• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვნების კვირა – იესოს ამქვეყნიური ცხოვრების უკანსკნელი დღეები

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ვნების კვირა – იესოს ამქვეყნიური ცხოვრების უკანსკნელი დღეები
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მაცხოვარიიერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანისთვის  დამცირება, წამება და სიკვდილი იტვირთა. სწორედ იესოს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებს იხსენიებს ეკლესია აღდგომის მარხვის ბოლო “ვნების კვირას”.

ეს გლოვის შვიდეულია, რაც სიმბოლურად აისახება კიდეც საეკლესიო ტიპიკონში. სასულიერო პირებს ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ. მკაცრდება მარხვა, ლოცვა. მსახურებები გასხვავებულ სახეს იძენს, ეკლესიებში პირველი სამი დღის განმავლობაში   სრულად იკითხება ოთხთავი – ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარება.

საიდუმლო სერობა, გაცემა, პილატეს სამსჯავრო, ჯვარზე ვნება, სიკვდილი და საფლავად დადება – ეს ის მოვლენებია, რომელსაც ეკლესია მსახურებებზე იხსენიებს. მათი უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს “დიდი” ეწოდება.

დიდი ორშაბათი – არის მოწოდება სინანულისკენ. ხდება გახსენება უნაყოფო ლეღვის გახმობის, რაც სიმბოლურად განასახირებს იმ იუდევლებს, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ იპოვა და ყველა იმ ქრისტიანის სულს, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს.

დიდი სამშაბათის მსახურებაზე იკითხება იგავი ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ. ეკლესია მორწმუნეებს კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ.

დიდი ოთხშაბათი  იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. სიმონ კეთროვნის სახლში უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა. დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფემ იუდა ისკრიოტელმა განიზრახა იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის 30 ვერცხლად გადაეცა მაცხოვარი. სეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთ დრეკა და დიდი მეტანიები, რაც არ ნიშნავს ჯვარცმასთან მუხლმოდრეკის აკრძალვას. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ეკლესია იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენიებს.

დიდი პარასკევის სერობა იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძრვნება. ამ დღეს წირვა არ აღესრულება.  ჩვეულებრივ, შუადღიასას, ორ საათზე ტარდება გარადმოხსა, რომელიც ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. ეს დღე მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

დიდი შაბათის  ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკცდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები „წმინდაო ღმერთოს“ გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ კი ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. რაც სიმბოლურად ნიშნავს,  რომ მაცხოვარი განუყოფლად იმყოფება მამა ღმერთთან, თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაუღო ადამიანს  სამოთხის კარი.

ვნების შვიდეული ქრისტეს აღდგომის დღესასწაულით მთავრდება, რომელსაც  მართლმადიდებლური სამყარო წელს 1მაისს აღინიშნავს.

სტატია მომზადებულია orthodoxy.ge-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In