• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩიტი გაიჭედა ცაში…

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
ჩიტი გაიჭედა ცაში…
15
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩიტიცივი  წვეთებით  წვიმდა. ჩიტი  გაიჭედა  ცაში… არა,  მართლა  გაიჭედა, ფრთების  მოქნევა-ერთი, ორი, სამი  და  სრული  უძრაობა, ისევ  უძრაობა – ჩიტი  გაიჭედა  ცაში… თითქოს  მსუბუქი  და  უფერული  ჰაერი. უსასრულო  სივრცე… როგორ  უნდა  გაიჭედო  ცაში?! ჩიტი გაიჭედა  ცაში  და  მე  მომეშვა, მომეშვა, რადგან  ჩიტში  საკუთარი  თავი  დავინახე. მეც ვიჭედები  ხოლმე,  ოღონდ  გზაში  -აქ  და  უსასრულო  ფიქრებში – იქ…  რა  მჭედავს?!  არ  ვიცი, ალბათ, რაღაც  მსუბუქი  და  უსასრულო  ჰაერივით. ეს  ასე  ჩანს,  თორემ  მასში   ჟანგბადია, კიდევ  ნახშიროჟანგი, კიდევ   ტყვიაა  და  კიდევ  და  კიდევ … სიმსუბუქით  მძიმეა  და უსასრულობით  სასრულიანი… კიდევ  კარგი,  არ  არსებობს  არაფერი  უსასრულო, თორემ  ჩიტი სამუდამოდ  გაიჭედებოდა  ცაში  და  მეც …უი, თან  არ  მიყვარს  სიტყვა სამუდამოდ, ვეღარასდროს, უკანასკნელად… უფრო  მჭედავს  ფიქრებსა  და  გზაში…

დახუჭე  თვალები  და  გაყევი  ფიქრებს, ფიქრებს, რომლებსაც  მივყავართ  ქარში, მერე  ცაში, მერე  ღამეში, უკუნში…  ანუ  იფიქრე  ღრმად, იფიქრე,  რომ  ოდესღაც   არაფერი  არ  იყო  და აღმიწერე, როგორია  ეს  არაფერი… ჩემთან  თავიდან  ადამიანია ,მერე  ქუჩები, მერე  სიშორე მიწიდან,  პეპლები,   მერე  დედამიწის  მოზაიკა  შორიდან  და   ფერადი  კოსმოსი,  მერე  კიდევ სიღრმე  და  მინდა  კიდევ  უფრო  ღრმად  და კიდევ  უფრო  და  ფიქრი  ისევ  ადამიანებით  იწყება…  სიშავემ  გამომაგდო, გავიჭედე…  ადგილის  შეუცვლელად  ვადგამ   ფიქრებში ნაბიჯს, გავიჭედე, ისე,  იმ  დღეს, ჩიტიც  გაიჭედა  ცაში…

ხშირად  მეუბნებიან, რისი   შეცვლაც  არ  შეგიძლია,  შენ  შეიცვალე  დამოკიდებულება  მის მიმართო. ვიცი,  რომ  სწორს  ამბობენ, უკეთესს  ჩემთვის, მაგრამ  მე  მინდა  ფიქრი  უფრო  და უფრო  ღრმად, მინდა  გავიგო,  როგორი  იყო  ეს  არაფერი  და  როგორი  იქნება მომავალში… როგორი  იყო  სამყარო  მაშინ, როდესაც  არ  იყო  დედა,  ღიმილი,  ნაყინი  და  ჩიტიც  არ  იყო  რომ გაჭედილიყო…

ახლა  წერაში  გავიჭედე.  ვსვამ  მრავალწერტილს, რადგან  სიტყვებში  ვერ  ვატევ  სათქმელს…

როგორ  შეიძლება  გაიჭედო  ცაში,  ან  გზაში,  ან  ფიქრებში, როდესაც  ასე  ვრცელია  დედამიწა და  მრავალი  გზა, როდესაც  ასე  თავისუფალია  ფიქრი, ნუ  მიგყავარ  უსასრულობაში,  დამტოვე, აქ,  ადამიანებში,  დამაცადე  მათი  სათქმელის  მოსმენა  და  მაგრძნობინე  ჩახუტების სითბო… იყოს  წარსულში  ეს  არაფერი  და  ახლა  ნუღარ  განმეორდება…

ვუყურებდი  ჩიტს  და  ასე  უძრავად  იმდენად  გამალებით  აქნევდა  ფრთებს, რომ   ბრძოლას მოგანდომებდა, ბრძოლას  იქ, იმ  ჰაერთან  და  აქ , ამ  სოციუმთან…  ჩემთვის  ჰაერი  და  მისი წინაღობა  ხალხია, ხალხი  სტერეოტიპებით,  ჩურჩულით, სიახლის შიშით, მოწყენით, შურით, უსიყვარულოდ… ეს  ყველაფერი,  ალბათ,  ჩემშიცაა, მე  ხომ  ამ  ხალხის  ნაწილი  ვარ, მაგრამ  ამ ნაწილს  წინსვლა  მინდა,  შეცვლა  მინდა, უკეთესობა  მინდა  ჩემთვის  და  მათთვის…

ჩვენ  უკვე  ბევრი  წელია,  დროში  გავიჭედეთ, არჩევანში, სამშობლოს  ოკუპირებულ მიწებში, უკანონო კანონებში , ოლიგარქების  მმართველობაში, სიტყვისა  და  მოქმედების  თავისუფლებაში გავიჭედეთ… ერთეულები  ადგამენ  ნაბიჯს,  უძრავად  და  ეს  უძრაობა  ჩემი     ბრალია, ჩემი,  როგორც  ინდივიდის,  ნაბიჯი   უნდა  შეუერთდეს  ამ  უძრავ  სვლას, ჩემი,  შენი  ნაბიჯი  და იქნებ  ავმოძრავდეთ,  თუნდაც  ოდნავ   წინ  წარსულიდან.

იცი,  როდესაც  ის  ჩიტი   გაიჭედა  ცაში,  სხვები  შორიდან  გულგრილად  უყურებდნენ, მერე ცივი  წვეთებით  უფრო  გაწვიმდა, მეტად  ამოვარდა  ქარი  და   ჩიტების  გუნდი  მიწაზე მოკალათდა. იყო  ერთი  ჩიტი, ცაში გაჭედილი,  ფრთების  მოქნევა- ერთი, ორი, სამი  და  კიდევ მრავალი, ამ  სიმრავლეში  ხან  სუსტდებოდა  ფრთები, იღლებოდა,  ხანაც  გამალებით  ებრძოდა ჰაერს  და  იცი, რა?!  ბოლოს  აიჭრა  სულ  მაღლა  ცაში… მაინც  აიჭრა, თავისუფლად  გაინავარდა  და  მერე  მარტომ, უსაყრდენოდ  ვერ  შეისვენა  და  სამუდამოდ  გაიჭედა  ცაში…

ანანო შარიქაძე

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია

10 years ago
“ფერების ფსიქოლოგია” – რომელი ფერი რას ნიშნავს

“ფერების ფსიქოლოგია” – რომელი ფერი რას ნიშნავს

5 years ago

თეა წულუკიანი ბოლნისის ახალ გამგებელს შეხვდა

13 years ago

ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია

10 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by