• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცვლილებები ლოცვებში აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ცვლილებები ლოცვებში აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე
46
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ლოცვებიქართული ლიტურგიკული ტრათციით „ერგასი“, რაც ძველი ქართულით  ნიშნავს „50“-ს, ეწოდება პერიოდს აღდგომის დღესასწაულიდან სულთმოფენობამდე. სხვანაირად ამ დღეებს ზატიკის პერიოდი ჰქვია. „ზატიკი“ („ზატიკი – გამოხსნა, გინა განთავისუფლება“) პასექის დღესასწაულს ნიშნავს.ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა). ამ პერიოდშია უდიდესი საუფლო დღესასწაულები – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდის საეკლესიო საზოგადო მსახურებები განსაკუთრებული საზეიმო ხასიათითა და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესი. შესაბამისად იცვლება თითოეული მორწმუნის ლოცვითი კანონის წესიც. მოდით ვნახოთ რა იცვლება ლოცვებში ამ დროს და  რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სწორად დავიცვათ საეკლესიო ტიპიკონი.

ზატიკის პერიოდი პირობითად სამ ნაწილად იყოფა. ესენია:

  1. ბრწყინვალე შვიდეული:

აღდგომიდან ერთი კვირა (შაბათ დილის ჩათვლით).

  • ლოცებში აღარ იკითხება დასაწყისი ლოცვები (ლოცვები: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა“-დან „მამაო ჩვენო“-ს ჩათვლით). მათ ნაცვლად იკითხება: „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-ჯერ).
  • აღარ იკითხება დავითნის ფსალმუნთა კანონები და არც ცალკეული ფსალმუნები. ამასთან კანონთა კითხვას ვწყვეტთ ვნების კვირის (აღდგომის წინა კვირა) ოთხშაბათ საღამოდან თომას კვირამდე, გარდა ვნების კვირის შაბათისა (დიდი შაბათი). „დილის“-ა და „ძილის წინ“ ლოცვების მაგივრად იკითხება „წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა“.
  • ზიარების წინა ლოცვებში არ იკითხება დასაწყისი ლოცვები „მამაო ჩუენო“-ს ჩათვლით; არ იკითხება აგრეთვე არც ერთი ფსალმუნი და ლოცვებში შემოხაზული ტექსტი.
  • ნაცვლად „ღირს არს“-ისა ვკითხულობთ „ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ“ და „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“.
  1. თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე:

აღდგომის შემდეგი კვირიდან- აღდგომის წარგზავნამდე (თომას კვირის წინა, შაბათ საღამოდან ამაღლების დღესასწაულის წინა დღის – ოთხშაბათ დილის ჩათვლით).

  • დილა–საღამოს ლოცვებს ვიწყებთ ტროპრით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-ჯერ) და ამის შემდეგ ლოცვას განვაგრძობთ „წმიდაო ღმერთო“-დან ჩვეულებრივ.
  • თუ ლოცვას ვიწყებთ პირდაპირ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ“-ი (მაგ: ზიარების ლოცვების გაყოფის შემთხვევაში დროის უქონლობის ან უძლურებისას), მაშინ მის ნაცვლად იკითხება „ქრისტე აღდგა მკუდრეთით…“ (3-ჯერ), ხოლო თუ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ“ მოცემულია რომელიმე ლოცვის შუაში, მაშინ ის არ შეიცვლება „ქრისტე აღდგა…“-თი.
  • ნაცვლად „ღირს არს“-ისა იკითხება „ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ“ და „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“, გარდა ერგასის განზოგების [**] დღესასწაულისა და მისი წარგზავნისა, როდესაც იკითხება „შობა შენი უხწნელ არს ქალწულო..“.
  • „დილის“ და „ძილად მისვლის“ ლოცვებში, ნაცვლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კონდაკისა „ზესთამბრძოლისა…“, იკითხება აღდგომის კონდაკი „დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა“.

3.ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე.

სულთმოფენობის შემდეგი კვირა. ამ პერიოდიდან მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.

  • ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი „ქრისტე აღდგა…“.
  • სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყის ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ „წმიდაო ღმერთო“-დან და მის შემდეგ ჩვეულებრივ.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share18Tweet12

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by