• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მუსლიმთა სამმართველო: „ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი დაპირისპირება ხელოვნურად ინსპირირებულია“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მუსლიმთა სამმართველო: „ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი დაპირისპირება ხელოვნურად ინსპირირებულია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გუშინ, დაბა ადიგენის ცენტრში  მუსლიმებსა და ქრიტიანების შორის  დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მუსლიმები ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური სასაფლაოსთვის  მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. ქრისტიანებმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს სოფელში სასალფაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს.

პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. მსუბუქად არაერთი ადგილობრივი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 156–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო.

12769426_944210282342696_523601496_nაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და  მომხდარს ხელოვნურად ინსპირირებულს უწოდებს. „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გათვაზობთ განცხადებს: „მუსლიმური რელიგიის მიხედვით მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფ. ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფ. ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები.

საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას.“

შეგახსენებთ, რომ მუსლიმთა სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 25 თებერვალს გამოიტანა და შესასრულებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნება.

სოფლის მკვიდრი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალი სასაფლაოს გახსნას არ დაუშვებს, რადგან მასში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
„ერთი ქრისტიანული სასაფლაოა და მუსლიმებიც აქ დაიკრძალონ. გადიდდეს ტერიტორია და აქ დაასაფლაონ თავიანთი მიცვალებულები. ჯერ სასაფლაო გაიხსნება, მერე მეჩეთი აშენდება და მერე შეიძლება სულ გაგვასახლონ ქრისტიანები სოფლიდან“.  – ამბობენ ქრისტიანები.

ქრისტიანების პროტესტის არ ესმით მუსლიმებს. ისინი ეთანხმებიან სოფლის სასაფლაოს გადიდებას, თუმცა, იმ პირობით, რომ მუსლიმებისთვის ამ საერთო სასაფლაოზე ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი, რადგან  ზოგი ქრისტიანული წესი, მაგალითად, დღესასწაულზე ალკოჰოლის გატანა სასაფლაოზე, მიუღებელია მათი სარწმუნოებისთვის.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სოფელ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო ქმედებას უკავშირებს,  მომხდარზე რეაგირებას საქართველოს პრემიერ მინისტრისგან ითხოვს და იმასაც დასძენს, რომ მუსლიმები თანახმა არიან სოფელში როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის სასაფლაოსთვის ერთი ტერიტორია გამოიყოს.

„სასაფლაოს გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიიღო, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა არ მოიქცა სათანადოდ. გამგებელი ქუჩაში არ უნდა არჩევდეს ასეთ საქმეებს, რაც მოხდა, არის ვანდალური აქტი. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ ვითხოვთ პრემიერისგან რეაგირებას. გამგებელი ხელებჩაწყობილი იდგა და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. არადა ჩვენ ვითხოვთ სულ 500–დან 1000 კვადრატულ მეტრამდე მიწას. არაა პრობლემა, ერთი მთლიანი ტერიტორია თუ გამოიყოფა და ის შუაზე გაიყოფა, ცალკე მუსლიმები იქნებიან და ცალკე ქრისტიანები“.-  მუფთი მამუკა ვაშაყმაძე

ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შისწავლის. მისი  წარმომადგენელები და იურისტები ადგილზე ჩავიდნენ ვითარების შესასწავლად.

წყარო: sknews.ge

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

7 years ago
“საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის”

“საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის”

12 years ago
თბილისის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

11 years ago
იესო ქრისტეს 10 ყველაზე ცნობილი სასწაული

იესო ქრისტეს 10 ყველაზე ცნობილი სასწაული

6 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by