• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტთა უფლებები და ვალდებულებები

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდებოდა ჩაზიარება „რადიო თავისუფლების“ იმიჯთან“ – ია ანთაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოციალური ქსელები, რომ უფრო და უფრო ღრმად იჭრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას საზოგადოების უმრავლესობა ცალსახად აღიარებს. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, კერძო, თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საკუთარ „ტრიბუნად“  ყველაზე ხშირად „ფეისბუქის კედელს“ იყენებენ.

სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, რომ საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს და ამისთვის მას არავინ გაკიცხავს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი  ჟურნალისტია? აქვს თუ არა უფლება, წინასწარ ამცნოს საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური, სექსუალური შეხედულებისა თუ სხვა ღირებულებების შესახებ?

მსოფლიოში არ არსებობს  სტანდარტი ჟურნალისტებისთვის სოციალურ სივრცეში მოქცევასთან ან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით. მედიაორგანიზაციები ინდივიდუალურად ადგენენ  წესებსა და ვალდებულებებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოს  მათი ნებისმიერი  ჟურნალისტი.

2011 წელს „CNN-ის“  ჟურნალისტმა ოქტავია ნასრიმ მწუხარება გამოთქვა „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის,  მოჰამად ჰუსეინ ფადლალას  სიკვდილთან დაკავშირებით და ასეთი სახის „პოსტი“ გამოაქვეყნა:

333

„დამწუხრებული ვარ მოჰამად ჰუსეინ ფადლალას გარდაცვალების გამო. „ჰესბოლას“ ერთ–ერთი ყველაზე დიდი ლიდერის,ვისაც მე პატივს ვცემდი.“

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანელი ჟურნალისტი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა „CNN-ში“,  არხის ხელმძღვანელობამ ამ პოსტის გამო საჭიროდ ჩათვალა, რომ ოქტავია ნასრი გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.

Washington Post ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა.ჟურნალისტების ღირებულებებისა და ვალდებულებების შესახებ მითითებული აქვს:

“Washington Post –ის ჟურნალისტი ყველგან Washington Post –ის ჟურნალისტია.“  მას არ აქვს უფლება სოციალური ქსელების მეშვეობით ღიად დააფიქსიროს პირადი შეხედულებები.

5555ქართულ მედიასივრცეში სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით რეგულაციები იშვიათად გვხვდება. ყველაზე ხშირად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ან ჟურნალისტის „თვითცენზურით“ ხდება განსაზღვრა. არის შემთხვევები, როდესაც მფლობელსა და დაქირავებულ ჟურნალისტს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება.

იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში არ ხდება ჟურნალისტთა ქცევის რეგულირება, ან არსებობს რეგულაციის პრაქტიკაში გამოყენების ფაქტები, ჟურნალისტისთვის რთული ხდება, წინასწარ განსაზღვროს რა შემთხვევაში მოეთხოვება პასუხი საკუთარ ნათქვამზე და რა სახის სანქცია დაუწესდება.

2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი გათავისუფლებულ იქნა „ფეისბუქში“  მათ მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო რელიგიური ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. საავტორო გადაცემის წამყვანმა, ვახო სანაიამ მათ განუცხადა, რომ არ სურდა მათთან ერთად მუშაობის გაგრძელება. (წყარო: netgazeti.ge)

netgazeti.ge-ის თანამშრომლებს საკუთარი მოსაზრებების სოციალურ მედიასა და სხვა საჯარო სივრცეში კატეგორიულად ეკრძალებათ. დარღვევის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ჯერ შენიშვნას, შემდეგ გაფრთხილებას, საბოლოოდ კი დათხოვნილ იქნებიან სამსახურიდან.

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტთა უფლებებსა და ვალდებულებებზე „თბილისი თაიმსი“ მედიაექსპერტ ია ანთაძეს ესაუბრა. იზღუდება თუ არა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით რეგულაციების ამოქმედებით, როგორ უნდა იქნეს დაცული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები სოციალურ ქსელებში?

ია ანთაძეჟურნალისტთაგარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სოციალური ქსელები არის პირადი სივრცე და მათ უფლება აქვს  საკუთარი მოსაზრებები თამამად დააფიქსირონ.როგორფიქრობთ, ვის წარმოადგენს სოციალურ ქსელებში ჟურნალისტი მედიაორგანიზაციას, რომელშიც მუშაობს, თუ მხოლოდ საკუთარ თავს?

– თავის პირად გვერდზე ჟურნალისტი წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავსა და მოსაზრებებს,მაგრამ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში არ არის ადამიანების კონფიდენციალურობა დაცული, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ  პირადი გვერდი ამავდროულად არის საჯარო სივრცე. ცხადია, ინფორმაცია, რომელიც არ გსურს, გახდეს საჯარო, სოციალურ ქსელში არ უნდა გამოაქვეყნოს. მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში იდება ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.

არსებობს მოსაზრება,რომ  მაყურებლის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ნდობის ხარისხი მცირდება მაშინ, როდესაც  წინასწარ ინფორმირებულია მისი პოლიტიკური გემოვნების შესახებ. რამდენად სწორია როდესაც ჟურნალისტები თავიანთ დამოკიდებულებას პოლიტიკოსი რესპონდენტების მიმართ საჯაროდ გამოხატავენ?

– ვერ წარმომიდგენია, აქტიურ  ჟურნალისტს საკუთარი შეხედულებები არ ჰქონდეს თავის ქვეყნის განვითარების გზებსა და პოლიტიკურ ძალებზე, მაგრამ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი აზრების მიუხედავად ინარჩუნებენ მიუკერძოებლობას ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის პროცესში. უნდა ითქვას, რომ არსებობს მეორე ტიპის ჟურნალისტიკა, როდესაც ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციის მფლობელებისგან აქვთ ნებართვა, საზოგადოების წინაშე ღიად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები. თუ ისეთი ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკურ შეხედულებებს არ უმალავს და ამავდროულად  იცავს თამაშის წესებს, (არის კრიტიკული იმ პარტიის მიმართ,რომელსაც ემხრობა, უსვამს მკაცრ კითხვას და სწორედ მის საქმიანობაში ეძებს სუსტ რგოლებს)  მაშინ  ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის მიმართ ნდობა იქნება მაღალი. თუ ჟურნალისტი ასე არ იქცევა,არ იცავს ამ წესებს, მაშინ მის მიმართ სანდოობა მექანიკურად მცირდება.

მედია არ უნდა გადაიქცეს პროპაგანდის იარაღად, პირიქით, ამ პარტიის შეცდომების  ყველაზე მკაცრ  მიმთითებლად უნდა გადაიქცეს.  „რუსთავი 2-ს“ რომ მოჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უსვამდეს საჭირო კითხვებს, მაშინ მათ მიმართ ნდობის ხარისხი იქნებოდა მაღალი.  როდესაც გარკვეული პარტიები ხედავენ, სხვები სათათბურე პირობებშია და ისინი კი – კედელთან მიყენებული,აღარ თანხმდებიან ამ არხის ჟურნალისტებს რესპონდენტობაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვყოლია მედია, რომელიც თან რომელიმე პარტიასთან ასოცირდებოდეს და თან იცავდეს თამაშის წესებს.

ხშირად არაპოლიტიკური გადაცემის წამყვანებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ მათი რესპონდენტები არ არიან ამ სფეროს წამომადგენლები, შესაბამისად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირების უფლება აქვთ. როგორია თქვენი მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ჟურნალსიტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ისეთი, რასაც ის ღიად ასახავდა თავის მედიასაშუალებაში. ის, რასაც ჟურნალისტი არ იტყვის საჯაროდ, არც თავის პირად გვერდზე არ უნდა დაწეროს. თუ მოსაზრება არის მარგინალური, დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ა.შ. მედიაორგანიზაციაში, ალბათ, პასუხს მოსთხოვენ და ვეღარ იმართლებს თავს, რომ მისი „კედელია“ და ამიტომ დაწერა.  „ფეისბუქის კედელზე“  უნდა დაწერო ის, რისი თქმა შესაძლებელია ეთერში და რისი დაწერაც დასაშვებია პრესის ფურცლებზე  ეს არის მთავარი კრიტერიუმი.

რა რეკომენდაციას მისცემდით  მედიაბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს უნდა დაწესდეს რეგულაცია სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით, თუ ენდონ მათ მიერ დაქირავებული ჟურნალისტების „თვითცენზურას“?

– არავითარი რეგულაციის მომხრე არ ვარ!! არსებობს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და თუ ჟურნალისტს სურს, იყოს პროფესიონალი, მან ქარტიის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ მასალაში. მეც დამიწერია „ფეისბუქზე“ ისეთი სტატუსი, რომელიც შემდგომ მინანია. ჩემთვის სულერთია „ფეისბუქის“ გვერდია თუ „რადიოთავისუფლების“, რადგან რასაც „რადიოთავისუფლების “ გვერდებზე არ დავწერ, იმას არც სტატუსად არ გამოვაქვეყნებ. ვთვლი,რომ მედიამფლობელებს უფლება აქვთ შიდარეგულაციები ჰქონდეთ, ხოლო  ჟურნალისტი, რომელიც არ ემხრობა მის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არც იმუშავებს, ასეთი გარემოში.

რა სახის სანქციები უნდა დაწესდეს ჟურნალისტისთვის, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ, სექსუალურ თუ სხვა შეხედულებებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე?

– თუ მედიამფლობელსა და ჟურნალისტს შორის არსებობს შეთანხმება და გარკვეული წესები, იმავე წესების ფარგლებში შეიძლება დაწესდეს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ  ეს პროცესი  ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. სანქციები თავიდანვე მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და ჟურნალისტმა უნდა იცოდეს რა დარღვევის საფუძველზე რა სახის სასჯელს მიიღებს. კორპორაციული წესების თანახმად შეიძლება დასაშვები იყოს პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნება ან პირიქით, მათი არ გამჟღავნება. ეს სარედაქციო პოლიტიკაა, რომელსაც მხოლოდ მედიაორგანიზაციის მფოლობელი და ჟურნალისტი უნდა წყვეტდეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რაიმე სახის ჩარევის.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის

დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის

12 years ago

ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართულ ოცნებას” 17 % მისცემდა ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” – 13 %

10 years ago
ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

11 years ago
მოიმატებს თუ არა საწვავზე ფასი!

მოიმატებს თუ არა საწვავზე ფასი!

12 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by