• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და ხელისუფლებისა და მედიას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას სთხოვს.

“თბილისი თაიმსი” წერილს უცვლელი სახით გთავაზობთ:

“ბატონო გიორგი,

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ორგანიზაცია, რომელსაც 274 წევრი ჟურნალისტი ჰყავს. ქარტიის ხელმომწერებს შორის არიან სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგნელები, ბლოგერები და დამოუკიდებლად მომუშავე ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიმდინარე წელს ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში სხდომათა დარბაზთან მინისტრების ჩაწერა აეკრძალათ. მართალია, მათთვის ცალკე მოეწყო მედიაცენტრი, თუმცა, იქ მინისტრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჩადის და არ არის ვალდებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხოს. სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ კრიტიკული  და არასასურველი კითხვები დაესვათ მინისტრებისთვის.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში როგორც ქარტიის წევრმა, ისე არაწევრმა ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათგან კომენტარის მიღება გართულდა. ამგვარი რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია დაგისახელოთ:

ქარტიას მომართა გაზეთმა „პრაიმტაიმმა“, რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი მათთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. გაზეთმა ამ საკითხზე მასალაც გამოაქვეყნა (თინა ხიდაშელის სკანდალური “გარიგების” მცდელობა ,,პრაიმტაიმთან”), თუმცა მათი თქმით, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

გართულებულ კომუნიკაციაზე საუბრობს საგამოძიებო სტუდია „მონიტორიც“. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მათთან კომენტარის გაკეთებაზე. გარდა ამისა, უწყების პრესსამსახური კითხვების გაგზავნას და შემდეგ წერილობით პასუხს სთავაზობს, ეს კი ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, ვინაიდან ვიზუალური გამოსახულების გარეშე გადაცემა ვერ მომზადდება და მთავარი, წერილობითი პასუხი ჩაძიების და კრიტიკული კითხვის დასმის საშუალებას არ იძლევა.

უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს „კახეთის საინფორმაციო ცენტრიც“, რომელმაც უკვე მოგმართათ საჯაროდ და ამ ფაქტით დაინტერესება გთხოვათ. გამოცემის თქმით, „კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა.“

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს.

აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გასული ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თუ მათზე თავდასხმის ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევებზე ქარტიამ რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა. რამდენიმე შემთხვევას დაგისახელებთ:

  • საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე კარიკატურის გამოქვეყნებას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ჯავიდ გურბანოვის მხრიდან ზეწოლა და მუქარა მოჰყვა;
  • 2015 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთში შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ადგილობრივ კორესპონდენტს;
  • 2015 წლის 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორს მის მიერ დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ახსნა-განმარტებები მოსთხოვა;
  • 2015 წლის 1 სექტემბერს, ქედაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
  • 2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე “არა ეკლესიის დისკრედიტაციას” ონლაინ გამოცემა “ფოსტალიონის” ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა;
  • 2016 წლის იანვარს „ტაბულას“ ჟურნალისტებს რესტორან „ჭაშნაგირში“ რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო;
  • 2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას. მათი ცნობით, “ლიბერალის” ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით

  • როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეახსენეთ რომ ვალდებულნი არიან მედიასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია მაშინაც, როცა არ მოსწონთ რომელიმე მედიასაშუალება, ჟურნალისტი ან მათ მიერ დასმული კითხვები. გამოიჩინონ პატივისცემა და გაანალიზონ, რომ მედიის საშუალებით საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან.
  • მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები ჩავიდნენ მედიაცენტრში და კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხონ მათ.
  • უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
  • გამოიყენეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, გამოძიების შედეგები კი აცნობონ საზოგადოებას, რათა მოქალაქეებისთვის ცნობილი იყოს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 154-ე მუხლი რეალურად მუშაობს.
  • შეიქმნას ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოსახლეობის წინაშე  მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია   და მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს,  შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა  და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

წევრი 274 ჟურნალისტი

განცხადებას ასევე უერთდებიან:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)

პრაიმტაიმი

ტელეკომპანია „პირველი“

ინგა გრიგოლია

ლიბერალი

საინფორმაციო ცენტრების ქსელი

მედიასახლი გურია ნიუსი

საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი

კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი და მისი ვებპლატფორმა “ევროპა საქართველოსთვის”

კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი – CCFJ

On.ge

Media.ge

Kutaisipost.ge

მულტიმედია ცენტრი „ჩემი ხარაგაული“, – ნათქვამია წერილში.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

iPlus: კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ

iPlus: კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ

5 years ago
კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

10 years ago
ბარაკ ობამა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბარაკ ობამა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

11 years ago

“მაესტრო” ეთერში წარწერის გარეშე გავა

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by