„მე დავხურავდი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, სანამ არ გავარკვევდით, რა ხდება“- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა და უძრავი ქონების მაგნატმა, დონალდ ტრამპმა Fox news”-ის “Fox and Friends”-ში.
„ჩვენ ძალიან, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყანაში ვუშვებთ, საუბარი მაქვს მათზე, რომლებსაც კანონიერი დოკუმენტები არ გააჩნიათ.
„არ ვიცით ვინ არიან ან საიდან არიან. არ შეგვისწავლია ისინი. გეტყვით, რომ ამაზე მე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი. რაც დრო გავა, ეს საკითხი მთლიანობაში უარეს სახეს მიიღებს.“ – ამბობს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ტერაქტის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძიმედ დაიჭრა.
ტრამპის განცხადებით, ევროპას ექსტემისტი დამნაშავეები სულ უფრო მეტი სისხლიანი ომის წინაშე აყენებს.
„ბრიუსელი აბსოლიტურად თავისუფალი ქალაქი იყო კრიმინალისგან“ – აცხადებს დონალდ ტრამპი. „ იგი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი იყო მთელს მსოფლიოში, ეს საოცრება იყო“.
წყარო: supremepatriot.com
მარიამ ტაკაშვილი






