• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მუსლიმთა სამმართველო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის მუსლიმი თემის სახელით სპეკულირებით შეშფოთებულია

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მუსლიმთა სამმართველო“სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლო პერიოდში  სხვადასხვა ჯგუფების და პირების მხრიდან  საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მუსლიმი თემის და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სპეკულირებით ღრმად შეშფოთებულია. მუსლიმთა სამმართველო მიმართავს ყველას არ მოხდეს მომავალში კიდევ ერთხელ მუსლიმი თემის სახელით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად.”-ნათქვამია განცხადებაში რომელიც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გუშინ ვაგიფ აქპეროვის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

შიიტ მუსლიმთა  ყოფილი ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  ზეწოლაში, შანტაჟში და მუქარაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “შსს-ს წარმოამადგენლები პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და საზოგადოებაში ავტორიტეტის შელახვით დაემუქრნენ”, რის ნიადაგზეც იძულებული გახდა დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ, რომელიც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დააკმაყოფილა. მუსლიმთა  სამმართველო აქპეროვის თანამდებობიდან გადაყენების განსხვავებულ, როგორც თავად უწოდებენ “რეალურ მიზეზებზე” საუბრობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)“ გამართა ბრიფინგი, სადაც „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილმა შეიხმა, ვაგიფ აქპეროვმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ისაუბრა მის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

ვაგიფ აქპეროვის მტკიცებით  2013 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით, საღამოს 6-7 საათზე მას დაურეკა უცნობმა პირმა, რომელმაც უთხრა რომ წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი მისვლა შეხვედრაზე იმავე დღის საღამოს 9 საათზე, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „მოდულის“ შენობაში. საუბრის დროს მას კატეგორიულად აუკრძალეს პრესასთან ურთიერთობა და მოსთხოვეს, რომ შეეწყვიტა მეჩეთში სიარულიც. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შსს-ს წარმოამადგენლები პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და საზოგადოებაში ავტორიტეტის შელახვით დაემუქრნენ. ამასთანავე, საუბარში ხშირად უხსენებდნენ შვილებს და რამდენჯერმე მიანიშნეს, რომ შვილების ინტერესებისთვისაც აჯობებდა, დაეწერა განცხადება და დაეტოვებინა თანამდებობა, რაც აქპეროვის მიერ შეფარულ მუქარად იქნა აღქმული და მას გაუჩნდა შიში, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნებოდათ. ზეწოლიდან გამომდინარე იძულებული გახდა დაეწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომლიც 2014 წლის 9 იანვარს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ კრებაზე, რომელიც ამ ორგანიზაციის არჩეულმა რელიგიურმა საბჭომ დააკმაყოფილა. “მოდულის შენობაში” განცხადების იძულებით დაწერის შემდეგ, 2014 წლის თებერვალ-მარტის თვეებში ვაგიფ აქპეროვს უკავშირდებოდნენ უცნობი პირები (მისი ვარაუდით, შსს-ს თანამშრომლები),  იბარებდნენ და სთავაზობდნენ სამსახურს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ასევე, გარდაბანში არსებული თბოელექტროსადგურის (ე.წ. „გარდაბნის გრესი“) დირექტორის მოადგილის თანამდებობას, სოლიდურ ხელფასსა და შეღავათებს. ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე აქპეროვმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ვაგიფ აქპეროვის ინტერესებს  „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)” იურისტები იცავენ, რომლებიც მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართალის დანაშაულზე საქმე აღიძრას.

სახალხო დამცველმა აღნიშნული  საქმის შესწავლა ნახევარი წლის წინ საკუთარი ინიციატივით დაიწყო. 2016 წლის 28 მარტს კი თავად ყოფილმა შეიხმა განცხადებით  მიმართ, რომელშიც იგი აღნიშნული ფაქტების შესწავლასა და სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

შეიხის ბრალდებებს უპასუხეს მუსლიმთა სამმართევლოში, სადაც აქპეროვის თანამდებობიდან განთავისუფლების რეალურ მიზეზად მის კრიმინალურ წარსულს, არასათანადო რელიგიური განათლებას და იმ პერიოდში შიიტი მუსლიმების მხრიდან მისი გადაყენების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს ასახელებენ.

“ვაგიფ აქპეროვის შეიხის თანამდებობიდან განთავისუფლება მოხდა მისი განცხადების საფუძველზე. მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის სახელზე განცხადების დაწერა ფორმალური მიზეზით იყო გამოწვეული, რადგან შეიხი, სუნიტი მუფტის (სუნიტური მიმდინარეობის სულიერი ლიდერის) სახელზე განცხადებას პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე არ დაწერდა, აღმასრულებელი დირექტორი  კი,  რელიგიური პირი არ არის და მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს. ვ. აქპეროვის განცხადება შიიტების რელიგიურ საბჭოს წარედგინა განსახილველად, შიიტურმა რელიგიურმა საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა ვ. აქპეროვის განცხადება. მისი განთავისუფლება მუსლიმთა სამმართველოს წესდების თანახმად აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციაში არ შედის და ამის შესახებ თვითონ ვაგიფ აქპეროვმაც კარგად იცის.

ვაგიფ აქპეროვის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის მიზეზთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველო რეალურ მიზეზებს განმარტავს:

  1. ვ. აქპეროვი არ სარგებლობდა ავტორიტეტით შიიტ მუსლიმებში მისი კრიმინალური წარსულისა და არა სათანადო რელიგიური განათლების გამო.
  2. ვ. აქპეროვის გადადგომის მოთხოვნით იმ პერიოდში შიიტ მუსლიმთა საპროტესტო აქციები იმართებოდა ქვემოქართლში.

ვ. აქპეროვის გადადგომის შემდეგ ეს პროცესები ჩაცხრა და ის ხალხი, ვინც ვ. აქპეროვის პერსონის გამო უპირისპირდებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, დღეს მუსლიმთა სამმართველოს წევრები არიან. ვ. აქპეროვის პიროვნების შესახებ კი თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ შეიხად ყოფნის პერიოდში სხვადასხვა გზებით მიაღწია იმას, რომ მისი ავტომანქანა აღჭურვილი იყო სპეციალური ხმოვანი და ციმციმა სიგნალებით, რასაც ხშირად იყენებდა და შსს-ს მაღალჩინოსანივით გადაადგილდებოდა გზებზე. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლო პერიოდში  სხვადასხვა ჯგუფების და პირების მხრიდან  საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მუსლიმი თემის და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სპეკულირებით ღრმად შეშფოთებულია. მუსლიმთა სამმართველო მიმართავს ყველას არ მოხდეს მომავალში კიდევ ერთხელ მუსლიმი თემის სახელით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად.”-აღნიშნავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

დაიწყებს თუ არა პროკურატულა გამოძიებას შესაძლო სისხლის სამართლის გადაცდომებზე უცნობია, განცხადება არ გაუკეთებიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი გახსნა – დაკავებულია არასრულწლოვანი

7 years ago

რატი ამაღლობელი: “მთავარია ადამიანს წიგნი უყვარდეს და სად წაიკითხავს იგი მას, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია”

13 years ago
უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

8 years ago

„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

8 years ago

ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. რომანტიკულ კადრებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც...

მეტის ნახვაDetails
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by