ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულია სხვადახვა ცრურწმენები, რომლესაც გულმოდგინეთ იცავენ და სწამთ, გამონაკლისი არც საქართველოა. მართალია, თანამედროვე სამყაროში ცრურწმენების ნაკლებად სჯერათ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ისე ღრმადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში, მათ შორის მრევლში, რომ გააზრებულად თუ გაუაზრებლად იცავენ, ასრულებენ მათ. ქრისტიანული სწავლებისადმი ინდივიდუალურმა დამოკიდებულებამ და სარწმუნოებრივი საკითხების არასწორმა გაგებამ ბევრი ისეთი შეხედულება, მითი წარმოშვა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, უფრო მეტიც მაგიური ხასიათის მატარებელია. ინტერვიუში, ყურადღება გამახვილებულია იმ ცრურწმენებზე, რომელიც ეკლესიაშია გავრცელებული. მათი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური განმარტება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, რუსული ეკლესიის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ გიორგი სხირტლაძეს ვთხოვეთ. “თბილისის თაიმსი” გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
მამა გიორგი, ვიდრე საზოგადოებაში გავრცელებულ ცრურწმენებზე ვისაუბრებდეთ, მოდით განვმარტოთ რა არის “რწმენა” და რა არის “ცრურწმენა”?
– ისეთ სწავლებას, დოქტრინას, დოგმატიკას, რიტუალის, საიდუმლოებებს, რომელიც ადამიანს იხსნის ცოდვის, წყევლისა და სიკვდილისაგან არის რწმენა. ასეთ რწმენას საღვთისმეტყველო ენაზე ჰქვია “ღვთივგამოცხადებული სარწმუნოება”, რომელიც თავად მესიამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრიტემ მოიტანა დედამიწაზე. სწორედ მას აქვს ძალა, უნარი ადამიანი აცხოვნოს ანუ დაცემული, ცოდვილი მდგომარეობიდან, გამოიყვანოს ცხონების გზაზე, დამნაშავე და დაზიანებული არსებიდან აქციოს უდანაშაულო და აღდგენილ არსებად. ქრისტიანული რწმენის დესაკრალიზაციამ, დეგრადაციამ გამოიწვია რწმენის გარდაქმნა ცრურწმენებად, რომელსაც არშეუძლია ადამიანი განაღმრთოს, ღმერთთან შეაერთოს, თუმცა მან იმდენად მნიშვნელოვანი ფორმები მიიღო, რომ საზოგადოებამ ასე ვთქვათ, რომანტიზაცია მოახდინა მისი.
რა არის დამახასიათებელი ცრურწმენებისთვის და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე?
– ცრურწმენებისათვის დამახასითებელია მაგიურობა, რაც მოდის “გნოსტიციზმისა” და “ოკულტიზმიდან”. ეს მოძღვრებები ჯერ კიდევ 7 მსოფლიო კრებების დროს იქნა დაგმობილი, თუმცა დღესაც იგივე ხდება ოღონ სხვა ფორმით, დღეს “ნეოოკულტიზმის”, “ნეოგნოსტიციზმის” პერიოდში ვართ, სადაც გამრუდებულია ადამიანის ცნობიერება, აზროვენბა, მეტყველება, ქმედება. უკვე კარგ ტონად ითველბა ბედობის, ჰელოუვნის, ვალენტინობის, სიყვარულის დღის აღნიშვნა, ასტროლოგიური პროგროზებით ხელმძღვანელობა. მოდაში შემოვიდა ეკლესიის ლანძრვა, გინება. გაძლიერდა ისეთი კლუბები, რომელიც სამღვდელოებასა და მართლმადიებლური ეკლესიისა, მის საიდუმლობებს ებრძვის, ცინიზმით, გლობალიზმით. მცდელობა იმისა, რომ ღვეზელებისა და ლობიანების გამცხობამდე დავიდეს რწმენა და არა დოგმატისა და ჭეშმარიტი გამოცხადების აღქმამდე, გაცნობიერებამდე ეს არის დეგრადაცია, რწმენის ცრურწმენად გარადქმნის მცდელობა, რომელზეც უმარავი ინსტიტუტი მუშობს დღეს, რათა შემდეგ დააბრალონ მართლმადიდებლიბას, რომ ის არის ხალხური ფოლკლორი ადათ-წესები შეერთებული კუთხურ ტრადიცეიბთან. როდესაც საზოგადოებაში ამდენი ცრურწმენა შემოდის ადამიანეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ერევათ ცნობიერება, ფასეულობათა იერარქია და უნდათ იცხოვრონ დღევანდელი დივინდენდებით, რაც დროებით ფორმატში იძლევა ტრანკვილიზატორს, აპათიას, მცირე შვებას, საბოლოოდ კი მძიმე შედეგბით მთავრდება. ყველაფერი ეს კი ჩვენი თამანედროვეობის, აპოკალიპტური დროის, ჩვენი ცოდვებით დამძიმებული დროის შედეგია.
მამაო, არსებობს ეკლესიაში გავრცელებული ცრურწმენები. ადამიანები, რომლებიც რელიგიურად ცხოვრობენ და თავს მორწმუნეებად თვლიან თავად სჯერათ ცრურწმენების, გავრცელებული მითების, იცავნე მათ და სხვებასაც აძლევენ შენიშვანებს ამა თუ იმ საკითხზე. რა არის ამის მიზეზი?
– წარმოიდგინეთ რამხელა პაუზის გაკეთება მოგვიწია. საბჭოთა პერიოდმა, ათეიზმის 70 წელიანმა აგიტაცია-პროპაგანდამ დიდი გავლენა მოხდინა ჭეშმარიტ ქრიტიანულ სწავლებაზე და დღესაც უამრავი ინსტიტუტი, დესტრუქციული ინფორმაციული მანქანება მუშაობს, იმისთვის, რომ დესაკრალიზაცია მოხდეს ქრისტიანული რწმენის, მე ვიტყოდი დესიწმინდიზაცია და ადამიანისთვის შთაგონება იმის, რომ ცრურწმენებითაც შეიძლება იხელმძღვანელო და რომ მათაც შეუძლია ადამინი აცხოვნოს. მრევლის წევრებიც იმ სოციუმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გუშინ და გუშინწინ, ნებით თუ უნებლიეთ გაბრუებულები იყვენენ კერპთაყვანისმცემლობის ვულგალური ფორმებით. ჩვენი გული და გონება ჯერ კიდევ განწმენდილი არ არის. ის უცოდინარობის ვაკუუმი რომელიც საბჭოთა პერიოდმა, მანამდე არსებულმა გარემომ, თუ დღევანდელმა ბრძოლებმა მოუტანა ჩვენ საზოგადოებას ჯერ კიდევ ამოვსებული არ არის. ნურავინ ნუ იტყვის, რომ თურმე “არ ცოდნა არცოდვაა”. უცოდინრობა ყველაზე დიდი ცოდვაა და მითუმეტეს სარწმუნოებრივი საკითხების. სწორედ უცოდინრობის გამო წარმოიშვება ისეთი ცრუ, სპონტანური ადათ-წესები, რომლესაც არავითარი კავშირი არ აქვს არც დოგმატიკასთან, არც ქრისტეს მიერ მოცემულ სწავლებასთან, ეს არის ხოლმე ადამიანთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ქრისტიანული სწავლებისადმი, როცა მათ არასწორად გაიგეს ამა თუ იმ ჭეშმარიტების არსი, ყველაფერი იწყება რწმენით, რწმენას სწავლა უნდა, სწავლს კი ცოდნა და მუშაობა საკუთარ თავთან. თუ ჩვენ მოვინდომებთ ამ ცოდნის ნაკლებობას, აღმოვფხვრით.
მამა გიორგი ხალხს სჯერა, რომ არ შეიძლება სანთლის ხელით ჩაქარობა, კენტის სანთლის ანთება. ასევე, ხშირად გავსმენია “სანთელს სახარება უნდა მოასმენინო”, შემდეგ შეინახო და გარკვეული უძლურების დროს აანთო. რას გვეტყვით მსგავსი შეხედულების საპირწონედ?
– მსგავსი უნებლიე ცრურწმენები უცოდინარობის ბრალია. კენტი სანთელი არ უნდა აანთო; მარჯვენა ხელით აანთებ სანთელს, თუ მარცხენათი; რამდენ სანთელს აანთებ, თუ რამდენ მეტანიას გააკეთებ. ქრისტიანობაში თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ ნუმეროლოგია, ეს არის რიცხვთა მისტიკა, რომელსაც საფუძველი აქვს მაგიაში. ესეთი წარმართული ცნობიერება აღმოსაფხვრელია. გულით აღვლენილი ლოცვა, ერთი პიჯვრის გადაწერა, რწმენით, თავის დამდაბლებით უზარმაზარ ძალას ატარებს. ქრისტიანის ლოცვა, ვედრება არ გულისხმობს და არ ავალებს, მას გარკვეული სანთლების მაგიურ რაოდენობის ანთებას. უბრალოდ, ბავშვი რომელიც პიჯვარს იწერს და ღმერთს წრფელად ადიდებს სასწაულების მოხდენა შეუძლია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სანთელს აანთებს ის.
რაც შეეხება “სანთელს მოვასმენინო ლოცავა”- აბსურდია, სანთლეს არავითრი შემეცნების ორგანოები რა აქვს, ესეც მაგიიზაციაა და საფუძველი ქრიტიანულ სწავლებაში არ აქვს. ის მხოლოდ დამხამრე საშუალებაა, შესაწირია, მსხვერპლია. ნიშანი შენი ლოცვითი ანთებულობისა, ეკლესიის, ხატის, ტაძრისადმი კეთილგანწყობილების გამოხატულებისა. ეს არის ელემენტარული ფეტიშიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩააქრობ სანთელს, მათავარია ილოცო, გულით ღმერთს ეთაყვანო. არც სანთლის შენახვაა მთავარი პრიორიტეტი, აქ მნიშვნელოვანია გახსენება იმ მოვლენისა რასთან დაკავშირებითაც აანთე ეს კონკრეტული სანთელი; გახსენება იმისა, თუ რასთან ასოციაციას იწვევს ეს სანთელი შენში. თუკი გახსენებს იმ დღეს, როცა გულით ილოცე, მადლი მიიღე, დამშვიდდი, გახსენებს ღრმა ქრისტიანული შინაარსის მსახურებას, მაშინ შეგიძლია ამგვარად მოიქცე. ვერანაირი სანთელი, თუ შენ სასტიკი, კაცთმოძულე, დაუნდობელი ხარ ადამიანისადმი, მხეცს გავხარ რაც არ უნდა სანთელი აანთო, და “მოასმენინო” მილიონი ლოცვა ვერ გიშველის, ვერ გაცხონებს.
ადამიანებს სჯერათ სიზმრების. ხშირია შემთხვევები, როცა რეალურად გადახდებათ ხოლმე თავს ის რასაც სიზამრში ხედავენ, რის გამოც დამოკიდებულები ხდებიან მასზე. რით აიხსნება ეს მდგომარეობა?
– მართლმადიდებლურ სწავლებაში არსებობს სამი ნება: ნება ღვთისა, რომელიც ყოველთვის მაცხოვნებელია; ბოროტი, დემონური ნება, რომელიც ყოველთვის დამცემელია და მესამე თავისუფალი ნება, რომელიც ღვთის ხატებაა ჩვენში, გარკვეული პასუხიმგებლობაცაა. ამ ნებათა გარდატეხა იწვევს სხვადასხვა მდგომარეობებს. დღე-ღამის განმავლობაში უმარავი მეტაფიზიკური პროცესი ხდება ადამიანში, განსაკუთრებით კი ღამით, როცა ის მეტად ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა დემონური დავდასხმებისა, თუ მასში დაგროვებული ნეგატივისა და პოზიტივის ჭიდილისა. ადამიანის ცნობიერებაში მიუწვდომელი პროცესები ხდება. ის მართლაც განიცდის ბოროტი ძალების გავლენას, მაგრამ ხდება ისეც, რომ ღვთიური გამოცხადებაც აქვს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი გონება და გული ისე არ არის განწმენდილი ცოდვენიდგან რომ მხოლოდ ღვთის ნება ტივტივებდეს ჩვენს ცნობიერებაში, ამიტომ ძირითადად ეს სიზმრები ცდუნებაა, დემონურია, ამპარტავნების შედეგია. ზოგჯერ ეს ე.წ. წინასწარმეტყველლური სიზამარი, დღისით ამხდარი, მომავალში დიდ მინდობას იწვევს სიზამრისადმი და ადამიანი ხიბლში და ცდუმნებაში ვარდება. წმინდა მამები ამბობენ სიზმარს ნუ მიენდობი, ეს არის ილუზიის დაჭერის მცდელობა. აბსოლიტურად არასწორია სიზმრებზე დააყრდნო რელაობა. ასევე შესაძლოა, სრულიად ფსიქოლოგიური მომენტთან გვქონდეს საქმე- ადამიანმა ძალიან ბევრი ინერვიულა, დაიღალა, ბევრი ჭამა, ძილში მოწყურდა, რაც სხვადასხვა ემოციურ ფონს იწვევს მასში და სწორედ ამის გამოხატულებაა სიზმარი.
გავრცელებული მოსაზრება -დღსასწაულებზე, ახალი მთვარის დროს მუშაობა არ შეიძლება; კვირას დღეს ხელსაქმის თუ ორშაბათს მგზავრობის აკრძალვა რამდენად არის ცრურწმენა?
– ფატალიზმი ქრისტიანობისგან შორს არის. არანიარი ახალი მთვარე, ორშაბათი ან კვირის რომელიმე დღე არ შეიძლება “თარსად” ჩაითვალოს. ქრისტიანობა ეს არის მოძღვერბა თავისუფალი ნების შესახებ, იგი დეტერმინირებულა არ არის, მაგრამ არსებობს ასეთი რამ, როცა დღესასწაულია, ღვთისმსახურებაზე უნდა იყოს მორწმუნე, ილოცოს, ეზიაროს მაშინ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ღმერთზე, ღვთისმსახურებაზე, ხოლო კეისრისა მოვიტოვოთ მეორე პლანზე. ამიტომ როცა დღესასწაული მოდის, დღის პირველი ნახევარი მაინც არა ფატალურად, არამედ ღვთისა და დღესასწაულის პატივისცემისთვის, ღვთისადიდებლადა და სულის საცხოვნებლადა ჯობია გამოვიყენოთ.
მამაო, ხშირად ამბობენ “დედები არ უნდა დაესწრონ შვილის” ნათლობას. არ უხდინა პატარებს დაბადებისდღეს, როცა 1 წლის ხდება, ასევე არ აღნიშნავენ 40 წლის იუბილეს. რა საუფუძველი აქვს ასეთ დამოკიდებულებას და რამდენად სწორია ის?
– თუკი ახალშობილი ინათლება 40 დღის შემდეგ და დედას “განწმენდის ლოცევბი” წაკითხული აქვს შეუძლია დაესწროს შვილის ნათლობას, თუმცა ის მონაწილეობას არ იღებს თავად ნათლობის პროცესში. ამას დოგმატურ ხასიათს ნუ მივცემთ, მას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია ადამიანის სულიერ მშობლებზე. იგი ინათლება არა დედისა ან მამისია, ან მოძღვრის სახელით, არამედ “სახელითა , მამაისათა და ძისათა და სულისა წნინდისათა.” ერთი წლის ბავშვისთვის დაბადებისდღის გადახა, რატომღაც გაიგივებულია გარადცვალებულის წლისთავთან, 40 წლის აღნიშვნა ორმოცთან. ეს პანიკური, ფატალური ცურურწმენაც უცოდინარობის ბარლია.
კონკრეტული სურვილის, თხოვნის ასრულების სანაცვლოს ადამიანები ღმერთს შეპირდებიან ხოლმე რაიმეს, “შეუთქვამენ” საკლავსა და სხვა შესაწირს, რამდენად ეკლესიურია ეს ტარდიცია და როცა ადამიანი ვერ ასრულებს დანაპირებს, თუ შეიძლება სხვა ფორმით გამოხატოს მადლიერება უფლისადმი ?
– სიტყვას ფასი და ძალა აქვს. ნათქვამია, ყოველ სიტყვაზე პასუხს აგებთო, ამიტომ სანამ ვიტყვით ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ, მითუმეტეს როცა საქმე სულიერ საკითხებს ეხება. განასკუთებით ცუდია ფიცი და ცრუდაპირებები. როდესა შენ უფალს რაიმეს პირდები არავითარ შემთხვევაში მისი იგნორირება, აბუჩად აგდება არ შეიძლება. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, ასე რომ გვმართებს მხოლოდ ვილოცოთ, საოსება, იმედი, რწმენა ვიქონიოთ მომავლის. ნუ დავიფიცებთ, ამაო ცრუდაპირებებით ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, მაგრამ თუკი მაინც ვიტყვით რაიმეს შეძლებისდაგვარად ვეცადოთ შევასრულოთ. შვეცადოთ მოვინანიოთ, შენდობა ვითხოვოთ ღვთისაგან მოძღვრისგან. არსებობს შენდობის ლოცვები, ფიცისგან, კრულებისგან გახსნის ლოცვები, რომელიც ტარდება ტაძრებში. თუ ადამიანი ნანობს და აცნობირებს თავის დანაშულს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
მამა გიორგი, რით განსხვავდება ხიბლში მყოფი და ცრუმორწმუნე დამიანი?
– ცრუმორწმუნეობა ზედაპირულია, უეცრად მჟღავდება და ასეთი ადამიანის იდენტიფიკაცია ადვილია. ხოლო, ხიბლში მყოფი ადამინსი გამორჩევა მეტად რთულია და მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. მას არა მარტო თავისი თავი აქვს დაზიანებული, არამედ ფანატიზმით, სულიერი გამოუცდელობით წარმატებით ახერხებს თანამოაზრეების გაჩენას. ხიბლში უწვრთნელი სულები ვარდებიან, რომლეთაც ჰგონიათ, რომ ქრისტიანობაში განსწავლულები არიან და სარწმუნოებრივი საკითხების ელემენტარული ცოდნის მიღების შემდეგ მენტორული ხდება მათი ტონი, თვალები დამრიგებლური, შესაძლოა დიდი სულიერი ასკეტისა და მონანულის იერი ჰქონდეს. მათთან მცირე დროით ურთიერთობაც მძიმე შედეგების მომტანია. ცრუმორწმუნეობა უფრო პრიმიტიული ფორმაა ცნობირების და ადვილად აღმოსაფხვრელია.
ასე, რომ როცა ქრისტიანობა რიტუალიზირებულია, ხდება მისი მაგიური აღქმა, ღვთაებრივი ცოდნისგან, რწმენისგან დამოუკიდებლად, სწორედ იქ ჩნდება ცრურწმენები. უნდა ვიცოდეთ, რომ რიტუალი, რიტუალისთვის არ ხდება, მან ჭეშმარიტებამდე უნდა მიგვიყვანოს. თუ შენ ჭეშმარიტად აღიქვამ ქრისტიანობას და არა “შეიძლება არ შეიძლებათა სისტემით”, არ ვარდები ფანატიზმში, ხიბლში, არამედ საღად მისდევ და ამავე დროს მცოდნე ხარ ქრისტეს სარწმუნოებისა ვერანაირი ცრურწმენა ვერ დაგაზიანებს. ქრისტიანობა არის უმაღლესი ცოდნა. ჭეშმარიტ ცოდნას კი ღმერთთან მივყავართ. ღმერთთან, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვის, წყევლისა და სიკვდილისაგან. განათლებული მორწმუნე მეგობარია ღვთისა. აი, სწორედ ასეთი მეგობრობის დონის მისაღწევად უნდა ვიმუშაოთ და თავისთავად სასაცილო გახდება მსგავსი ცრურწმენები.
სოფიკო ნინიკაშვილი