ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი ქალაქ თავრიზის უნივერსიტეტის საექთნო და საბებიაქალო ფაკულტეტს ესტუმრა. მიმართულებაზე 1 0000-მდე სტუდენტი სწავლობს და ისინი პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას გადიან.
როგორც რეპროდუქციული ცენტრის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა – საქინე მაჰუმედ ალიზოდმა აღნიშნა, სპეციალობას მამაკაცები არ ეუფლებიან. რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სპეციალური კურსები არსებობს, რომლებიც მოკლევადიანია, თუმცა მათ გამოცდების გარეშე იღებენ და საფასური 2 000 დოლარია.
თავად ადგილობრივი სტუდენტები უფასოდ ეუფლებიან პროფესიას და უნივერსიტეტი დასაქმების რეალურ შანსს სთავაზობს.
რაც შეეხება ზოგადად მშობიარობის საკითხს ირანში – როგორც საქინე ელიზოდმა აღნიშნა, ირანში საკეისრო კვეთა არ არის აკრძალული, თუმცა, ბუნებრივ მშობიარობას ენიჭება უპირატესობა. ქალების ბუნებრივი მშობიარობის წასახალისებლად, სახელმწიფო ხარჯებს თავის თავზე იღებს და მშობიარეს მხოლოდ 5 % რჩება გადასახდელი. საკეისრო კვეთა არ ფინანსდება.
,,სტატისტიკური მონაცემებით, 100-დან საშუალოდ, 55 ქალი ბუნებრივ მშობიარობას ანიჭებს უპირატესობას“ – აღნიშნა რეპროდუქციული ცენტრის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა.
ნატალია ჯალაღონია






