების, ოპონენტების ერთიანი მიდგომა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

რუსულ-ქართული კონფლიქტი რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება და დასავლური განვითარებით რუსული აგრესიის გაძლიერების შიში რომ უსაფუძვლოა, ამის შესახებ „ტვ პირველის“ სატელევიზიო ეთერით დიპლომატები და მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ. გადაცემაში „ნატო პირველზე“,დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ  განაცხადა,რომ რუსეთიდან საფრთხე ნატო-სთან ურთიერთობის მიუხედავად მოდის.

„ნურავის ექნება ილუზია,რომ ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა არის რუსეთის მტრობის მიზეზი. ეს არის გულუბრყვილო მსჯელობა, ან რუსული ნარატივი.  რუსეთი ამისთვის არ გვსჯის, არ ყოფილა არანაირი ლაპარაკი ნატოზე 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაქცევად“ , – თქვა გიორგი ბადრიძემ.

„Membership action plan“ – „მაპი“ წევრობის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობის საბოლოო ხელშესახები შედეგი იქნება. თუმცა, ხელისუფლებასა და დიპლომატიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ „მაპი“ არ არის ერთადერთი თვითმიზანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესი, რომლითაც ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება.

„ყოველთვის თავს ვარიდებ კონკრეტული თარიღების და პერსპექტივების დასახელებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს,რომ თვითმიზანი წევრობის გარდა არის პროცესი და გზა. ამით ქვეყანა ძლიერდება. ნატოში სვლით ვიღებთ ძლიერ ეკონომიკას, ინსტიტუტებს, სტაბილურ ქვეყანას“ , – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.

„ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ხარკის გადახდა ორგანიზაციისთვის. სანამ შევალთ ნატოში, ეს პროცესი მოქმედებს პოლიტიკური სისტემის მდგრადობაზე, დემოკრატიულობაზე“ , – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

სატელევიზიო დისკუსიებისას ექსპერტები და პოლიტიკოსები ნატო-სთან დაახლოების აუცილებლობის მთავარ არგუმენტებად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სტაბილურობას ასახელებენ. „კოლექტიური თავდაცვის“ პრინციპის შესაბამისად,საქართველო დაცული იქნება ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის მიერ, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე.

ჩრდილო-ატლანტიკური განვითარების მთავარ გამოწვევად კი ისევ რჩება რუსული აგრესიის გაღვივების შიში და საქართველოს კონფლიქტური რეგიონები,როგორც მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. ამის საპასუხოდ ექსპერტები განმარტავენ,რომ ნატო-ში გაწევრიანება სამართლებრივი თვალსაზრისით ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად.

მანანა ღოღობერიძე

 

 

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025

საინტერესო

“ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილას და საღამოს” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

“ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილას და საღამოს” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

8 years ago
დღეს მიცვალებულთა დღეა – წელიწადში ერთადერთი დღე, როცა დაკარგულებისა და თვითმკვლელების მოხსენიება შეგიძლიათ

დღეს მიცვალებულთა დღეა – წელიწადში ერთადერთი დღე, როცა დაკარგულებისა და თვითმკვლელების მოხსენიება შეგიძლიათ

3 years ago

შსს: სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი, ხოლო 2014 წლის 6 თვეში – 25 პირი დააკავა

12 years ago
თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს –  გიორგი გახარია

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by