• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბზობა – იერუსალიმში ჯვარცმად მიმავალი ქრისტე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ბზობა – იერუსალიმში ჯვარცმად მიმავალი ქრისტე
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქრისტეს შობიდან 33-ე წელს იესო ქრისტე ნებით შევიდა იერუსალიმში, რათა ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ამაღლებით ჯოჯოხეთიდან გამოეხსნა პირველი ადამი და  მასთან ერთად  ყოველი მართლი.

დიდმარხვის მეექვსე კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები ათორმეტთაგან პირველ მოძრავ დღესასწაულს ბაიაობას ანუ ბზობას აღნიშნავს, რაც სიმბოლურად  არის გახსენება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლისა.  მოვლენის, რომელიც მოხდა   ებრაელთა პასექის წინა დღეს, კვირას, მას შემდეგ რაც იესომ მკვთრეთით აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე. ტრადიციის მიხედვით ებრაელთა კალენდრით თვის მეათე დღეს ირჩევდნენ ბატკანს და კლავდნენ პასექზე.  ამდენად იერუსალიმში ამ დღეს შესვლით განცხადდა ჭეშმარიტად აღთქმული კრავი ანუ იესო ქრისტე, რომელიც ნებსით შევიდა იერუსალიმში ჯვარცმისათვის. ეს დღესასწაული ერთდროულად მოიცავს ჯვარცმის უდიდეს ტკივილს და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრების ზეიმსაც.

უფლის გზა იერუსალიმისაკენ სიმბოლურად გადის ზეთისხილის ანუ ელეონის მთაზე. გადმოცემის მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი, ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).  იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

11721767_828573697239689_723907889_nსაგულისხმოა, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაცხოვარს “ოსანას” ძახილით შეხვდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ  პილატეს წინ იყვირებს, რომ ჯვარს აცვან მაცხოვარი. თუმცა, მიუხედავად ქრისტეს  ტკივილის მოლოდინისა,  როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, რუსული ეკლესიის  ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ გიორგი სხირტლაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნა ეს არის დღე, როდესაც იესომ გადალახა მუდმივად არსებული მანძილი ღმერთასა და ადამიანს შორის და მოგვცა საშულაება მასთან დაახლოვებისა.

“ბზობის დღესასწაული ეს არის გამარჯვება ქრისტესი. თანაგანცდის განსაკუთრებული სიმწვავე აქვს ამ დღეს,  როცა ასეთი ზეიმით შემოდის უფალი იერუსალიმში, როცა ადამიანები ამხელა სიხარულით  ეგებებიან მას. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი გული იერუსალიმად აღვიქვათ, სადაც უნდა მოხდეს ჩვენი და ისეო ქრისტეს შეხვედა. ზუსტად აი, ეს  გადაულახავი მანძილი, რომელიც მუდმივად არსებობს   ღმერთსა და ამქვყენად მყოფ ადამიანს შორის გადაილახება ქრისტეთი, ქრისტესმიერი სიყვარულით.

შემოქმედი შემოქმედათ რჩება, ქმნილება ქმნილებად, მაგრამ ეს უსასრულო მანძილი ღმერთსა დამიანს შორის გადალახა ქრისტემ, დაამარცხა სოფელი, შევიდა იერუსალიმში,  აღადგინა ახალი ადამი და მოგვცა  ღმერთთან მადლით  დაახლოვებისა და მადლით  მისდამი მიმსგავსების შესაძლებლობა.

მე მინდა გისურვოთ ისევ და ისევ   დაბრუნება ღმერთთან, იმიტომ რომ ქრისტიანობა მუდმივად შემოქმედთან  დაბრუნების რელიგიაა. დაბრუნების, შეერთების, შერიგების,  შენდობის, სიყვარულის, ჭეშმარიტი ცოდნის და მე ვიტყოდი, რომ ყველას უნდა  ვუსურვოთ  ჭეშმარიტებამდე მისვლა, რადგან შეუძლებელია საბალოოდ ადამიანი არ მივიდეს ჭეშმარიტებამდე, ეს დანაშაულია… როგორც მაცხოვარი ამბობს: “არ მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი”. ღმერთს არ უნდა არვის დაღუპვა. არავის უცოდინრობა, არავის გამრუდებული ცნობიერება არ უხარია პირიქით სურს ადამიანის ბედნიერება.  ღმერთმა მოგცა  ჭეშმარიტება და შენ უნდა შეისისხლხორცო ის, უნდა შემოვიდეს შენში უფალი, როგორც ქრისტე შევიდა იერუსალიმში. 

საბოლოოდ ყველა უნდა მივიდეს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, ეს არის პირდაპირი  დავალება ღვთისა და მას ვერავინ ვერ გაექცევა. მინდა, რომ მივაქციოთ ამას ყურადღება, ვიფიქროთ, ვილოცოთ და ვიმუშაოთ ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ!”-მამა გიორგი სხირტლაძე.

სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში, მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში, სხვადასხვა მცენარით ხვდებიან – პალმის რტოებით, ხის ტოტებით, დაფნით (საბერძნეთში დაფნას ანიჭებენ უპირატესობას), ყვავილებით – მთავარია მწვანე იყოს, რადგან მწვანე სიცოცხლის, უკვდავების და მარადიულობის სიმბოლოა.

ბზობაქართულში დამკვიდრებული სახელი ბზობა მცენარე ბზას უკავშირდება, რომლის მარადმწვანეობა ქართველთათვის უბერებლობისა და სასუფევლის სახეა. მითუმეტეს, რომ სიყვა “ბზა” მჭიდრო კავშირშია “ბჟასთან” ანუ “მზესთან” და “თეთრთან”. შემთხვევით არც ისაა რომ “ბზას” ლათინურად  “კავკასიურ პალმასაც” უწოდებენ. რას შეეხება სამოსელს, რომელსაც იერუსალიმში შემავალ მაცხოვარს გზად უფენდნენ მადლმოსილების სიმბოლოა. ძველ აღთქმაში ასე ხვდებოდენ გამარჯვებულებს.

ბზობის დღესასწალი თევზით ხსნილია. ტაძრებში იკურთხება ბზა, რომელიც მორწმუნეებს მიქავთ სახლში და ამ ფორმით, სიმბოლურად ეპატიჟებიან უფალს,  მიუძღვიან წინ იესოს, რომ შევიდეს მაცხოვარი მათ სახლში და  სიხარულმა, სიმშვიდემ, უფლის მეუფებამ დაიმკვიდოს მათ ოჯახებში და გახდეს მომავლი გამრჯვებების,  დადებითი, კეთილი გაზრახვების მიზეზი.

ბზობით მთავრდება აღდგომის მარხვის ერთი ნაწილი- 40დღიანი მარხვის პერიოდი, ხოლო შემდეგი ერთი კვირა არის ვნების კვრა, რომელიც  განსაკუთრებულად მძიმე და დატვირთულია, როგორც შინაარსობრივად, ასევე  საეკლესიო მსახურებებით.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა

6 years ago
22 წლის ალექსი რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! – ნანუკა ჟორჟოლიანი

22 წლის ალექსი რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! – ნანუკა ჟორჟოლიანი

2 years ago
2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად – ღარიბაშვილი

„ვამაყობ, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება” – პრემიერი

5 years ago
„პროექტი „Check-in Georgia“-ს კულტურის სამინისტროს ნაცვლად ტურიზმის ადმინისტარცია განახორციელებს“ – დიმიტრი ბერიძე

„პროექტ „Check-in Georgia“-ს კულტურის სამინისტროს ნაცვლად ტურიზმის ადმინისტარცია განახორციელებს“ – დიმიტრი ბერიძე

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by