• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომის პაპის, მსოფლიო პატრიარქის და ათენის მთავარეპისკოპოსის ერთობლივი დეკლარაცია

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რომის პაპის, მსოფლიო პატრიარქის და ათენის მთავარეპისკოპოსის ერთობლივი დეკლარაცია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ჩვენ ვერთიანდებით მშვიდობის მოთხოვნით და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების გადაწყვეტას დიალოგისა და შერიგების გზით,”-ნათქვამია ერთობლივი დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს 2016 წლის 16 აპრილს მიგრანტების მოსანახულებლად საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ჩასულმა რომის პაპმა ფრანცისკემ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ. მხარეები  თანადგომასა უცხადებენ დევნილებს, იძულებითი მიგრაციისა და გადასახლების მსხვერპლ მილიონობით ადამიანს, საერთაშორისო თანამეგობრობას კი  მათი დახმარებისა და კონფლიქტების მშიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. “თბილისი თაიმსი” უცვლელად  გთავაზობთ სამი რელიგიური ლიდერების მიერ ხელმოწერილი  დეკლარაციის ტექსტს:

bbbbbbbbbbbbbbbbb“ჩვენ, პაპი ფრანცისკე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შევხვდით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რათა ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ უამრავი ლტოლვილის, მიგრანტისა თუ თავშესაფრის მაძიებლის ტრაგიკულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ვინც გამოექცა კონფლიქტურ სიტუაციებს, ხშირად ყოველდღიურ სასიცოცხლო საფრთხეს და ევროპაში მოვიდა. მსოფლიომ არ შეიძლება ყურად არ იღოს ძალადობითა და შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული კოლოსალური ჰუმანიტარული კრიზისი, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა დევნა და გადასახლება, ოჯახების საკუთარი სახლებიდან აღგვა, მათი ადამიანური ღირსების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შელახვა.

იძულებითი მიგრაციისა და გადასახლების ტრაგედია მილიონობით ადამიანს ეხება და, ძირითადად, კაცობრიობის კრიზისია, რაც სოლიდარობის, თანაგრძნობის, გულუხვობისა და რესურსების მყისიერი პრაქტიკული გამოყენებისკენ მოგვიწოდებს. ლესბოსიდან მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გაბედულად უპასუხონ ამ მასიურ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებს დიპლომატიური, პოლიტიკური და საქველმოქმედო ინიციატივებითა და თანამშრომლობით, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში.

ჩვენ, როგორც ეკლესიების მეთაურები, ვერთიანდებით მშვიდობის მოთხოვნით და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების გადაწყვეტას დიალოგისა და შერიგების გზით. ვაღიარებთ ლტოლვილების, მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებელთა დახმარებისა და მათზე ზრუნვის უკვე გამოვლენილ მცდელობას, ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ ყველანაირი საშუალება გამოიყენონ კერძო პირების, თუ რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ქრისტიანების, საკუთარ მიწაზე დასარჩენად, რომ, ადამიანის ძირითადი უფლების მიხედვით, მათ შეძლონ იცხოვრონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. არსებულ არამდგრად სიტუაციაში საჭიროა სასწრაფოდ, საყოველთაო საერთაშორისო შეთანხმებით, დახმარების პროგრამის შემუშავება კანონისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა თუ უმცირესობების დასაცავად, ტრეფიკინგისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, საშიში მარშრუტების მოსასპობად, რომლებიც ეგეოსზე და მთლიანად ხმელთაშუა ზღვაზე გადის, და უსაფრთხო დასახლების პროცედურების შემუშავება. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტანჯვაში მყოფი უამრავი ადამიანის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში.  განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ბერძენ ხალხს, რომელთაც საკუთარი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, კრიზისის დროს, გულუხვობა გამოიჩინეს.

ერთობლივად, საზეიმო ვითარებაში, მოგიწოდებთ, ომისა და ძალადობის დასრულებისკენ ახლო აღმოსავლეთში. დაე აღსრულდეს სამართლიანი და უწყვეტი მშვიდობა, მათი ღირსეული დაბრუნება, ვინც იძულებით მიატოვა საკუთარი სახლი. ჩვენ შევთხოვთ რელიგიურ ლიდერებს მეტი მცდელობა გამოავლინონ ყველა სარწმუნოების ლტოლვილთა მისაღებად, დასახმარებლად და დასაცავად, ხოლო რელიგიურმა და სამოქალაქო დახმარების სამსახურებმა კოორდინაცია გაუწიონ მათ მუშაობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვიდრე ამის აუცილებლობაა, არ დახურონ დროებითი თავშესაფრები, რათა ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს, ვისაც ეკუთვნის; გააფართოვონ დახმარების საშუალებები, რათა ყველა კეთილმოსურნე ადამიანთან ერთად დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტები.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპას არ უნახავს მსგავსი ჰუმანიტარული კრიზისი. ამ სერიოზულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ჩვენ მოვუწოდებთ ქრისტეს ყველა მიმდევარს, რომ გაითვალისწინონ უფლის სიტყვა, თუ რის მიხედვით მოგვეგება ერთ დღეს: “რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. .. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ამათგან, მე გამიკეთეთ.“ (მათე 25: 35-36, 40)

ჩვენი მხრივ, იესო ქრისტეს ნების მიხედვით, მტკიცედ და გულითადად ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ ქრისტიანთა სრული ერთობისთვის. კვლავაც ვადასტურებთ, რომ “ქრისტიანთა შერიგება სოციალური სამართლიანობის ხელშწყობას გულისხმობს. .. ჩვენი მხრივ ვეცდებით მიგრანტებს, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ევროპაში ადამიანური მიღება აღმოვუჩინოთ” (Carta Ecumenica, 2001). ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ლტოლვილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ჯგუფებს შორის ჩვენს საზოგადოებებში, ვიმედოვნებთ, რომ აღსრულდება ქვეყნის მსახურებაში ნაგულისხმები ეკლესიის მისია.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გამბედაობისა და იმედის გაღვივებას ემსახურება მათში, ვინც თავშესაფარს ეძიებს და ვინც მათ ეხმარება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა დონეზე პრიორიტეტად დაისახონ ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მხარი დაუჭირონ ინკლუზიურ პოლიტიკას, რომელიც ყველა რელიგიას შეეხება. ხოლო ჩვენ, ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომელიც უამრავ ადამიანს შეეხო, მათ შორის ჩვენს ქრისტესმიერ ძმებსა და დებს, მუდმივი ლოცვისკენ მოგვიწოდებს.”

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In