• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შიიტი მუსლიმები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

10 years ago
in რელიგია
A A
შიიტი მუსლიმები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მუსლიმებისრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელიც შექმნილია საქართველოს შიიტი მუსლიმი მოქალაქეების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების მისაღებად რელიგიურ გაერთიანებას ავალდებულებს, შექმნას წარმომადგენლობითი საბჭო. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს,  რომ შიიტებისა და სუნიტების ერთ საბჭოში გაერთიანება დისკრიმინაციულია.

დოკუმნეტის მიხედვით, თუ რელიგიური გაერთიანების ან აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება მათ  ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ინტერესებს იცავს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მოთხოვნა დისკრიმინაციულია და წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას.

“მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა, წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია გაერთიანების თავისუფლება, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლით რწმენის თავისუფლება. ეს ორი კონსტიტუციური დებულება იცავს ადამიანის უფლებას, იძულებით არ გაერთიანდეს საწინააღმდეგო მრწამსის მქონე ჯგუფთან…. ქრისტიანულ ჯგუფებთან შედარებით, მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები. სომხურ და კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანების გარეშე შეუძლია დაფინანსების მიღება, მაშინ როცა სუნიტებმა და შიიტებმა საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან.”- ნათქვამია საიას მიერ გაოქვეყნებულ განცხადებაში.

13118828_988004677963256_8325551790938427613_n“ისლამური მიმართულებების ერთი ისლამით მოხსენიება ქმნის რთულ ვითარებას, რამეთუ ვერ განარჩევს ერთმანეთისაგან ამ მიმდინარეობებს. შიიტებისა და სუნიტების ერთი სამმართველოთი წარმოდეგნა ანორმალური და დისკრიმინაციული თავისთავად. ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფოსთან ვიურთიერთოთ მუსლიმი შიიტური  თემის სახელით.”-აღნიშნავს “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო თავმჯდომარე მირტაგი ასადოვი.

მუსლიმების დაყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში და შიიტებისაა და სუნიტების ერთ ორგანიზაციაში ყოფნის აუცილებლობაზე საუბრობენ. მუსლიმთა სამმართველო საიას სარჩელთან დაკავშირებით   სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც  “თბილისი თაიმსი” უცვლელად გათავაზობთ: “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ყველა რაიონში მცხოვრებ მუსლიმებს, როგორც ეთნიკური ასევე რელიგიური მიმდინარეობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სხვა მუსლიმურ ორგანიზაციებში დამფუძნებლები და რელიგიური საბჭოს წევრები არ არიან როგორც რეგიონების და რელიგიური შიდა მიმდინარეობების, ასევე  ყველა ეთნიკური მუსლიმების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მუსლიმურ ორგანიზაციებში დომინანტი ორგანიზაციაა.

ეხლა განგიმარტავთ შიიტების და სუნიტების ერთ ორგანიზაციაში ყოფნის აუცილებლობას:

  1. საქართველოს და კავკასიის ისტორიას თუ გადავხედავთ, 1823 წლიდან დღემდე მუსლიმების ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაცია არის ერთი. მუსლიმები ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ ყოველთვის.
  2. საქართველოში მოქმედი მუსლიმური სსიპ–ები არც წესდებით და არც დასახელებით არ წარმოადგენს ან შიიტურ, ან კიდევ სუნიტურ ორგანიზაციას, ყველა სრულიად საქართველოს მუსლიმების სახელით არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ყველას თავიდან ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მუსლიმების დაყოფა არ არის სწორი.
  3. საქართველოში შიიტი მუსლიმები არიან მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელები. ასევე, ეთნიკურად აზერბაიჯანელების ნაწილი არიან სუნიტი მუსლიმები. ერთი ეთნოსის რელიგიური ნიშნით დაყოფა იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ეთნოსი ორ ნაწილად გაყო. ეთნიკურად აზერბაიჯანელებში რეფერენდუმიც რომ ჩავატაროთ, ხმათა უმრავლესობით მივიღებთ იმ შედეგს, რომ ისინი ერთობის მომხრენი არიან. ასევე აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანელ მუსლიმებში ტერმინ „შიიტსა“ და „სუნიტზე“ სიძულვილი აქვთ და ამის გაგონებაც არ სურთ, აქ მათ ორად დაყოფაზე საუბარიც კი ზედმეტია.
  4. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჩვენ არ გვინახია ისეთი მუსლიმური ორგანიზაციები რომლებიც წარმოადგენენ ან შიიტურს ან სუნიტურს და თანაბარი იურიდიული სტატუსი ჰქონდეს. არც არაბულ და არც შუა აზიის ქვეყნებში მსგავს ორგანიზაციებს ვერ ვნახავთ. ამიტომაც საქართველოს ისტორიაში არ არსებული ფაქტის ახლად დანერგვა და მუსლიმების დაყოფა, მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების და დაპირისპირების დაწყების მიზეზად იქცევა. ამის ფაქტებია ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთშიორ მუსლიმურ მიმდინარეობას შორის ხელოვნურად დაპირისპირების გაღვივებით მიღებული შედეგები.

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ რელიგია არის ძალზედ ფაქიზი თემა, რელიგიურ სფეროში რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, სასულიერო პირების, მორწმუნეების და მრევლის აზრია მნიშვნელოვანი. საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემი, არსებული მდგომარეობით თუ კმაყოფილი არიან, აქ უკვე რაიმე დისკრიმინაციაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ მსოფლიოსათვის სანიმუშო მოდელის დაცვის, მისალმების და მაგალითად გამოჩენის ნაცვლად, დაპირისპირების, ერთმანეთში განხეთქილების და გაუცხოების გაღვივების მცდელობა არასწორად მიგვაჩნია.”- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

თბილისის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედანი გაკეთდება

10 years ago
რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

1 year ago

ევროპული ლიცენზირება ქართველი ექიმებისათვის საქართველოშივე გახდება შესაძლებელი

9 years ago

ცეზარ ჩოჩელს ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მილიონობით დოლარს „ახევდნენ“

13 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by